ნატო გაბუნია
ნატო გაბუნია | |
---|---|
დაბადების სახელი | ნატალია მერაბის ასული გაბუნია |
დაბადების თარიღი |
13 (25) თებერვალი, 1859 გორი, გორის მაზრა, თბილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
16 (29) აგვისტო, 1910 ტფილისი, თბილისის მაზრა, თბილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
დაკრძალულია | კუკიის სასაფლაო, დღ. თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
პროფესია | მსახიობი |
მეუღლე(ები) | ავქსენტი ცაგარელი |
ნატალია (ნატო) მერაბის ასული გაბუნია (დ. 25 (ან 26) თებერვალი [ძვ. სტ. 13 თებერალი] (ან 3 (15) თებერვალი)[1], 1859, გორი — გ. 29 აგვისტო [ძვ. სტ. 16 აგვისტო], 1910, ტფილისი) — ქართველი მსახიობი. ქართული რეალისტური სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. დრამატურგ ავქსენტი ცაგარელის მეუღლე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სასცენო მოღვაწეობა მშობლიურ ქალაქ გორში დაიწყო ხელოსნების მიერ დაარსებულ სცენისმოყვარეთა დრამწრეში. 1879 წელს მსახიობად მიიწვიეს თბილისის ქართულ პროფესიულ თეატრში. ნატო გაბუნიას შესრულება გამოირჩეოდა ხალხური, ეროვნული კოლორიტით, უშუალობით, ბუნებრიობით. მას გააჩნდა ჩინებული სასცენო მონაცემები. შესანიშნავად ფლობდა მეტყველების, პლასტიკური გამომსახველობისა და სიმღერის ხელოვნებას. წარმოადგენდა ჭეშმარიტად სახალხო მსახიობს. პროფესიულ თეატრში მოღვაწეობის პარალელურად მონაწილეობდა მუშათა თეატრების სპექტაკლებში, სოფლად კი — მოედნებსა და კალოებზე გლეხობისათვის გამართულ წარმოდგენებში. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია ძლიერი ნებისყოფის ქალების როლების შესრულებაში. მისთვის პიესებს სპეციალურად წერდნენ ილია ჭავჭავაძე („მაჭანკალი“), აკაკი წერეთელი („კინტო“), ავქსენტი ცაგარელი („ხანუმა“), დავით კლდიაშვილი („დარისპანის გასაჭირი“).
შესრუებული აქვს შემდეგი როლები: დედა, ხორეშანი, მაჭანკალი (ილია ჭავჭავაძის „ქართვლის დედა“, „გლეხთა განთავისუფლების პირველდროების სცენები“, „მაჭანკალი“), სალომე (აკაკი წერეთლის „კინტო“), ხანუმა, თალალა, ორომსე, ქალია (ავქსენტი ცაგარელის „ხანუმა“, „როგორც მოხვალ სვინაო, ისე წახვალ შინაო“ „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „ციმბირელი“), გლეხი დედაკაცი (დავით ერისთავის „სამშობლო“), კუკუშკინა (ალექსანდრე ოსტროვსკის „შემოსავლიანი ადგილი“), შუშანიკა, ხამფერა (გაბრიელ სუნდუკიანის „პეპო“, „ხათაბალა“) და სხვ. მონაწილეობდა ოპერეტებშიც.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბურთიკაშვილი ა., ნატო გაბუნია, თბ., 1949;
- ნატო გაბუნია, ტფ., 1909;
- ჯანელიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 609.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 524.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნატო გაბუნია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ნატო გაბუნია — ბიოგრაფია // Burusi
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Театральная энциклопедия. Гл. ред. С. С. Мокульский. Т. 1 — М.: Советская энциклопедия, А — «Глобус», 1961, 1214 стб. с илл., 12 л. илл. (стб. 1067—1068)