შინაარსზე გადასვლა

მუქსუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუქსუნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ორაგულისნაირნი
ოჯახი:  ორაგულისებრნი
გვარი:  სიგი
სახეობა:  მუქსუნი
ლათინური სახელი
Coregonus muksun
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 135665

მუქსუნი (ლათ. Coregonus muksun) — ნახევრადგამსვლელი თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე ჩვეულებრივ 33–35 (94-მდე) სმ აღწევს, წონა 1–2 (13,8-მდე) კგ-ს. მტკნარი წყლის თევზია. მოვერცხლისფროა, იშვიათად ოქროსფერ-ყვითელი (ნორილსკის ტბებში). ზედა ყბა ქვედაზე გამოწეულია. გავრცელებულია ჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანის სანაპირო წყლებში.[1] იზრდება გამტკნარებულ ზღვის წყლებში, გამოსაზამთრებლად მიდის ციმბირის დიდ მდინარეებში ზაფხულის ბოლოს (კარიდან კოლიმამდე). ცოცხალ ფორმებს ქმნის მდინარე პიასინისა და ტაიმირის ტბის აუზებში.[2] იკვებება ზოოპლანქტონითა და ბენთოსით. ზამთრის პერიოდში კვება ინტენსიურია. იზრდება ნელა, სქესობრივ სიმწიფეს 6–11 წლისა აღწევს. ტოფობა ემთხვევა გაძგიფვის დაწყებას. ნაყოფიერება 9–167 ათ. ქვირითი. ცოცხლობს 25 წლამდე. ძვირფასი სარეწაო თევზია, ითვლება დელიკატესად. მისი ხორცი ძალიან რბილია და ცხიმიანი, თითქმის კუნთშორისი ძვლების გარეშე. განსაკუთრებით კარგია მარილნაკლები სახით. ხორცი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით.[3] ზოგიერთ რეგიონში მუქსუნის რაოდენობა ჭარბი მოპოვების გამო შემცირებულია.[2]

  1. Муксун // Большая советская энциклопедия
  2. 2.0 2.1 Муксун // Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-07-07. ციტირების თარიღი: 2020-04-15.
  3. Кулинарная энциклопедия. Том 22. М-Н. «Комсомольская правда» М. 2016