მონტანა (ინგლ.Montana) — შტატი აშშ-ში. მდებარეობს მთიან რეგიონში. სახელი ესპანურად „მთიანს“ ნიშნავს. მონატანა 1740 წელს გამოკვლეულ იქნა ფრანგი ვერენდრიეს მიერ. 1809 – შეიქმნა პირველი დასახლებები. მე-19 ს-ში მონტანას ოქროს მაძიებლები მოაწყდნენ. 1864 – აშშ-ს ტერიტორია. 1867-1877 – ომები ინდიელებთან. 1889-დან შტატი.
მონტანას ესაზღვრება კანადის პროვინცია ალბერტა და სასკაჩევანი, ჩრდილოეთ დაკოტა, სამხრეთ დაკოტა, უაიომინგი და აიდაჰო. მოქმედებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები: მონტანას უნივერსიტეტი (დაარსებულია 1893 წ.) და მონტანას სახელმწიფო უნივერსიტეტი (1893).
ფართობი – 377 ათასი.
მოსახლეობა – 909 ათასი (თეთრი 92,4 %, აფროამერიკელი 0,3 %, ინდიელი 5,8 %, ლათინურამერიკელი 1,5 %).