მომხმარებლის განხილვა:M.
|
მკვდარი ბმულები
[წყაროს რედაქტირება]რამდენჯერმე გთხოვეთ და კიდევ გთხოვთ, რომ სტატიებიდან ასე უცერემონიოდ ნუ იღებთ ე.წ. მკვდარ ბმულებს. დააარქივეთ ბმულები. ასე სტატიები რჩება ჰაერში, მაშინ როცა თავის დროზე შესაბამისი დამოწმებებით დაიწერა. მაგალითად იხილეთ ფრანცისკე. ვთხოვ დანარჩენ ვიკიპედიელებსაც რომ გააკონტროლონ ეს პროცესი. მე ხშირად ვერ შემოვდივარ და როცა შემოვდივარ ჩემს შემოტანილ მასალებს, კონტროლის სიას ვამოწმებ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 21:25, 26 ნოემბერი 2021 (UTC)
- ვუერთდები გიორგის. ლინკი რომც მკვდარი იყოს, ის მაინც წყაროა და გაფორმებულია როგორც წყარო-ტექსტი, სადაც მითითებული წყარო საიდან მოდის და რას წარმოადგენს. ასე რომ მუშა ლინკის პოვნა არ წარმოადგენს პრობლემას. გთხოვთ შემდეგში უფრო მეტი ყურადღება მიაქციოთ ამას და ერთი რედაქტირებით ნუ შლით წყაროებს. --Mehman 97 21:38, 12 დეკემბერი 2021 (UTC)
ბლოკი
[წყაროს რედაქტირება]--OTOGI Messages 13:12, 14 დეკემბერი 2021 (UTC)
მცირე კომენტარი
[წყაროს რედაქტირება]ქართული ვიკიპედიის პოლიტიკა ქსე-სთან მიმართებაში რა ხანია ფუნდამენტურად გადაიხედა და შეიცვალა. დაუშვებელია ქსე-ის ჩაწერა იქ, სადაც მისი ადგილი არ არის. ამის საუკეთესო მაგალითია სტატია ღმერთი. შენ ხარ ვანდალი და ეს ბლოკი არის უკანასკნელი შანსი იმისი, რომ დაიწყო კონსტრუქციული მუშაობა ვიკიპედიაში — ოღონდ 6 თვის შემდეგ. შეგახსნებ, ეს არის შენი რიგით მე-3 ბლოკი. - OTOGI Messages 13:12, 14 დეკემბერი 2021 (UTC)
გაფრთხილება
[წყაროს რედაქტირება]როდესაც დაბრუნდები გთხოვ აი ამ ადამიანებს გასცე პასუხი და უპასუხო კითხვებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციას მივმართავ თხოვნით ყველანაირი ვიკიპედიური სტატუსი ჩამოგერთვათ, ფაქტია თქვენი საქმიანობით ვნებთ იმ საქმეს, რასაც ასე სულით და გულით ემსახურებიან სხვები და თქვენს შემოტანილ სტატიებს სჭირდება გადამოწმება. სამწუხაროდ რაც გაქვთ, სწორედ იმ სტატუსის ბრალია, რომ მსგავსი შეცდომები იპარება. --Wiki - ჯაბა 15:07, 13 თებერვალი 2022 (UTC)
ჩაჟაშის შესახებ
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა, როდესაც ეს ინფორმაცია დამატეთ სტატიას, წყაროდ რა გქონდათ? იქნებ გაიხსენოთ. მე როგორც ვიცი და ნანახი მაქვს ამირანდარეჯანიანის ფრესკები არა ჩაჟაშის ეკლესიას არამედ ლაშთხვერის მთავარანგელოზის ეკლესიას ამშვენებს. Wiki - ჯაბა 17:56, 5 აგვისტო 2022 (UTC)
- ნამდვილად არ მახსოვს. აქ წერია რომ "იგივე კომპოზიცია უნდა ყოფილიყო გამოხატული უშგულში, სოფელ ჩაჟაშის მაცხოვრის ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადზე, მაგრამ ამჟამად მხატვრობა ძლიერ დაზიანებულია." --M. (განხილვა/წვლილი) 18:10, 5 აგვისტო 2022 (UTC)
გილოცავთ! თქვენ მიერ ნომინირებულმა სტატიამ „ტრაპიზონი“ მოიპოვა რჩეულის სტატუსი და ქართული ვიკიპედიის მთავარ გვერდზე გამოჩნდება!
მადლობა, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი ენციკლოპედიის შექმნაში.
ნესტორ კონტრიძე
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა. ნესტორ კონტრიძე — ბოლო ჩამსწორებლის შენიშვნა შესაძლოა მართალიც იყოს. წყაროში დაზუსტებულია დედ-მამის სახელები? გიო ოქრო ⬤✔ 19:43, 29 აპრილი 2023 (UTC)
- გამარჯობა, მამის სახელი წერია ლიტერატურაში, ამიტომ დავაბრუნე მხოლოდ მამის. --M. (განხილვა/წვლილი) 16:04, 30 აპრილი 2023 (UTC)
გილოცავთ! თქვენ მიერ ნომინირებულმა სტატიამ „გურიის სამთავრო“ მოიპოვა რჩეულის სტატუსი და ქართული ვიკიპედიის მთავარ გვერდზე გამოჩნდება!
მადლობა, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი ენციკლოპედიის შექმნაში.
დიქტატი
[წყაროს რედაქტირება]არ ვიცი სტატიას განხილვის გვერდი რისთვის აქვს, მე კი სტატია "გიორგი გოთუას" განხილვის გვერდზე რამოდენიმეჯერ ვითხოვე ცვლილებების შეტანა განხილვის შემდეგ, რომც არ მეთხოვა, ეს სხვა ენოვანი ვიკიპედიის და ეთიკის წესია, თუმცა აქ სხვაგვარად ყოფილა.
განსახილველი კი ბევრია, თუმცა მის გარეშე ერთი ხელის მოსმით მოხდა ჩემი ნაშრომის წაშლა და ყოვლად გაუმართლებელი დებულებების აღდგენა. მე რამოდენიმეს დავასახელებ და შემოდით დისკუსიაში განხილვის გვერდზე.
1.გიორგი გოთუა ვერ იქნებოდა იმპერიის გენერალი, იმპერიის არსებობისას უკანასკნელად მან პოლკოვნიკის წოდება მიიღო, თეთრებისას იმპერია აღარ არსებობდა, მათი მინიჭებული წოდება კი საერთოდ ნაკლებად ლეგიტიმურია. 2.პოლკოვნიკმა გოთუამ მსოფლიო ომი მართლაც საფრანგეთის არმიის შემადგენლობაში დაამთავრა. რუსული ლეგიონი ფრანგული დივიზიის შემადგენლობაში იბრძოდა, თქვენ სარწმუნო წყაროდ ლიტერატურა რომ აღადგინეთ იქ ნათქვამი, რომ ლეგიონი საექპედიციო კორპუსის შემადგენლობაში იბრძოდა როგორ იქნება მართალი - კორპუსი აღარ არსებობდა და ლეგიონი შეიქმნა კლემანსოს ბრძანებით. 3.სამაგიეროდ წყაროთი მითითებულ წმ. გიორგის ორდენი და საფრანგეთის სამხედრო ჯვარი ჩამოართვით, რომლებიც გარდა იმისა რომ ფოტოზე გულზე კიდია თქვენს მიერ ამოშლილ წყაროში გარდა დაჯილდოვების თარიღისა ისიც არის მითითებული, თუ დაჯილდოვებაზე რა დამსახურებით წარადგინეს. 4.ბევრი სხვა მნიშვნელოვანი რამ ამოშალეთ, სამაგიეროდ ეპოტინებით გუბინსკის და კრასოვოდსკის ბატალიონებს, ვინმეს რამეს ეუბნება? თუ ქრონოლოგიურად ყველა ფაქტის ჩამოთვლა გინდათ, იგივე შუა აზიაში 12 წლის განმავლობაში ბევრ ადგილას უმსახურია და შემიძლია ჩამოვთვალო, მაგრამ უფრო მნიშვნელოვან ომის ფაქტებზე გავამახვილე ყურადღება, თქვენ კი მიჩქმლეთ და დაამახინჯეთ.
ჯერ ეს გვეყოფა და ისევ გთხოვთ განხილვის გვერდზე შემოხვიდეთ საჯარო დისკუსიაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მე ისევ აღვადგენ ყველა ცვლილებას. --თემურ გოთუა (განხილვა/წვლილი) 14:16, 14 დეკემბერი 2023 (UTC)
- განხილვის გვერდზე გიპასუხებთ M. (განხილვა/წვლილი) 08:28, 15 დეკემბერი 2023 (UTC)
სირცხვილია
[წყაროს რედაქტირება]სირცხვილია ნახევარი წელი შესრულდა, რაც წარუმატებლად ვცდილობ შესწორებები შევიტანო სტატიაში. ვეცადე რბილად გამეკეთებინა, მაგრამ თითქმის ყველა წინადადება შეიცავდა უზუსტობებსა და სრულიად უმნიშვნელო ფაქტებს. იძულებული გავხდი რადიკალურად შემესწორებინა, თუმცა ვცადე განხილვაზე მომეწვია სხვა შეხედულების მქონე პირები. ბარემ ორი გვერდი გავავსე შენიშვნებით, დაპირებაც მივიღე განხილვის გვერდზე გიპასუხებთო, მაგრამ მხოლოდ პირველ წინადადებაზე მივიღე შენიშვნა, გენერლობას ნუ წაშლითო, „სამხედრო პირების შესახებ სტატიებში წოდებებს, როგორც წესი, ვწერთ შესავალში, მინიჭების წლის მითითებით." ამაზე არაფერი მიპასუხია, ველოდი დაპირებულ დანარჩენებს, მაგრამ ამაოდ. დეკლარირებული ტრადიცია არაფრით არ დასტურდება. კატეგორიაში „ქართველი გენერლები“ 209 პირი გყავთ. წოდების მინიჭების წელი ცოტას თუ უწერია, თუ მიაწერთ, გაირკვევა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებით მინიჭებულები გენერლის წოდება მცირე წილს აქვს. „ იმპერიის გენერლები“, „რუსი გენერლებო“ ხომ გაქვთ, კიდევ მოგიწევთ „საბჭოთა გენერლები“, „კიტოვანის გენერლები“, „ქობალიას გენერლები“ და კიდევ არ ვიცი რამდენი კატეგორიის დამატება, თუ მთავარია ის, რომ ვიღაცამ გენერალი დაარქვა. სხვა შენიშვნები არ გაქვთ, თუმცა ჩემი სხვა ცვლილებები არც შემოწმებულ სტატიაში გადაგიტანიათ. ცხადია 60000 სტატიის რედაქტორს საკმარისი დრო არ აქვს ყველა "სალაგას" თვითშემოქმედების გასაცნობათ, მაგრამ მოულოდნელად აღმოვაჩინე შენიშვნის გარეშე უსწრაფესად წაშლილი რეზიუმე (რეზიუმირებას კი ვიკიპედია ითხოვს) შეუმოწმებელ ვერსიაში, რაც ალბათ ახალი სიტყვაა ვიკიპედიაში. ნუთუ იმან შექმნა ასეთი დისკომფორტი, რომ წყაროების ზუსტი მითითებით გადმოცემულია გიორგი გოთუას მტრად გამომცხადებელი ქვეყნის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა პატივისცემით მოიხსენია მის მიერ სამხედრო კარიერის დასასრულს გაწეული სამსახური, ხოლო საფრანგეთში ომის დასრულების 100 წლისთავზე ღვაწლი მისი სახელობის ბანაკის ფუმქციონირებით აღნიშნეს? თურმე უფრო მნიშვნელოვანია, რომ კარიერის დასაწყისში ღუბინსკის ბატალიონში მსახურობდა, მართალია ეს მკითხველს არაფერს ეუბნება, მაგრამ ქმნის ილუზიას, რომ ავტორს ღრმად აქვს საკითხი შესწავლილი. წყაროების მითითებაც არ არის საჭირო, საკმარისია ლიტერატურის ზოგადი ჩამონათვალი. თუ საავტორო ამბიციებს გვერდზე გადავდებთ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ 5000 სტატიის ავტორის მიერ დაწერილ სტატიაზე უფრო ზუსტი და აქტუალურია ერთ თემაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მომუშავე ავტორის სტატია. ახლა სწორედ ამ სტატიის აღდგენას ვეცდები, ერთობლივი მუშაობის სურვილი და უნარი არ გაქვთ. იყოს ცალკე რედაქტიებული სტატია, ცალკე კი ასე გამაღიზიანებელი არარედაქტირებული ვერსია (კრიმინალს თუ შეიცავს, გამაგებინეთ) და მკითხველმა თვითონ შეაფასოს, ხომ არის თავისუფალი ენციკლოპედია! სტატიის ავტორს მიუკერძოების პრინციპიდან გამომდინარე ალტერნეტიული აზრის რედაქტირება არ უნდა გეთავად. იმედია განხილვის გვერდის რედაქტირებასაც არ მოიფიქრებთ. თემურ გოთუა (განხილვა/წვლილი) 15:36, 25 იანვარი 2024 (UTC)
განხილვა:ბაგრატ მუხრანბატონი
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობა, გთხოვთ წაიკითხოთ „განხილვა:ბაგრატ მუხრანბატონი“, და დაწეროთ თქვენი აზრი სტატიიდან „კატეგორია:მეფის მკვლელის“ ამოღებაზე რადგან ეს კატეგორია თქვენი დამატებულია.
გილოცავთ! თქვენ მიერ ნომინირებულმა სტატიამ „სოჭის კონფლიქტი“ მოიპოვა რჩეულის სტატუსი და ქართული ვიკიპედიის მთავარ გვერდზე გამოჩნდება!
მადლობა, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი ენციკლოპედიის შექმნაში.