შინაარსზე გადასვლა

მიშელ სულეიმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიშელ სულეიმანი
მიშელ სულეიმანი
ლიბანის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 მაისი, 2008 – 25 მაისი, 2014
წინამორბედიფუად სინიორა
მემკვიდრეთამამ სალამი

დაბადებული21 ნოემბერი, 1948 (1948-11-21) (76 წლის)
ამშიტი, ლიბანის დროშა ლიბანი
მეუღლევააფა სულეიმანი
შვილებირიტა, ლარა, შარბელი
განათლებალიბანის უნივერსიტეტი
პროფესიასამხედრო
რელიგიამარონიტი კათოლიკე

მიშელ სულეიმანი (ფრანგ. Michel Sleiman, არაბ. ميشال سليمان დ. 21 ნოემბერი, 1948, ამშიტი, ლიბანი) — ლიბანის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, ლიბანის პრეზიდენტი 2008-2014 წლებში.

მიშელ სულეიმანი დაიბადა 1948 წელს ქალაქ ამშიტში. 1980 წელს დაასრულა ლიბანის უნივერსიტეტი პოლიტიკური და ადმინისტრაციული მეცნიერებების დიპლომით. სამხედრო მომზადება გაიარა ბელგიაში (1971 წ.), საფრანგეთში (1981 წ.) და აშშ-ში (1995 წ.)

საუბრობს არაბულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.

1970 წელს დაასრულა სამხედრო აკადემია ლეიტენანტის წოდებით. 1990-იან წლებში ხელმძღვანელობდა ქვეით ბრიგადას, რომელიც მონაწილეობდა სამხრეთ ლიბანში ისრაელთან გამართულ ბრძოლებში. 1998 წლიდან, ემილ ლაჰუდის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ლიბანის არმიის მთავარსარდალი გახდა.

2008 წლიდან ლიბანის პრეზიდენტია. აირჩია პარლამენტმა, როგორც ერთადერთი კანდიდატი და მიიღო ხმების 90 %, ამით დასრულდა პოლიტიკური კრიზისი ლიბანში, რომელიც მოჰყვა ემილ ლაჰუდის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვას 2007 წლის 23 ნოემბრიდან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]