მეტამორფული ქანები
მეტამორფული ქანები — დედამიწის წიაღში ტემპერატურის, წნევისა და ფლუიდების გავლენით გარდაქმნილი დანალექი ან მაგმური ქანები.
მაგმური ქანების გარდაქმნის შედეგად წარმოქმნილ მეტამორფულ ქანებს უწოდებენ ორთოქანებს, ხოლო დანალექი ქანების შეცვლის შედეგად წარმოქმნილს — პარაქანებს. მეტამორფულ ქანებს ახასიათებს ფიქლებრივი ტექსტურა.
მეტამორფული ქანების შედგენილობა განისაზღვრება საწყისი ქანის შედგენილობით, მეტამორფიზმის ტემპერატურითა და წნევით, ხოლო მეტასომატიზმის დროს — ნივთიერების მიგრაციის ინტენსიურობით. თიხით მდიდარი ქანების მეტამორიზმის შედეგად წარმოიქმნება ფილიტები, ქარსიანი ფიქლები და გნაისები. მერგელებისა და ფუძე მაგმური ქანების გარდაქმნის შედეგად — ქლორიტიანი ფიქლები და ამფიბოლიტები; კირქვების ხარჯზე — მარმარილო.
ძალზე დიდი წნევის პირობებში წარმოიქმნება ეკლოგიტები. მეტამორფული ქანების შემადგენელი სპეციფიკური (ტიპომორფული) მინერალებია — ანდალუზიტი, სილიმანიტი, დისთენი, სტავროლითი, გრანატები და სხვა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შენგელია დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 609.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეტამორფიზმი დაარქივებული 2008-06-22 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- მეტამორფიზმი (ინგლისური)
- მეტამორფიზმი დაარქივებული 2012-02-16 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)