შინაარსზე გადასვლა

მერაბ ალექსიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მერაბ ალექსიძე
დაბ. თარიღი 8 დეკემბერი, 1930(1930-12-08)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 10 ივლისი, 1993(1993-07-10) (62 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი[1]
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა მათემატიკოსი და ფიზიკოსი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები საქართველოს სახელმწიფო პრემია

მერაბ ალექსიძე (დ. 8 დეკემბერი, 1930, თბილისი — გ. 10 ივლისი, 1993) — ქართველი მეცნიერი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი.

1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.

1958-1973 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლით ცენტრში. 1964 წელს მოსკოვში, ო. შმიდტის სახელობის დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, 1967 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1973-1975, 1977-1986 წლებში გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო ნაწილში. 1987 წელს აირჩიეს გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორად. 1992 წელს მან პირადი ინიციატივით უარი თქვა დირექტორობაზე და დაიკავა მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა. მერაბ ალექსიძემ წარმატებით შეიმუშავა და დანერგა გამოთვლითი მათემატიკის თანამედროვე მეთოდები. საინტერესო გამოკვლევები მიუძღვნა მათემატიკური ფიზიკის სასაზღვრო ამოცანების ამოხსნის ახალი მეთოდების დამუშავებას. დიდია მისი წვლილი თეორიული და გამოყენებითი გრავიმეტრიის განვითარებაში. აღსანიშნავია მისი შრომები გეოთერმიის სფეროში, რომლებშიც პირველად არის მოცემული სითბოგამტარებლობისა და თერმოდრეკადობის სამგანზომილებიანი სასაზღვრო ამოცანების რიცხვითი ამოხსნები. უკანასკნელ წლებში შეასრულა მთელი რიგი გამოკვლევები სეისმოლოგიის, სეისმომეტრიისა და გეოთერმიის სფეროში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ევროპის გეოფიზიკური საბჭო, წევრი
  • საერთაშორისო გეოფიზიკური საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიის ნამდვილი წევრი (1988-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1982-)
  • საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო, წევრი (1991-1992)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1994 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • "გეოფიზიკური, გეოლოგიური და საინჟინრო ამოცანების გადაწყვეტის გრავიმეტრიული მეთოდების დამუშავება და რეალიზაცია"
  • Фундаментальные функции уравнений математической физики в приближенных решениях граничных задач : Ч. 2. (ავტორი). - Тбилиси, ТГУ, 2005. - 239с.
  • Решение некоторых основных прямых и обратных задач сейсмологии (ავტორი). - Тбилиси, Мецниереба, 1990. - 430с.
  • Фундаментальные функции уравнений математической физики в приближенных решениях граничных задач : Ч. 1. (ავტორი). - Тбилиси, ТГУ, 1989. - 410с.
  • Решение некоторых основных задач гравиметрии (ავტორი). - Тбилиси, Мецниереба, 1985. - 410с.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Czech National Authority Database