შინაარსზე გადასვლა

მარკა (სომალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მარკა.
ქალაქი
მარკა
სომალ. Marka
არაბ. مركة

ქვეყანა სომალის დროშა სომალი
რეგიონი ქვემო შაბელეს რეგიონი
კოორდინატები 1°41′00″ ჩ. გ. 44°45′00″ ა. გ. / 1.68333° ჩ. გ. 44.75000° ა. გ. / 1.68333; 44.75000
ცენტრის სიმაღლე 0 მეტრი
მოსახლეობა 230 100 კაცი (2014)
აგლომერაცია 499 000
სასაათო სარტყელი UTC+3, ზაფხულში UTC+4
მარკა (სომალი) — სომალი
მარკა (სომალი)

მარკა (სომალ. Marka, არაბ. مركة) — ქალაქი სომალიში.

ქალაქი მარკა სომალის ქვემო შაბელეს რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია. 2014 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 230 100 ადამიანს[1]. მარკა მდებარეობს ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე, 70 კმ-ში სამხრეთით ქვეყნის დედაქალაქ მოგადიშოდან. ის ასევე საზღვაო პორტია.

მარკა VII საუკუნეში დააარსა ბიიომალის ტომმა, რომელიც შედის ქუშიტური ენების ჯგუფის სომალელი ხალხის ოჯახში. სომალელი ხალხი ამ რეგიონში დასახლდა VI საუკუნეში და ისინი დღემდე ქალაქის ძირითად მოსახლეობას შეადგენენ. ქალაქში და მის შემოგარენში ასევე ცხოვრობენ არაბულენოვანი ბენადირის ხალხი. ქალაქის არქიტექტურა გამოხატულია არაბულ სტილში.

ხანგრძლივი დროის განმავლობაში, დაწყებული სომალიში იტალიური კოლონიალური მმართველობის დროიდან და პრეზიდენტ მოჰამედ სიად ბარეს მმართველობის ბოლომდე, ქალაქი მარკა იყო კურორტი და დასასვენებელი ადგილი, როგორც უცხოელებისთვის, ასევე ქვეყნის დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის. 1995-1996 წლებში სომალიში სამოქალაქო ომის დროს, სომალის გარშემო მიმდინარეობდა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლები (ეგრეთ წოდებული „ბანანის ომი“, სომალიში ყველაზე დიდ ბანანის პლანტაციებზე და პორტ მარკაზე კონტროლისათვის, რომლის საშუალებითაც მიდიოდა ბანანების ექსპორტის ძირითადი წილი), მაგრამ თვითონ ქალაქი არ დაზარალებულა. 2008 წლის ნოემბერში ქალაქი დაიკავეს ისლამისტური მოძრაობა ჯამაატ აშ-შაბააბის რადიკალურმა დაჯგუფებებმა.

  1. PopulationStat Population of Merca, city and urban area