მარიანო ხოსე დე ლარა
იერსახე
მარიანო ხოსე დე ლარა ი სანჩეს დე კასტრო (დ. 24 მარტი, 1809, მადრიდი — გ. 13 თებერვალი, 1837, მადრიდი) — ესპანელი მწერალი, კრიტიკოსი და პუბლიცისტი. წერდა კრიტიკულ სტატიებს, პამფლეტებს, ნარკვევებს. სტატიებით „ლიტერატურის შესახებ“ „ლიტერატურული პოლემიკა“, „სატირისა და სატირიკოსების შესახებ“ ხელი შეუწყო ესპანეთში რომანტიკული სკოლი შექმნას. მისი პიესა „მასიასი“ (1834) ესპანური რომანტიკული თეატრის ერთ-ერთი პირველი ნაწარმოები იყო ხოლო რომანი „მეფე ენრიკე სუსტის პაჟი“ (1834) ესპანური რომანტიკული ისტორიული რომანის პირველი ნიმუში. ლარამ საფუძველი მოუმზადა კოსტუმბრიზმს, ხელი შეუწყო ესპანეთში კრიტიკული რეალიზმის განვითარებას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 129.
- მარიანო ხოსე დე ლარა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)