მაკი ფუმიჰიკო
იერსახე
ფუმიჰიკო მაკი (槇文彦) (6 სექტემბერი, 1928, ტოკიო) — იაპონელი არქიტექტორი.
თავდაპირველი განათლება ტოკიოს უნივერსიტეტში მიიღო, შემდეგ კრანბრუკის ხელოვნების აკადემიაში გადადის მიჩიგანში, ბოლოს კი ჰარვარდის დიზაინის სკოლაში. მუშაობდა სკიდმორ, უვინგს ენდ მერილისთვის ნიუ-იორკში და სერტ ჯეკსონ ენდ ასოშიეტს-ისთვის კემბრიჯში. 1965 წელს შექმნა კომპანია "მაკი ენდ ასოშიეტს". 1960 წელს იაპონიაში ბრუნდება მეტაბოლიზმის ჯგუფის დაარსებაში დასახმარებლად. საკუთარ ნამუშევრებში ხშირად იყენებს ლითონისა და მინის მასალას. 1993 წელს პრიცკერის პრემია მიიღო პრაღის ციხესიმაგრეში გამართულ ცერემონიაზე.
ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სპირალი (1985, ტოკიოში.)
- მაკუჰარი მესე (1989, ჩიბაში.)
- ტოკიოს საქალაქო გიმნაზიუმი (1991, სენდაგაია, ტოკიო)
- ტვ ასაჰი (2003, ტოკიო.)
- მილდრედ ლეინ კემპერის ხელოვნების მუზეუმი (2006, სენტ-ლუისი)
მიმდინარე პროექტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ისმაილი იმამათის დელეგაცია, ოტავა
- აღა ხანის მუზეუმი, ტორონტო
- გაეროს ახალი შენობა ნიუ-იორკში
- ტაუერი 4, ახალი მსოფლიო სავაჭრო ცენტრი ნიუ-იორკში
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პრიცკერის პრემიის ოფიც. საიტი - ფუმიჰო მაკი დაარქივებული 2008-06-05 საიტზე Wayback Machine.
- მაკი და პარტიონების ოფიც. საიტი