შინაარსზე გადასვლა

ლეონარდ ბოიარსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეონარდ ბოიარსკი

ბოიარსკი 2017 წელს
მშობლიური სახელი ლეონარდ ბოიარსკი
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ
ალმა-მატერი კალიფორნიის უნივერსიტეტი, ფულერტონი
საქმიანობა ვიდეო თამაშების დიზაინერი, მხატვარი
დამსაქმებელი Blizzard Entertainment
ცნობილი ნაშრომები Fallout

ლეონარდ ბოიარსკი (ინგლ. Leonard Boyarsky) — ამერიკელი ვიდეო თამაშების დიზაინერი და მხატვარი. ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც წამყვანი დიზაინერი შემდეგი კომპიუტერული თამაშებისა: „Fallout“, „Fallout 2“, „Vampire: The Masquerade - Bloodlines“, „Diablo III“ და „Arcanum“.

მას შემდეგ რაც ლეონარდმა მიიღო ბაკალავრის დიპლომი ილუსტრაციაში (კალიფორნიის უნივერსიტეტი, ფულერტონი) და ასევე ბაკალავრის დიპლომი სახვით ხელოვნებაში (კოლეჯ არტ-ცენტრში) დაიწყო მუშაობა თარჯიმნად კომპანია Interplay Entertainment-სა და Maxis-ში 1992 წელს.

კომპანიაში შტატების სიმცირის გამო იგი დაქირავებული იქნა სამხატვრო ხელმძვანელად, როგორც წამყვანი მხატვარი და დიზაინერი/სცენარისტი.

მისი პირველი ნაშრომი გახდა როლური თამაში „Stonekeep“, გამოსული 1995 წელს. ორი წლის შემდეგ, 1950-იანი წლებით შთაგონებულმა შექმნა გამორჩეული რეტროფუტურისტული სტილი — Vault Boy-ის რიგი ილუსტრაციები („Fallout“) - შექმნა უჩვეულო დასასრული. ასევე შეიტანა შესწორება თამაშის დიალოგებში. Interplay-ის დატოვებამდე, ტიმ კაენთან და ჯეისონ ანდერსონთან (შემდგომში Troika Games-ის დამფუძნებლები) ერთად მონაწილეობდა „Fallout 2“-ის შექმნაში.

მარჯვნივ ლეონარდ ბოიარსკი Troika Games ორ დამფუძნებელთან ერთად: მარცხნივ ჯეისონ ანდერსონი და შუაში ტიმ კაენი

Troika Games-ში ბოიარსკი ასრულებდა სხვადასხვა როლებს, იგი იყო სამხატვრო დირექტორი, დიზაინერი, სცენარისტი და ასევე აღმასრულებელი დირექტორი.

პირველ პროექტში „Arcanum: Of Steamworks and Magick Obscura“, რომელიც გამოსული იქნა 2001 წელს, მან შეასრულა იგივე მოვალეობები რაც „Fallout“-ის შექმნის დროს — შექმნა ძირითადი მხატვრული სიუჟეტი, პერსონაჟის დიალოგების ფანჯარა და ქვესტების დიზაინი. 2004 წელს მან უხელმძღვანელა „Vampire: The Masquerade - Bloodlines“-ის შექმნას, რომელიც Troika Games-ის უკანასკნელი თამაშია. მოგვიანებით ბოიარსკი მონაწილეობდა უსახელო პოსტაპოკალიფტური სტილის პროექტში, რომლის შემუშავება შეწყდა ფინანსური სიმწირის გამო. თუმცა მოგვიანებით, თამაშის ძრავის შესაძლებლობები დემონსტრირებული იქნა ფართო საზოგადოებისათვის[1].

2005 წელს სტუდიის დახურვის შემდეგ ლეონარდი იღებს ერთ წლიან შვებულებას.

2006-2016 წლებში ბოიარსკი მოჭვაწეობდა Blizzard Entertainment-ში „Diablo III“-ის წამყვანი დიზაინერის თანამდებობაზე.

2016 წლის აპრილიდან დღემდე ბოიარსკი მუშაობს კომპანია Obsidian Entertainment-ში.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]