ბრძოლა მიმდინარეობდა საქსონიაში, ორივე მხრიდან საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ გერმანელი ჯარისკაცები. თავდაპირველად ნაპოლეონის არმიამ წარმატებით მოიგერია შეტევა, თუმცა 19 ოქტომბერს დიდი დანაკარგებით დაიწყო უკან დახევა. ხალხთა ბრძოლაში ნაპოლეონი დამარცხდა. ლაიფციგის ბრძოლით დასრულდა ნაპოლეონის ომების1813 წლის კამპანია, რომლის შედეგადაც ნაპოლეონის მმართველობის ქვეშ მხოლოდ საფრანგეთი დარჩა. მოკავშირეთა ჯარები 1814 წლის მარტში პარიზში შევიდნენ. ნაპოლეონი აიძულეს გადამდგარიყო და გადაასახლეს კუნძულ ელბაზე.