კრეიგ ჰორნერი
კრეიგ ჰორნერი | |
---|---|
კრეიგ ჰორნერი რიჩარდ რალის როლში სერიალში „ლეგენდა მაძიებელზე“ | |
დაბადების თარიღი |
24 იანვარი, 1983 [1] ბრისბენი, კვინსლენდი, ავსტრალია |
მოქალაქეობა | ავსტრალია |
საქმიანობა | |
აქტიური | 2001 — დღემდე |
კრეიგ ჰორნერი (ინგლ. Craig Horner, დ. 24 იანვარი 1983) — ავსტრალიელი მსახიობი და მუსიკოსი. ცნობილია როლებით: რიჩარდ რალი ტელესერიალში „ლეგენდა მაძიებელზე“ და ეში ტელესერიალში „H2O: უბრალოდ წყალი დაამატე“.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ბრისბენში, შტატ კვინსლენდში, ავსტრალია. დაამთავრა წმინდა პეტრეს სახელობის ლუთერანული კოლეჯი (St. Peters Lutheran College) ინდუროპილის გარეუბანში (Indooroopilly), ქალაქ ბრისბენში, ავსტრალია.
თეატრით გატაცებული იყო სკოლის წლებში, მისი მსახიობური ნიჭი გამოვლინდა სასკოლო სპექტაკლებში. კოლეჯის დამთავრების შემდეგ გადასახლდა სიდნეიში, სადაც სერიოზულად დაიწყო სამსახიობო კარიერა.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰორნერის კარიერა დაიწყო სერიალ „კიბერგოგონათი“, სადაც მან ითამაშა ჯექსონ კემპბელის როლი. შემდეგ მან ითამაშა ეშ დავის როლი ტელესერიალში „H2O: უბრალოდ წყალი დაამატე“.
პოპულარობა ახალგაზრდა მსახიობტან მოვიდა სერიალ „დიდ ტალღაში“ მონაწილეობის შემდეგ, სადაც მან ითამაშა სერფერ ჰარი მილერის როლი. „დიდ ტალღაში“ წარმატების შემდეგ კრეიგი მიიწვიეს რიჩარდ საიფერის როლზე სერიალში „ლეგენდა მაძიებელზე“.
პირადი ცხოვრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამჟამად დაქორწინებული არ არის. გატაცებული იყო გიტარაზე დაკვრითა და ლექსების წერით. დაკავებულია სპორტით, მათ შორის ფეხბურთით, ფრენბურთით, ჩოგბურთით, ცურვით, სნოუბორდინგით, თხილამურებით სრიალითა და კაიაკებზე ცურვით.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | დასახელება | ორიგინალური დასახელება | როლი |
---|---|---|---|
2001 | „კიბერგოგონა“ | Cybergirl | ჯექსონი (2 ეპიზოდი) |
2002 | „ბუნდოვანი“ | Blurred | პიტი |
2003 | The Moment After | ||
2003 | „დინების საწინააღდეგოდ“ | Swimming Upstream | რონალდ ფინგლტონი |
2005 | „კონცხი“ | headLand | ნილ სლატერი (2 ეპიზოდი) |
2006 | „სამეფო ყურე“ | Monarch Cove | კალები |
2006 | „ბოროტებას ვერ ვხედავ“ | See No Evil | რიჩი |
2006 | Two Twisted | ||
2007-2008 | „H2O: უბრალოდ წყალი დაამატე“ | H2O: Just Add Water | ეში |
2008 | „დიდი ტალღა“ | Blue Water High | ჰარი მილერი (3 სეზონი) |
2008-2010 | „ლეგენდა მაძიებელზე“ | Legend of the Seeker | რიჩარდ საიფერი |
2012 | „ჯოუი დაკოტა“ | Joey Dakota | ჯოუი დაკოტა |
2015 | „მზერა წარსულში“ | Hindsight | შონი |
2015 | „ერთხელ ზღაპარში“ | Once Upon a Time | გრაფი მონტე-კრისტო |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კრეიგ ჰორნერი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- კრეიგ ჰორნერის ფან-კლუბი დაარქივებული 2013-06-13 საიტზე Wayback Machine.
- კრეიგ ჰორნერი დაარქივებული 2019-07-08 საიტზე Wayback Machine. — TV.com
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The Seeker Speaks - TV Feature at IGN. Tv.ign.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 2011-02-28.
|