კოტ-დ’ივუარის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები
კავშირი | კოტ-დ’ივუარის რაგბის ფედერაცია | ||
---|---|---|---|
მეტსახელ(ებ)ი | სპილოები | ||
მწვრთნელ(ებ)ი | მიშელ ჯიაკომინი | ||
კაპიტანი | ედგარ ბაბოუ | ||
| |||
პირველი საერთაშორისო მატჩი | |||
ზიმბაბვე 22 - 9 კოტ-დ’ივუარი (5 მაისი 1990) | |||
უდიდესი გამარჯვება | |||
კოტ-დ’ივუარი 83 - 3 მავრიკი (26 ივნისი 2013) | |||
უარესი დამარცხება | |||
კოტ-დ’ივუარი 0 - 89 შოტლანდია (26 მაისი 1995) | |||
მსოფლიო ჩემპიონატი | |||
გამოსვლები | 1 (პირველი 1995) | ||
საუკეთესო შედეგი | ბოლო ადგილი ჯგუფში, 1995 |
კოტ-დ’ივუარის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ((ფრანგ. Équipe de Côte d'Ivoire de rugby à XV), მეტსახელად სპილოები (ფრანგ. Les Éléphants)) — ეროვნული ნაკრები, რომელიც კოტ-დ’ივუარს წარმოადგენს რაგბის საერთაშორისო მატჩებში და ტურნირებში. ეროვნული ნაკრები პირველად შეიქმნა 1990 წელს. გუნდი ყოველწლიურად მონაწილეობს აფრიკის თასის გათამაშებებში და მსოფლიო რაგბის კილასიფიკაციით აღიარებულია მესამე იარუსის გუნდად. 2011 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე ეროვნული ნაკრები ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც ჩაატარა ორი მატჩი ნამიბიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, პირველი შინ ფრედ დამთავრდა, ხოლო მეორე სტუმრად წააგო. კოტ-დ’ივუარს მხოლოდ ერთხელ – 1995 წელს აქვს მონაწილეობა მიღებული რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს. რაგბი უფრო მეტად პოპულარულია კოტ-დ’ივუარის სკოლის მოსწავლეებს შორის, მაგრამ ქვეყანაში მორაგბეთა საერთო რაოდენობა საკმაოდ მცირეა: სულ დარეგისტრირებულია საასპარეზო ასაკის მხოლოდ 14 კლუბი და 470 მორაგბე[1].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კოტ-დ’ივუარი IRB.com-ზედაარქივებული 2013-03-10 საიტზე Wayback Machine.
- კოტ-დ’ივუარი rugbydata.com-ზე დაარქივებული 2014-03-06 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ivory Coast. International Rugby Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-17. ციტირების თარიღი: 7 December 2010.