კარლ ურბანი
კარლ ურბანი | |
---|---|
ურბანი 2017 წელს | |
მშობლიური სახელი | Karl Urban |
დაბადების სახელი | კარლ-ჰაინც ურბანი |
დაბადების თარიღი |
7 ივნისი, 1972[1] ველინგტონი, ახალი ზელანდია |
მოქალაქეობა | ახალი ზელანდია |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1990-დღემდე |
მეუღლე(ები) | ნატალი ვიჰონგი (იქ. 2004; განქ. 2014) |
პარტნიორ(ებ)ი |
კეტი საკჰოფი (2014–2018) |
შვილ(ებ)ი | 2 |
კარლ-ჰაინც ურბანი (ინგლ. Karl-Heinz Urban; დ. 7 ივნისი, 1972) — ახალზელანდიელი კინოსა და თეატრის მსახიობი, კინომსახიობთა გილდიის პრემიის ლაურეატი. სახელი გაითქვა ჰოლივუდურ ფილმებში მონაწილეობით.
კარლ-ჰაინც ურბანი დაიაბადა ახალი ზელადიის დედაქალაქ ველინგტონში, ტყავის საწარმოს მფლობელი გერმანელი ემიგრანტის ოჯახში.[2] რვა წლის იყო, როდესაც პირველად გამოჩნდა ტელევიზიაში. 1986-1990 წლებში სწავლობდა ველინგტონის კოლეჯში.[2] შემდგომში ჩაირიცხა დედოფალ ვიქტორიას სახელობის ველინგტონის უნივერსიტეტში, თუმცა ერთი წლის შემდეგ სწავლას თავი ანება და სამსახიობო კარიერას მიჰყო ხელი. მომდევნო წლებში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ახალზელანდიურ ტელესერიალში, პარალელურად მოღვაწეობდა თეატრშიც.
მისი დებიუტი ჰოლივუდში შედგა 2002 წელს საშინელებათა ფილმში „გემი-მოჩვენება“. მას შემდეგ განასახიერა როლები რიგ მაღალბიუჯეტიან ფილმებში, მათ შორისაა ეომარის როლი „ბეჭდების მბრძანებლის“ სერიის პირველ და მეორე ნაწილში; ლეონარდ მაკოის როლი „ვარსკვლავური გზის“ სამ ფილმში — „ვარსკვლავური გზა“ (2009), „ვარსკვლავური გზა: ბნელში“ (2013) და „ვარსკვლავური გზა: უსასრულობა (2016); ვააკოს როლი „რიდიკის ქრონიკების“ ორ ფილმში და მსაჯული დრედის როლი ფილმში „დრედი“ (2012). 2019 წლიდან ურბანი ასახიერებს ბილი ბატჩერის როლს Amazon Prime Video-ის ტელესერიალში „ბიჭები“.[3]
2004 წლის 16 სექტემბერს იგი დაქორწინდა პროფესიით გრიმიორ ნატალი ვიჰონგზე,[4] ვისთანაც ეყოლა ორი შვილი — ჰანტერი და ინდიანა.[5][6] 2014 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.[7] 2014-2018 წლებში ურბანს ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ კეტი საკჰოფთან.[8]
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1990 | ს | ზვიგენი პარკში | Shark in the Park | როან მერდოკი |
1992 | ს | გზა შინისაკენ | Homeward Bound | ტიმ ჯონსტონი |
1992 | ფ | ჩუნუკ ბაირი | Chunuk Bair | ველიგტონის პოლკის ჯარისკაცი |
1993 | ს | თეთრი ეშვი | White Fang | დევიდი |
1993–1994 | ს | შორტლენდ-სტრიტი | Shortland Street | ჯეიმი ფორესტი |
1995 | ს | — | Riding High | ჯეიმზ ვესტვუდი |
1996 | ს | ჰერაკლე საოცარი მოგზაურობა | Hercules: The Legendary Journeys | კუპიდონი |
1996 | ს | ქსენა: მებრძოლი პრინცესა | Xena: Warrior Princess | მაელი |
1997 | ს | — | Amazon High | კორი |
1997 | ს | ქსენა: მებრძოლი პრინცესა | Xena: Warrior Princess | იულიუს კეისარი |
1997 | ს | ქსენა: მებრძოლი პრინცესა | Xena: Warrior Princess | კუპიდონი |
1998 | ს | ჰერაკლეს საოცარი მოგზაურობა | Hercules: The Legendary Journeys | იულიუს კეისარი |
1998 | ფ | წინასწარმეტყველება | Heaven | მენაგვე |
1998 | ფ | — | Via Satellite | პოლი |
2000 | ს | ქსენა: მებრძოლი პრინცესა | Xena: Warrior Princess | კორი |
2000 | ს | — | The Privateers | კაპიტანი ერან დრევიკი |
2000 | ფ | დემონები | The Irrefutable Truth about Demons | ჰარი ბალარდი |
2000 | ფ | რძის ფასი | The Price of Milk | რობი |
2002 | ფ | გემი-მოჩვენება | Ghost Ship | მანდერი |
2002 | ფ | ბეჭდების მბრძანებელი: ორი ციხე-კოშკი | The Lord of the Rings: The Two Towers | ეომერი |
2003 | ფ | ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება | The Lord of the Rings: The Return of the King | ეომერი |
2004 | ფ | რიდიკის ქრონიკები | The Chronicles of Riddick | ვააკო |
2004 | ფ | ბორნის უპირატესობა | The Bourne Supremacy | კირილი |
2005 | ფ | დუმი | Doom | ჯონ გრიმი |
2006 | ფ | — | Out of the Blue | ნიკ ჰარვი |
2007 | ფ | გზამკვლევი | Pathfinder | აჩრდილი |
2008 | ს | კომანჩების ღამე | Comanche Moon | ვუდროუ კოლი |
2009 | ფ | ვარსკვლავური გზა | Star Trek | ლეონარდ მაკოი |
2009 | ფ | — | Black Water Transit | ერლ პაიკი |
2010 | ფ | და წყვდიადი დაისადგურებს | And Soon the Darkness | მაიკლი |
2010 | ფ | რედი | Red | უილიამ კუპერი |
2011 | ფ | მღვდელი | Priest | შავი ქუდი |
2012 | ფ | დრედი | Dredd | მსაჯული დრედი |
2013 | ფ | ვარსკვლავური გზა: ბნელში | Star Trek Into Darkness | ლეონარდ მაკოი |
2013 | ფ | რიდიკი | Ridick | ვააკო |
2013 | ს | თითქმის ადამიანი | Almost Human | ჯონ კენექსი |
2013 | ფ | გასეირნება დინოზავრებთან ერთად | Walking with Dinosaurs | ზაკი |
2014 | ფ | სხვენი | The Loft | ვინსენტ სტივენსი |
2016 | ფ | ვარსკვლავური გზა: უსასრულობა | Star Trek Beyond | ლეონარდ მაკოი |
2016 | ფ | პიტის დრაკონი | Pete's Dragon | გევინი |
2017 | ფ | თორი: რაგნაროკი | Thor: Ragnarok | სკურჯი/ჯალათი |
2017 | ფ | შურისძიება | Acts of Vengeance | ჰენკ სტროუდი |
2017 | ფ | ჯალათი | Hangman | დეტექტივი უილ რუნი |
2018 | ფ | მიდრეკილება | Bent | დენი გალაჰერი |
2019–- | ს | ბიჭები | The Boys | ბილი ბატჩერი |
2023 | ს | თაობა V | Gen V | ბილი ბატჩერი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კარლ ურბანი“ ვიკისაწყობში.
- კარლ ურბანი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- კარლ ურბანი — Rotten Tomatoes
- კარლ ურბანი — AllMovie
- კარლ ურბანი Twitter-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Miami Herald: Search Results“. 7 ივნისი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ 2.0 2.1 Dixon, Greg (18 ივლისი, 2000). „Karl Urban - The price of fame“ (ინგლისური). NZ Herald. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Karl Urban to Star in Amazon Superhero Drama Series 'The Boys'.
- ↑ Karl Urban Online. Karl Urban Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-30. ციტირების თარიღი: 2011-08-21.
- ↑ Natalie on Instagram: “Happy 17th Hunter, couldn’t be prouder. Thank you thank you for choosing me”. Instagram. ციტირების თარიღი: 2018-12-12.
- ↑ Natalie on Instagram: “Baby boy #13”. Instagram. ციტირების თარიღი: 2018-12-12.
- ↑ „Karl Urban and wife separate“. The New Zealand Herald. 2014-06-28. ციტირების თარიღი: 2018-04-07.
- ↑ Glucina, Rachel. (2015-01-09) The Diary: Karl Urban's new romance gets serious. The New Zealand Herald. ციტირების თარიღი: 2018-04-07.
- დაბადებული 7 ივნისი
- დაბადებული 1972
- ახალზელანდიელი მამაკაცი კინომსახიობები
- ახალზელანდიელი მამაკაცი თეატრის მსახიობები
- ახალზელანდიელი მამაკაცი ტელემსახიობები
- ახალზელანდიელი მამაკაცი ვიდეო თამაშების მსახიობები
- ახალზელანდიელი მამაკაცი გამოხმოვანებლები
- კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს მფლობელები
- XX საუკუნის ახალზელანდიელი მამაკაცი მსახიობები
- XXI საუკუნის ახალზელანდიელი მამაკაცი მსახიობები
- ახალზელანდიელი მამაკაცი საპნის ოპერის მსახიობები