იოსებ ბუაჩიძე
იოსებ ბუაჩიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 2 სექტემბერი, 1907 |
დაბ. ადგილი | ფარცხნალი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 2006 |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ საქართველო |
საქმიანობა | გეოლოგი და hydrogeologist |
მუშაობის ადგილი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
ჯილდოები | ღირსების ორდენი |
იოსებ მოსეს ძე ბუაჩიძე (დ. 2 სექტემბერი, 1907 — გ. 2006) — ქართველი გეოლოგი და ჰიდროგეოლოგი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1950), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1961). საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1967). სკკპ წევრი 1927 წლიდან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი (1934). მუშაობდა „აჭარჰესის“ მშენებლობაზე, იყო „თბილჰიდროენერგოპროექტის“ საინჟინრო გეოლოგიური განყოფილების გამგე (1938), საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი (1951 წლიდან), ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო გეოლოგიის კათედრის გამგე (1954-1974). საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი (1958-1973). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიური სექტორის დირექტორი. 1973 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში ჩამოყალიბდა ჰიდროგელოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი სექტორი, შემდეგ ინსტიტუტი, რომლის დირექტორის მოვალეობასაც იოსებ ბუაჩიძე 1990 წლამდე ასრულებდა.
იოსებ ბუაჩიძის ავტორობითა და თანაავტორობით გამოიცა საინჟინრო გეოლოგიასა და ჰიდროგეოლოგიაში 7 მონოგრაფია, მათ შორის ერთი – ინგლისურ ენაზე. გამოქვეყნებული აქვს მრავალი მეცნიერული შრომა, ბევრი მათგანი — აშშ-ს, იტალიის, რუსეთის, უკრაინის, იაპონიის, ინგლისის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების პოპულარულ სამეცნიერო ჟურნალებში. იოსებ ბუაჩიძეს შედგენილი აქვს 200-ზე მეტი დიდი პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური დასკვნა ქვეყნის სხვადასხვა ტიპის ნაგებობათა მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის შენარჩუნების მიზნით.
შეადგინა საქართველოს ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო-გეოლოგიის რუკები და დარაიონების სქემები, გამოჰყო საქართველოს ტერიტორიაზე არტეზიული აუზების გავრცელების არეები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 547.