შინაარსზე გადასვლა

ინი (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ინი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ინი.
ინი

მდინარე ინი
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ავსტრიის დროშა ავსტრია
გერმანიის დროშა გერმანია
ქალაქები ინსბრუკი
სათავე შვეიცარიის ალპები
46°24′50″ ჩ. გ. 9°40′00″ ა. გ. / 46.41389° ჩ. გ. 9.66667° ა. გ. / 46.41389; 9.66667
შესართავი დუნაი
48°34′22″ ჩ. გ. 13°28′43″ ა. გ. / 48.57278° ჩ. გ. 13.47861° ა. გ. / 48.57278; 13.47861
სიგრძე 517 კმ
აუზის ფართობი 25.700 კმ²

მდინარე ინის აუზი
ინი (მდინარე) — ევროპა
ინი (მდინარე)
ინი (მდინარე)
— სათავე, — შესართავი
ინი ვიკისაწყობში

ინი (გერმ. Inn, ლათ. Aenus, Oenus) — მდინარე შვეიცარიაში, ავსტრიასა და გერმანიაში. მდინარე დუნაის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 517 კმ, აუზის ფართობი 25.700 კმ². სათავე აქვს შვეიცარიის ალპებში, ზღვის დონიდან 2484 მ სიმაღლეზე. ქალაქ როზენჰაიმის ქვემოთ კვეთს ბავარიის პლატოს და მდინარე დუნაისთან შეერთებამდე ჭრის ბავარიის ტყის შტოქედს. ქალაქ პასაუს სიახლოვეს შეერთვის მდინარე დუნაის. თითქმის 2/3 მოქცეულია ალპების ფარგლებში. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულში, წყალმცირეა შემოდგომასა და ზამთარში. სანაოსნოა მდინარე ზალცახის შესართავიდან. იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად.

ინის ნაპირზე გაშენებულია არაერთი ქალაქი, მათგან აღსანიშნავია ინსბრუკი. წყლის საშუალო ხარჯი ქალაქ პასაუსთან შეადგენს 738 მ³/წმ-ს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]