შინაარსზე გადასვლა

თავისუფლების ქანდაკება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თავისუფლების ქანდაკება*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, vi
სია [1]
რეგიონი** ამერიკა
კოორდინატები 40°41′21″ ჩ. გ. 74°02′40″ დ. გ. / 40.68917° ჩ. გ. 74.04444° დ. გ. / 40.68917; -74.04444
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1984  (მე-8 სესია)
ნომერი 307
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 307
ინგლ.რუს.ფრ.

თავისუფლება მსოფლიოს განმანათლებელი (ინგლ. Liberty Enlightening the World; ფრანგ. La liberté éclairant le monde), უკეთ ცნობილი როგორც თავისუფლების ქანდაკება1885 წელს საფრანგეთის მიერ აშშ-სთვის ნაბოძები მონუმენტი, რომელიც ლიბერტი-აილენდზე (თავისუფლების კუნძული) მდებარეობს ნიუ-იორკის უბეში, მდინარე ჰუდსონის შესართავთან, ამერიკაში ჩამოსულთათვის კეთილმოყვარეობის გამოხატვის ნიშნით. სპილენძის ქანდაკება, რომელიც 1886 წლის 28 ოქტომბერს გაიხსნა, ამერიკის შეერთებული შტატების მეასე წლისთავს მიეძღვნა და ამ ორ ერს შორის მეგობრობის გამოხატვის ჟესტი იყო.

ქანდაკების სკულპტორი იყო ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდი. ალექსანდრე გუსტავ ეიფელმა მონუმენტის შიგა სტრუქტურა დააპროექტა. იუჟინ-დე-დუკი იყო სპილენძის შერჩევისთვის პასუხისმგებელი. ამჟამად თავისუფლების ქანდაკება აშშ-ის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა და, უფრო ვრცელი მნიშვნელობით, ჩაგვრისგან განთავისუფლებას აღნიშნავს. მისი დადგმის დღიდან თვითმფრინავის ერამდე ეს იყო პირველი ნიშანი, რომელსაც აშშ-ში ჩამოსული მილიონობით ემიგრანტი ხედავდა ევროპიდან ოკეანის გადმოჭრის შემდეგ. მოქანდაკეებმა თავისუფლების ქანდაკებისთვის შთაგონებად როდოსის კოლოსი გამოიყენეს.

1984 წლიდან ქანდაკება შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]