ვუპი გოლდბერგი
ვუპი გოლდბერგი | |
---|---|
დაბადების სახელი | კერინ ელეინ ჯონსონი |
დაბადების თარიღი |
13 ნოემბერი, 1955 ნიუ-იორკი, აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, მომღერალი, დიჯეი, ტელეწამყვანი, პროდიუსერი, ავტორი, კომიკოსი |
აქტიური | 1981–დღემდე |
ოსკარი |
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში |
ოქროს გლობუსი |
საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში |
BAFTA |
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში |
ვუპი გოლდბერგი (ინგლ. Whoopi Goldberg, ნამდვილი სახელი კერინ ჯონსონი; დ. 13 ნოემბერი, 1955, ნიუ-იორკი) — ამერიკელი მსახიობი-კომედიანტი და ტელეწამყვანი. გოლდბერგი იმ ცამეტ ადამიანთა შორისაა, რომელთაც მოგებული აქვთ ემის, გრემის, ოსკარისა და ტონის ჯილდოები, ასევე დღის პროგრამებისთვის დაწესებული ემი. 1990 წელს ის ჰოტი მაკდენიელის შემდეგ მეორე აფრო-ამერიკული წარმოშობის მსახიობი გახდა, რომელმაც ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო მიიღო. მას ორი ოქროს გლობუსი და ორი სატურნის ჯილდო აქვს მიღებილი „ვარსკვლავური გზის თაობასა“ და „მოჩვენებაში“ შესრულებული როლებისთვის.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გოლდბერგი დაიბადა ნიუ-იორკის მეტწილად ემიგრანტებით დასახლებულ უბან ჩელსიში, ღარიბ ოჯახში. მეტსახელი ვუპი („whoopee cushion“-იდან, რაც ბალიშას ნიშნავს) კერინმა ბავშვობაშივე აირჩია როგორც სამსახიობო ფსევდონიმი. რვა წლიდან ერინ რუბენსტაინის სამოყვარულო თეატრის სცენაზეა; სწორედ ბავშვობაში მიიღო პირველად და უკანასკნელად სამსახიობო ოსტატობის გაკვეთილები. პედაგოგები გოგონაში ადრეგაღვიძებულ ნიჭს მაღალ შეფასებას აძლევდნენ. სრულფასოვანი განათლება გოლდბერგს არ მიუღია, ის რამდენიმე წელიწადს ჩამორჩენილთა სიაში ირიცხებოდა, შემდგომ კი სკოლის სულ მიტოვებაც მოუწია, რადგან დისლექსია სჭირდა და კითხვაც კი არ შეეძლო გამართულად.
60-იანი წლების დამლევს გოლდბერგი სახლიდან წავიდა, ჰიპებს შეეკედლა და კომუნაში დაიწყო ცხოვრება, სადაც ჯერ მარიხუანას, შემდეგ კი უფრო ძლიერ პრეპარატებს მიეძალა. დიდხანს არსად უმუშავია, უმუშევართა დახმარებით გაჰქონდა თავი. ნარკოტიკებისთვის თავის დაბებება არაერთხელ სცადა, თუმცა უშედეგოდ. ნარკოდამოკიდებულებისგან გათავისუფლება მხოლოდ 70-იანი წლების დამდეგს რეჟისორ ელვინ მარტინთან შეხვედრის შემდეგ მოახერხა, რომელიც ანტინარკოტიკულ კამპანიის წარმომადგენელი იყო. მარტინმა გოლდბერგი ცხოვრების წესის შეცვლის აუცილებლობაში დაარწმუნა და ნარკოტიკებისთვისაც თავი დაანებებინა. მარტინი და კერინი მალე დაქორწინდნენ, ერთი წლის თავზე მათ ქალიშვილი ალექსანდრა შეეძინათ.
თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კერინი ღამის გუშაგად, აგურების დამწყობად და მიცვალებულთა გრიმიორად მოუწია მუშაობა, სანამ საბოლოოდ, 1974 წელს, ერთ-ერთი თეატრალური სააგენტოს მეშვეობით ქალაქ სან-დიეგოს ახალგახსნილ თეატრში მსახიობის ვაკანსის არ მიაგნო. მეუღლემ ნიუ-იორკის დატოვებაზე უარი განუცხადა, ვუპის კი გული თეატრისკენ მიუწევდა. მათ განქორწინება მოუხდათ, გოლდბერგი ქალიშვილთან ერთად დასავლეთ სანაპიროზე გადაბარგდა.
თეატრალური კარიერა კერინმა უკვე ვუპი გოლდბერგის ფსევდონიმით დაიწყო. სან-დიეგოშო გოლდბერგმა საქალაქო თეატრის „რეფერთერი სიეთას“ შექმნაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი სან-ფრანცისკოს „ბლეკ სტრიტ სიეთაში“ გადავიდა. ის რამდენიმე სამოყვარულო ჯგუფში თამაშობდა. ერთ-ერთი მისი მთავარი და მნიშვნელოვანი როლი პიესა „დედილო კურაჟში“ შედგა. სწორედ მაშინ გოლდბერგმა, მთავარი პერსონაჟის განსახიერებასთან ერთად, ავადგამხდარი მსახიობის როლის შესრულებაც იკისრა და თავი წარმატებით გაართვა. გოლდბერგი ასრულებდა ყველანაირ როლს ღატაკიდან მილიონერ ქალამდე. იმ ხანად გოლდბერგს აზრად მოუვიდა ერთი მსახიობის თეატრი დაეარსებინა და მარტოს შეესრულებინა ხუთი-ექვსი როლი.
ვუპის ამერიკისა და კანადის გარდა, ევროპის თეატრებშიც უკრავდნენ ტაშს. მას ცნობილ როკ-მიუზიკლში „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“ ერთ-ერთი როლი აქვს განსახიერებული. კინოკარიერამ მას იმდენი დრო წაართვა, რომ თეატრში მოღვაწეობისთვის პრაქტიკულად ვეღარ მიიცალა. თუმცა, მაინც თვალშისაცემია მისი ნამუშევარი სპექტაკლში „სასიყვარული წერილები“ ტიმოთი დალტონთან ერთად.
კინო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1985 წელს გოლდბერგმა შეიტყო, რომ ელის უოკერის ეპიკური რომანის „იისფერის“ გადაღება იგეგმებოდა, რომელიც აფროამერიკულ „ქარწაღებულებად“ მიიჩნევა, ავტორს წერილი გაუგზავნა, სადაც სთხოვა რაიმე როლი მიეცათ მისთვის. ელის უოკერმა, რომელიც ვუპის თეატრალურ ნამუშევრებს უკვე იცნობდა, რეჟისორ სტივენ სპილბერგს სთხოვა ვუპისთვის როლი მიეცათ; რეჟისორის გადაწყვეტილებით, გოლდბერგს მთავარი როლი, ამერიკელი შავკანიანი ქალის სესილი ჯონსონის პერსონაჟის განსახიერება ერგო. გოლდბერგის თვალშისაცემი შესრულების მანერა უყურადღებოდ არ დარჩენილა და ოქროს გლობუსითა და ოსკარზე წარდგენით აღინიშნა.
ვუპიმ კინოკარიერა ღრმადდრამატული როლით დაიწყო, მაგრამ კომედიური, კრიმინალურ-კომედიური და გასართობი ხასიათის პერსონაჟების თამაშით გააგრძელა; მას არც სერიალებსა და ფანტასტიკურ ფილმებში უთაკილია მონაწილეობა. მისი ფილმოგრაფიიდან ყველაზე ცნობილ ფილმებად მიიჩნევა „ქურდი ქალი“, „საბედისწერო ლამაზმანი“, „იმოქმედე დაო!“, „მოჩვენება“ და „კამელოტის რაინდი“.
ვუპის ოდნავ ექსცენტრული, მომხიბლავი და დამოუკიდებელი ქალის იმიჯი აქვს ფილმებში, რომელსაც არანაირი პირობითობა ჩირად არ უღირს და უბრალო, ყოველდღიური ქალის სახეს ამჯობინებს. აღსანიშნავია მისი დრამატული ხასიათის კინოროლებიც ფილმებში: „მისისიპის მოჩვენებები“, „გრძელი გზა შინისაკენ“ და სხვ. გოლდებრგმა აახმოვანა ბევრი ამერიკული ანიმაციური ფილმის კომიკური პოერსონაჟი.
1991 წელს ვუპი გოლდბერგმა მიიღო ოსკარი კინორეჟისორ გარი ცუკერის ფილმ „მოჩვენებაში“ განსახიერებული მკითხავ ოდა მეი ბრაუნის მეორეხარისხოვანი როლისთვის.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1982 | ფ | მოქალაქე | Citizen | ანონიმი |
1985 | ფ | იისფერი | The Color Purple | სელია |
1986 | ს | დეტექტივთა სააგენტო მთვარის შუქი | Moonlighting | კამილა ბრენდი |
1986 | ფ | ხტუნია ჯეკი | Jumpin' Jack Flash | ტერი დულიტლი |
1987 | ფ | ქურდი ქალი | Burglar | ბერნი |
1987 | ფ | სასიკვდილო ლამაზმანი | Fatal Beauty | რიტა რიცოლი |
1988 | ფ | ტელეფონი | The Telephone | ვაშტი ბლუ |
1988 | ფ | კლარას გული | Clara's Heart | კლარა მეიფილდი |
1988–1993 | ს | ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა | Star Trek: The Next Generation | გაინანი |
1989 | ს | ნგრევის სკოლა | My Past Is My Own | მარია ჯონსთონი |
1989 | ფ | ჰომერი და ედი | Homer and Eddie | ედი ჩერვი |
1990 | ფ | მოჩვენება | Ghost | ოდა მეი ბრაუნი |
1990–1991 | ს | კაფე ბაღდადი | Bagdad Cafe | ბრენდა |
1990 | ფ | გრძელი გზა შინისაკენ | The Long Walk Home | ოდესა კოტერი |
1990–1993 | ს | კაპიტანი პლანეტა და პლანეტელები | Captain Planet and the Planeteers | გაია |
1991 | ფ | საპნის ქაფი | Soapdish | როზი შვარცი |
1991 | ს | განსხვავებული სამყარო | A Different World | დოქტორი ჯორდანი |
1991 | ს | ზღაპრები აკლდამიდან | Tales from the Crypt | პელიგი |
1992 | ს | დინატრონის დამცველები | Defenders of Dynatron City | მისის მეგავატი |
1992 | ფ | მოთამაშე | The Player | დეტექტივი სიუზენ ევერი |
1992 | ფ | იმოქმედე, დაო! | Sister Act | დელორის ვან კარტიე |
1992 | ფ | სერაფინა | Sarafina | მერი მოსუმბოკუ |
1993 | ფ | შიშველი ნიუ-იორკში | Naked in New York | ტრაგიკული ნიღაბი |
1993 | ფ | დატენილი იარაღი | National Lampoon's Loaded Weapon | სერჟანტი ბილი იორკი |
1993 | ფ | დამზადებულია ამერიკაში | Made in America | სარა მეთიუზი |
1993 | ფ | იმოქმედე, დაო! 2 | Sister Act 2 | დელორის ვან კარტიე |
1994 | ანფ | მეფე ლომი | The Lion King | აფთარი შენზი |
1994 | ფ | პატარა არამზადები | The Little Rascals | ბაკუითის დედა |
1994 | ფ | კორინა, კორინა | Corrina, Corrina | კორინა ვაშინგტონი |
1994 | ს | ვარსკვლავური გზა: თაობები | Star Trek Generations | გაინანი |
1994 | ანფ | გვერდების მბრძანებელი | The Pagemaster | ფენტეზი |
1995 | ს | მზიური ბიჭები | The Sunshine Boys | მედდა |
1995–1999 | ს | და ბედნიერად ცხოვრობდნენ: ზღაპრები ყველა ბავშვისათვის | Happily Ever After: Fairy Tales for Every Child | მთხრობელი |
1995 | ფ | ბიჭები გვერდით | Boys on the Side | ჯეინ დე ლუკა |
1995 | ტფ | მთვარის შუქი და ვალენტინო | Moonlight and Valentino | სილვია მოროუ |
1995 | ფ | თეოდორ რექსი | Theodore Rex | კეთი ქოლთრეინი |
1996 | ფ | სისხლიანი საროსკიპო | Bordello of Blood | პაციენტი |
1996 | ფ | ედი | Eddie | ედვინა ფრანკლინი |
1996 | ფ | პატარა და ბოგუსი | Bogus | ჰარიეტ ფრენკლინი |
1996 | ფ | კომპანიონი | The Associate | ლორენ ერიესი |
1996 | ფ | მისისიპის მოჩვენებები | Ghosts of Mississippi | მირლი ევერსი |
1997 | ანფ | საშობაო სიმღერა | A Christmas Carol | შობის სული |
1997 | ფ | დაიწვი ჰოლივუდო დაიწვი | An Alan Smithee Film: Burn Hollywood Burn | კამეო |
1997 | ფ | ბინდ-ბუნდში | In the Gloaming | და მაიმა |
1997 | ფ | საითაც გნებავს | Destination Anywhere | ქებბი |
1998 | ფ | ალერგია | Alegría | პატარა ჯამბაზი |
1998 | ფ | სტელას გატაცებები | How Stella Got Her Groove Back | დელაიდა აბრაამი |
1998 | ანფ | ცხვირწითელა შვლის ნუკრი რუდოლფი | Rudolph the Red-Nosed Reindeer | სტორმელა, თოვლის ავი დედოფალი |
1998 | ფ | კამელოტის რაინდი | A Knight in Camelot | გოქტორი ვივიენ მორგენი |
1998 | ანფ | კარაპუზები | The Rugrats Movie | მარგარეტი |
1998 | ანფ | ჩვენი მეგობარი მარტინი | Our Friend, Martin | მისის პეკი |
1999 | ტფ | ალისა საოცრებათა ქვეყანაში | Alice in Wonderland | ჩეშირული კატა |
1999 | ტფ | ჯეკი ბრუნდება! | Jackie's Back | და ჯეკი |
1999 | ფ | ოკეანის ღრმა ფსკერზე | The Deep End of the Ocean | ქენდი ბლისი |
1999–2000 | ს | მელიების მომთვინიერებლები | Foxbusters | რენსამი |
1999 | ტფ | ფერიის ქვეყანა | The Magical Legend of the Leprechauns | ბანში |
1999 | ფ | გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს | Girl, Interrupted | ვალერი ოუენსი |
2000 | ფ | როკისა და ბულვინქლის თავგადასავლები | The Adventures of Rocky and Bullwinkle | მოსამართლე |
2000 | ფ | ოქროს ოცნებები | Golden Dreams | დედოფალი კალაფია |
2001 | ტფ | რა ჰქმნის ოჯახს? | What Makes a Family | თერი ჰარისონი |
2001 | ფ | იმქვეყნად | Kingdom Come | რეინელ სლოქამბი |
2001 | ფ | მაიმუნის ძვალი | Monkeybone | სიკვდილი |
2001 | ფ | ვირთხების რბოლა | Rat Race | ვერა ბეიკერი |
1998 | ფ | ჰოლივუდის ნიშანი | The Hollywood Sign | ქალი დაკრძალვის სცენაში |
2001 | ტფ | კლაუსი დამიძახე | Call Me Claus | ლუსი ქალინსი |
2002 | ტფ | თოჯინების საშობაო ისტორია | It's a Very Merry Muppet Christmas Movie | დანიელის შეფი |
2002 | ფ | ვარსკვლავური გზა: სამაგიერო | Star Trek Nemesis | გაინანი |
2002 | ს | აბსოლუტური ფანტასტიკა | Absolutely Fabulous | გოლდი |
2001 | ტფ | კეთილი მეზობლები | Good Fences | მეიბლ სფეიდერი |
2003–2004 | ს | ვუპი | Whoopi | მევის რეი |
2004 | ანფ | პინოქიო 3000 | Pinocchio 3000 | სიბერინა |
2005 | ფ | გიჟური რბოლა | Racing Stripes | ფრანი |
2001 | ანფ | პინგვინთა ფარსი | Farce of the Penguins | ელენი |
2005 | ანფ | დუგალი | Doogal | ერმინთრუდა |
2006 | ს | კანონი და წესრიგი | Law & Order: Criminal Intent | ჩელსი უოტკინსი |
2006 | ანფ | ყოვლადგმირი | Everyone's Hero | დარლინი |
2006 | ს | კრისი ყველას ეჯავრება | Everybody Hates Chris | ლუიზა |
2006 | ფ | რომ მცოდნოდა, გენიოსი ვარ | If I Had Known I Was a Genius | დედა |
2008 | ანფ | შთამომავლები | Descendants | წითელი ყვავილი |
2010 | ანფ | სათამაშოების ისტორია 3 | Toy Story 3 | სტრეჩი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2008-08-21 საიტზე Wayback Machine.
- ვუპი გოლდბერგი — ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IBDb) (ინგლისური)
- ვუპი გოლდბერგი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ინტერვიუ ვუპისთან დისლექსიის შესახებ