შინაარსზე გადასვლა

ვლკოლინეცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლკოლინეცი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iii
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 49°02′30″ ჩ. გ. 19°16′30″ ა. გ. / 49.04167° ჩ. გ. 19.27500° ა. გ. / 49.04167; 19.27500
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1993  (მე-17 სესია)
ნომერი 622
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 622
ინგლ.რუს.ფრ.

ვლკოლინეცი (სლოვაკ. Vlkolínec) — პეიზაჟური სოფელი სლოვაკეთში, ქალაქ რუჟომბეროკის ადმინისტრაციაში. მიუხედავად ახლანდელი მდგომარეობისა, ისტორიულად ის განცალკევებული სოფელი იყო. პირველი წერილობითი ინფორმაცია მის შესახებ 1376 წელს მიეკუთვნება და შემდეგ 1882 წელს, როდესაც ის რუჟომბეროკის ნაწილი გახდა. მისი სახელი სავარაუდოდ სლოვაკური სიტყვა "vlk"-დან მოდის, რაც მგელს ნიშნავს.

ვლკოლინეცი 1993 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, ამავე დროს ერთ-ერთია იმ ათი სლოვაკური სოფლიდან, რომლებსაც ხალხური არქიტექტურის რეზერვაციების სტატუსი აქვთ. ეს სტატუსი სოფელს ებოძა იმის გამო, რომ ის თითქმის ხელშეუხებელია და კომპლექსური მაგალითია ხალხური, სასოფლო არქიტექტურისა ჩრდილოეთ კარპატების რეგიონში.

ვლკოლინეცი სლოვაკეთის ცენტრში მდებარეობს და ხელუხლებელი დასახლებით, ცენტრალური ევროპის სოფლის ტრადიციულ მახასიათებლებთან ერთად. იგი რეგიონის ტრადიციული, ამგავრი ხის სახლების ყველაზე ფართო ჯგუფს მოიცავს, რომლებიც ძირითადად მთიან არეალებში გვხვდება. სოფელი 45 ხის სახლს მოიცავს, თითოეული მათგანი შედგება 2 ან 3 ოთახისგან. ასევე დაცულია XVIII საუკუნის ხის სამრეკლო და ბაროკოს სტილის სამლოცველო. სახლები # 16 და 17 გადაკეთებულია ხალხურ მუზეუმებად, სადაც წარმოდგენილია ყოველდღიური საყოფაცხოვრებო და სამუშაო ინსტრუმენტები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]