შინაარსზე გადასვლა

ვისის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვისის ეკლესია*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iii
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 47°41′00″ ჩ. გ. 10°54′00″ ა. გ. / 47.68333° ჩ. გ. 10.90000° ა. გ. / 47.68333; 10.90000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1983  (მე-7 სესია)
ნომერი 271
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 271
ინგლ.რუს.ფრ.

ვისის ეკლესია (გერმ. Wieskirche) — როკოკოს სტილის ოვალური ეკლესია, რომელიც 1740-იან წლებში გერმანელმა არქიტექტორმა დომინიკუს ზიმერმანმა ააშენა. მდებარეობს გერმანიაში, ალპების მთისწინეთში, ბავარიის შტაინგადენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვისში.

1738 წელს, შენიშნეს, რომ ქრისტეს გამათრახების სცენის ამსახველ ერთ-ერთ ხის ფიგურას ცრემლები სდიოდა. ამ სასწაულმა უამრავი პილიგრიმის მოზიდვა გამოიწვია. 1740 წელს, ფიგურის დასაბრძანებლად პატარა სამლოცველო ააშენეს, რომელიც აურაცხელ პილიგრიმს ვერ იტევდა, ამიტომ შტაინგადენის სააბატომ განცალკევებული სამლოცველოს აშენება დააფინანსა. საკურთხეველში დაბრძანებული ქანდაკების წინაშე მრავალი ავადმყოფი იკურნებოდა სნეულებათაგან, რამაც ეკლესია უდიდეს პილიგრიმულ ცენტრად აქცია.

1983 წელს, იუნესკომ ეკლესია მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, 1985 - 1991 წლებში კი ფართო რესტავრაცია ჩაუტარდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: