ვიკიპედია:საინტერესო ფაქტები/არქივი 2012
იერსახე
2012: 13 აგვისტო — 30 დეკემბერი
- ... მსოფლიოში ყველაზე პატარა ადამიანები აფრიკაში, მდინარე კონგოს აუზში მცხოვრები პიგმეები არიან, რომელთა საშუალო სიმაღლე 144-150 სმ-ია?
- ... დედამიწაზე ყველაზე ტენიანი ადგილია ინდოეთის ქალაქი ჩერაპუნჯი, სადაც ნალექების წლიური რაოდენობა 12 000 მმ-ს აღწევს?
- ... მუჰამედი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სახელია?
- ... დანიაში უფრო მეტი ღორია ვიდრე ადამიანი?
- ... ბოლო 4 000 წლის მანძილზე ადამიანს არცერთი ცხოველი არ მოუშინაურებია?
- ... ელექტროსკამი (სურათზე) კბილის ექიმმა გამოიგონა?
- ... 1986 წელს, კამერუნში, ნიოსის ტბაზე მომხდარმა ლიმნოლოგიურმა კატასტროფამ, რომლის დროსაც CO2 ამოიფრქვა, 1 700 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა?
2012: 31 ივლისი — 13 აგვისტო
- მსოფლიოს ყველაზე მაღალი ეკლესია გერმანიაში მდებარე ულმის ტაძარია (სურათზე) და მისი სიმაღლე 161,53 მეტრია?
- საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარია ბერიძე, მას მოსდევენ მამედოვი, კაპანაძე, გელაშვილი და ალიევი?
- უინსტონ ჩერჩილის საბჭოთა კავშირში ვიზიტის დროს მაგიდაზე მას ყოველთვის ედო „ბორჯომის“ ბოთლები; ეს ოფიციალური პროტოკოლის განუყოფელი ნაწილი იყო?
- ეთიოპიაში იულიუსის კალენდარს იყენებენ, შესაბამისად მათი წელთაღრიცხვა შვიდი წლით ჩამორჩება სხვა ქვეყნებისას?
- ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა და ვენაში სანქტ-მარქსის საერთო სასაფლაოზე დაასაფლავეს?
- მსოფლიოში უდიდესი, ყველაზე ცნობილი საფირონი, რომელიც „ინდოეთის ვარსკვლავის“ სახელითაა ცნობილი, შრი-ლანკაში აღმოაჩინეს სამასზე მეტი წლის წინ?
- მსოფლიოს მოსახლეობის ერთი მეხუთედი სამხრეთ აზიაში ცხოვრობს?
2012: 24 ივლისი — 31 ივლისი
- ... ინდონეზიაში 300-მდე ეთნიკური ჯგუფი სახლობს, რომლებიც 365 სხვადასხვა ენაზე საუბრობენ?
- ... მზე დედამიწაზე 330 000-ჯერ უფრო მკვრივია და მზის სისტემის მთლიანი მასის 99,8 %-ს შეადგენს?
- ... მსოფლიოში უდიდესი ყვავილია Rafflesia arnoldii (სურათზე), რომელიც 7 კგ-ს იწონის და მხოლოდ კუნძულ სუმატრასა და კალიმანტანზე იზრდება (ინდონეზია)?
- ... საფრანგეთის მეფე შარლ VI-ს სჯეროდა, რომ იგი მინისგან იყო შექმნილი და დამსხვრევის შიშით ეტლით არასოდეს მგზავრობდა?
- ... მსოფლიოში ქრისტიანობის დაახლობით 34 000 სექტაა გავრცელებული?
- ... პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი 1937 წელს დისნეის სტუდიის მიერ შექმნილი „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ იყო?
- ... ჩიხუახუა მსოფლიოში ყველაზე პატარა ძაღლია?
2012: 15 ივლისი — 24 ივლისი
- ... თაფლი და ძმარი საკვები პროდუქტებია, რომლებიც არასოდეს ფუჭდება?
- ... მხოლოდ დედალი მწერები იკბინებიან?
- ... ვენერა ერთადერთი პლანეტაა მზის სისტემაში, რომელიც საათის ისრის მიმართულებით ბრუნავს?
- ... ადამიანის სხეულში ჟანგბადის 20-25 პროცენტს ტვინი მოიხმარს?
- ... ანტარქტიდა მსოფლიოში ყველაზე დიდი უდაბნოა?
- ... სიმაღლეს ზღვის დონიდან ბალტიის ზღვიდან აითვლიან?
- ... ქართული ვიკიპედიის პირველი სტატია იყო „ედუარდ შევარდნაძე“ და ის 2004 წლის 25 თებერვალს ჰონგ-კონგელი მომხმარებლის მიერ შეიქმნა?
2012: 8 ივლისი — 15 ივლისი
- ... გადაშენებამდე, დინოზავრები 135 მილიონი წლის მანძილზე ბინადრობდნენ დედამიწაზე?
- ... ერთადერთი, რასაც ალმასის დამსხვრევა შეუძლია მაღალი ტემპერატურაა?
- ... ისლანდია პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 1935 წელს აბორტის ლეგალიზება მოახდინა?
- ... „დოქტორი ნოუ“ პირველი ფილმია ჯეიმზ ბონდის შესახებ?
- ... მსოფლიოს ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ტბა კანადაშია?
- ... 1893 წელს ახალი ზელანდია პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ქალებს ხმის უფლება მიეცათ?
- ... იამაიკაში 120-მდე მდინარეა?
2012: 1 ივლისი — 8 ივლისი
- ... ფრანგი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი და ევროვიზია 2012-ის გამარჯვებული ლორინი შვედეთიდან ბერბერული წარმოშობის არიან?
- ... ბრაზილია სამხრეთ ამერიკის ყველა ქვეყანას ესაზღვრება ეკვადორისა და ჩილეს გარდა?
- ... მსოფლიოს ქვეყნების 75%-ზე მეტი ეკვატორის ჩრდილოეთით მდებარეობს?
- ... მსოფლიოში პირველი ტურისტული სააგენტო „Thomas Cook and Son“ 1850 წელს ინგლისელმა მღვდელმა თომას კუკმა დააარსა?
- ... 1932—1969 წლებში უოლტ დისნეიმ (სურათზე) 22 ოსკარი მიიღო?
- ... „უკანასკნელი მოჰიკანის“ ავტორი ჯეიმზ ფენიმორ კუპერი ცელქობის გამო თავის დროზე იელის უნივერსიტეტიდან გარიცხეს?
- ... ტელეფონების პირველი წიგნაკი 1878 წელს მხოლოდ 50 სახელს შეიცავდა?
2012: 24 ივნისი — 1 ივლისი
- ... ლიბერია და ეთიოპია აფრიკის ის ქვეყნებია, რომლებსაც კოლონიური ჩაგვრა არასოდეს გამოუცდიათ?
- ... ნგორონგოროს კრატერი ტანზანიაში, მსოფლიოში უდიდესი კალდერა, ანუ ვულკანური წარმოშობის ტაფობია და ის დაახლოებით 2,5 მლნ წლის წინ ჩამოყალიბდა?
- ... ფოტონი, ანუ სინათლის ნაწილაკი კოსმოსურ სივრცეში წამში 299 792 458 მეტრს გადის და ამ სიჩქარეს ეწოდება სინათლის სიჩქარე?
- ... კარის ელექტროზარი ამერიკელმა მეცნიერმა ჰენრი ჯოზეფმა 1831 წელს გამოიგონა?
- ... კანადის ქალაქ ტორონტოში მდებარე იანგ-სტრიტის სიგრძე 1 896 კმ-ია და ის მსოფლიოში ყველაზე გრძელი ქუჩაა?
- ... პერუში მეტი პირამიდა მდებარეობს, ვიდრე ეგვიპტეში?
- ... საშობაო ნაძვის ხე სათავეს გერმანიიდან იღებს?
2012: 18 ივნისი — 24 ივნისი
- ... გერმანელი ბერი და პროტესტანტი რეფორმატორი მარტინ ლუთერი (სურათზე) ებრაელთა წინააღმდეგ აქტიურ ანტისემიტურ პროპაგანდას ეწეოდა?
- ... შერლოკ ჰოლმსის ავტორი ართურ კონან დოილი პროფესიით ოფთალმოლოგი იყო?
- ... სირტაკი ბერძნული ფოლკლორული ცეკვა არ არის, იგი 1964 წელს სპეციალურად შეიქმნა ფილმისათვის „გრეკ ზორბა“?
- ... ხსნადი ყავა 1901 წელს ჩიკაგოში მომუშავე იაპონელმა მეცნიერმა გამოიგონა?
- ... 1770 წელს ჯეიმზ კუკმა ჰავაის კუნძულებს სენდვიჩის კუნძულები უწოდა და ეს სახელწოდება 1840 წლამდე გამოიყენებოდა?
- ... კომპანია „კოკა-კოლამ“ თავის მესამე პროდუქტი „სპრაიტი“ 1961 წელს გამოუშვა?
- ... „ტიტანიკი“ 1909–1911 წლებში ბელფასტში ააგეს?
2012: 10 ივნისი — 18 ივნისი
- ... საჰარის უდაბნოში მდებარე რიშატის სტრუქტურა (სურათზე) დიდი ხნის განმავლობაში ორბიტაზე კოსმონავტთა მთავარ ორიენტირს წარმოადგენდა?
- ... პრინცი უილიამის მეუღლის, კეიტ მიდლტონის საქორწინო კაბაზე გამოსახული იყო ოთხი ყვავილი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს შემადგენელ ოთხ ქვეყანას განასახიერებდა — ვარდი (ინგლისი), ნარშავი (შოტლანდია), ნარგიზი (უელსი) და სამყურა (ირლანდია)?
- ... პლანეტა ვენერას ტრანზიტი, რომელიც 2012 წლის 6 ივნისს განხორციელდა უკანასკნელი იყო ამ საუკუნეში და უახლოესი ეს მოვლენა 2117 წელს განმეორდება?
- ... გულის გადანერგვის პირველი ოპერაცია სამხრეთაფრიკელმა ქირურგმა კრისტიან ბარნარდმა გააკეთა 1967 წლის 3 დეკემბერს კეიპტაუნში?
- ... დედამიწის უმაღლეს მწვერვალ ევერესტს სახელი პოლკოვნიკ ჯორჯ ევერესტის საპატივცემულოდ ეწოდა, რომელიც 20 წელი ედგა სათავეში ინგლისის ტოპოგრაფიულ სამსახურს ინდოეთში?
- ... რობერტ უოდლოუ იყო მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მაღალი ადამიანი, მისი სიმაღლე ზუსტად 272 სანტიმეტრს უდრიდა?
- ... მოსახლეობის რაოდენობის მხრივ საქართველოს ყველაზე დიდი სოფელია სადახლო?
2012: 3 ივნისი — 10 ივნისი
- ... ტყის მარწყვი ჯერ კიდევ ქვის ხანაში წარმოადგენდა ადამიანთა საკვებს, თუმცა მისი კულტივირება მხოლოდ XVIII საუკუნეში მოხდა?
- ... მსოფლიოში სულ სამი ისეთი სახელმწიფოა, რომლებიც მთლიანად ერთი სხვა სახელმწიფოს შიგნით არიან მოქცეულნი — ვატიკანი, სან-მარინო და ლესოთო?
- ... 1979 წლის 18 თებერვალსა და 2012 წლის 18 იანვარს საჰარის უდაბნოში, კერძოდ ალჟირის ზოგიერთ რეგიონში თოვლი მოვიდა?
- ... 1928 წელს საფეხბურთო გუნდ ლონდონის „არსენალის“ მოთამაშეებმა ფეხბურთის ისტორიაში პირველად დაიწერეს მაისურებზე სათამაშო ნომრები?
- ... პაბლო პიკასოს სრული სახელი იყო პაბლო დიეგო ხოსე ფრანსისკო დე პაულა ხუან ნეპომუსენო მარია დე ლოს რემედიოს სიპრიანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად რუის ი პიკასო?
- ... მომღერალი ხულიო იგლესიასი ახალგაზრდობაში საფეხბურთო კლუბ მადრიდის „რეალის“ მეკარე იყო?
- ... სურამი საქართველოში მოსახლეობით ყველაზე დიდი დაბაა?
2012: 27 მაისი — 3 ივნისი
- ... ესპანეთში მდებარე ტაბერნასის უდაბნო (სურათზე) ძალიან ჰგავს მთვარის ზედაპირს, რის გამოც ის მრავალ ფილმშია გადაღებული?
- ... მელქისედეკ I არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი მეთაური, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქად იწოდება?
- ... მაროკოს ქალაქ ფესში მდებარე ალ-კარაუინის უნივერსიტეტი 859 წელს დაარსდა და დღემდე მსოფლიოს უძველეს უნივერსიტეტად მიიჩნევა?
- ... კენიის მოსახელოება ყველაზე ახალგაზრდაა მსოფლიოში?
- ... პლანეტა მარსზე მდებარე 26 კილომეტრი სიმაღლის ოლიმპის მწვერვალი მზის სისტემაში უმაღლესია?
- ... არსებობენ ბაქტერიები, რომლებიც ზღვაში არსებული ნავთობით იკვებებიან?
- ... ჩინური იეროგლიფი 望, რაც იმედს ნიშნავს, მომდინარეობს პიქტოგრამისაგან, რომელზეც გამოსახულია კაცი, რომელიც უცქერს ახალ მთვარეს და ელოდება, თუ როდის შეივსება იგი?
2012: 20 მაისი — 27 მაისი
- ... გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ II-ს არ აქვს პასპორტი; მოგზაურობისას იგი პირადობას მხოლოდ სიტყვიერად ადასტურებს?
- ... ალბერტ აინშტაინი სამი წლის ასაკში ალაპარაკდა, ცხრა წლისა კი ჯერ კიდევ ვერ ახერხებდა გამართულად საუბარს?
- ... იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი დღემდე მხოლოდ ორმა ძეგლმა დაკარგა?
- ... ბრაზილია-პარაგვაის საზღვარზე მდებარე იტაიპუს კაშხალი სიმძლავრით მეორეა მსოფლიოში ამჟამად მოქმედ ჰიდროელექტროსადგურებს შორის და იგი სამოქალაქო ინჟინერთა ამერიკის საზოგადოების მიერ ჩამოყალიბებულ შვიდ საოცრებაში შედის?
- ... ატლანტის ოკეანეში მდებარე სარგასოს ზღვა ერთადერთი „ზღვაა“ პლანეტაზე, რომელსაც სანაპიროები არ გააჩნია?
- ... პინგვინებს დაახლოებით ორ მეტრ სიმაღლეზე შეძლიათ ახტომა?
- ... ავსტრალიაში მდებარე ულურუ მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვის მონოლითია და მისი გარშემოწერილობა 9,5 კმ-ს შეადგენს?
2012: 13 მაისი — 20 მაისი
- ... მინერალურ წყალ ბორჯომისათვის დამახასიათებელი მოცისფრო-მომწვანო ფერის ბოთლი დაპატენტებულია და მას სახელად ეწოდება „ქართული მწვანე“ (Georgian Green, სურათზე)?
- ... პოლ მაკ-კარტნიმ ჯგუფ The Beatles-მ თავისი ყველაზე ცნობილი სიმღერა „Yesterday“ სიზმარში დაწერა და თავდაპირველად მას ერქვა „ერბოკვერცხი“ (Scrambled Eggs)?
- ... ისლანდიური ეროვნული კერძი ჰაკარლი გრენლანდიური ზვიგენის გამომშრალი ხორცია?
- ... მონტენეგრო სერბეთს 2006 წლის 21 მაისს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე გამოეყო, რომელშიც მონაწილეთა 55,5%-მა რესპუბლიკის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი?
- ... დღევანდელი კინგ-კროსის სადგურის ახლოს, ლონდონში, 1690 წელს მამონტის ჩონჩხი აღმოაჩინეს?
- ... იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ყველაზე მეტი — 47 ძეგლი იტალიაშია?
- ... შუა ატლანტის ქედი, რომელიც ისლანდიიდან კუნძულ ბუვემდეა გადაჭიმული, ყველაზე გრძელი მთათა სისტემაა ოკეანეში?
2012: 6 მაისი — 13 მაისი
- ... ფილიპინებში არსებულ ბანაუს ბრინჯის ტერასებს ხშირად მოიხსენიებენ როკ-ჯგუფ ლედ ზეპელინის ცნობილი სიმღერის სახელწოდებით „Stairway to Heaven“, რაც ქართულად ითარგმნება, როგორც „კიბე ზეცისაკენ“?
- ... მსოფლიოში პირველი საფოსტო მარკა, რომელიც დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ 1840 წლის 1 მაისს გამოსცა, იყო „შავი პენი“?
- ... მონღოლეთში ასლდაგადაღების საზოგადო სახელია „Canon“ და არა „Xerox“, როგორც უმრავლეს ქვეყნებში; მიზეზი ისაა, რომ იქ პირველად სწორედ Canon-ის ფირმის ასლგადამღები აპარატები გავრცელდა?
- ... ისლანდიელების უმრავლესობას გვარი არ აქვს; მათ მხოლოდ სახელები აქვთ, გვარის ფუნქციას კი მამის სახელი ასრულებს?
- ... ჩიბჩა-მუისკების სახელმწიფოსთანაა დაკავშირებული ლეგენდა ზღაპრულად მდიდარი ქვეყნის — ელდორადოს შესახებ?
- ... არამწეველებთან შედარებით, მწეველებში ორჯერ უფრო ხშირია გულის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა?
- ... ლედი გაგასა და ჯასტინ ბიბერს სოციალურ ქსელ Twitter-ზე ყველაზე მეტი „მიმდევარი“ ჰყავთ?
2012: 29 აპრილი — 6 მაისი
- ... ისლანდიის პარლამენტი ალთინგი (შენობა სურათზე), რომელიც პირველად 930 წელს შეიკრიბა, ჩვენს დრომდე მოღწეულ პარლამენტებს შორის უძველესია?
- ... კოსმოსიდან მიწაზე დაშვების შემდეგ, იური გაგარინმა პირველი რაც მოითხოვა, იყო ბორჯომი?
- ... ინკების იმპერია ტაუანტინსუიუში ქურდობა, ძარცვა და ძალადობა, სიკვდილით ისჯებოდა, თანაც დაუყოვნებლივ. ამიტომაც, სახელმწიფოში საპატიმროები არ არსებობდა?
- ... ჰელიუმი არის ნივთიერება რომელსაც ყველაზე დაბალი დუღილის ტემპერატურა აქვს; იგი −269 °C ტემპერატურაზე დუღს?
- ... გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგი, რომელსაც პლაგიატში სდებდნენ ბრალს, 2011 წელს გადადგა. მანამდე მას ჩამოართვეს სამეცნიერო ხარისხი, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მისი დისერტაციის უდიდესი ნაწილი სხვა წყაროებიდან იყო კოპირებული?
- ... XVII საუკუნის 60-იან წლებში თბილისელებისათვის ვიოლინო უკვე ცნობილი იყო, ამ ინსტრუმენტს თავის ნაშრომში ჟან შარდენი მოიხსენიებს?
- ... აფროსან თევზს 110 კმ/სთ სიჩქარით შეუძლია ცურვა?
2012: 22 აპრილი — 29 აპრილი
- ... კუნძულ ცეცხლოვან მიწაზე მდებარე არგენტინის ქალაქი უშუაია (სურათზე) მსოფლიოში ყველაზე სამხრეთით მდებარე ქალაქია?
- ... ინკების იმპერიაში ოჯახებში სისუფთავის ინსპექცია არსებობდა. თუ ინსპექტორი დაინახავდა, რომ დიასახლისი თავს ვერ ართმევდა საოჯახო საქმეებს, აიძულებდნენ ეჭამა ის ჭუჭყი, რომელსაც მისი სახლიდან გამოხვეტდნენ, ხოლო მის ქმარს აიძულებდნენ დაელია ის ბინძური წყალი, რომელიც რჩებოდა ოჯახის წევრთა ბანაობის შემდეგ?
- ... ვეფხისტყაოსანი შუა საუკუნეებში ქართული სამღვდელოების მიერ კრიტიკის საგანს წარმოადგენდა, ზოგიერთი მკვლევარის მტკიცებით კი, ნაწარმოები იდევნებოდა და მისი ხელნაწერი წიგნები იწვებოდა კიდეც?
- ... ერთ-ერთი ყველაზე სარწმუნო ჰიპოთეზით, კარტოფილის სამშობლო ჩილეს შემადგენლობაში მყოფი ჩილოეს არქიპელაგია?
- ...აღდგომის კუნძული მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული დასახლებული კუნძულია; მისი უახლოესი დასახლებული მეზობელი პიტკერნის კუნძულებია, რომლებიც მისგან 2 075 კმ დასავლეთით მდებარეობს, მისი მოსახლეობა კი მხოლოდ 100 ადამიანია?
- ... ხანძთის ზუსტ ლოკალიზაციამდე საყოველთაოდ იყო აღიარებული ნიკო მარის მოსაზრება, რომელმაც ხანძთა კარჩხლის ხეობაში მდებარე ნუკას საყდართან გააიგივა?
- ... ბოლივიაში, ზოგიერთ გლეხს მარქსისტი რევოლუციონერი ერნესტო ჩე გევარა წმინდანად ჰყავს გამოცხადებული, როგორც „წმინდა ერნესტო“, რომლის წინაშეც დახმარების თხოვნით ლოცულობენ?
2012: 15 აპრილი — 22 აპრილი
- ... იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარზე (სურათზე) ქრისტიანული რელიგიის სხვადასხვა მიმდინარეობების დავის გამო, მისი გასაღები ჩაბარებული აქვს მუსლიმურ ოჯახ ნუსაიბაჰს, ტაძრის კარის გაღება და დაკეტვა კი ასევე მუსლიმურ ოჯახს — იუდეჰს ევალება?
- ... იმის გამო, რომ ერთიანი საქართველოს მეფეთა ტიტულში პირველ ადგილზე „მეფე აფხაზთა“ იდგა, შუა საუკუნეების ზოგიერთ უცხოურ წყაროში აფხაზი და ქართველი, ასევე აფხაზეთი და საქართველო სინონიმური მნიშვნელობით გამოიყენება?
- ... ქრისტიანობის პროტესტანტული მიმდინარეობის, კალვინიზმის საფუძველია ბედისწერის არსებობა; კალვინიზმის თანახმად, თითოეული ადამიანის ცხოვრება და ბედი ღმერთმა ჯერ კიდევ სამყაროს შექმნამდე განსაზღვრა?
- ... ძველად საქართველოში რიცხვების ჩასაწერად ქართული ანბანის ასოებს გამოიყენებდნენ; არაბული ციფრების გამოყენება ქართულ მწერლობაში X საუკუნიდან იწყება, თუმცა მათმა საყოველთაოდ ხმარებამ უფრო გვიან მოიკიდა ფეხი?
- ... მსოფლიოს უდიდესი სააღდგომო კვერცხი მდებარეობს გერმანიის ქალაქ ბეცდორფში; მისი სიმაღლე 9,27 მეტრს აღწევს, დიამეტრი კი — 5,71 მეტრს?
- ... კაშალოტებს ძუძუმწოვართა შორის ყველაზე დიდი, 18 სანტიმეტრი სიგრძის კბილები აქვთ?
- ... სხვა რელიგიებისაგან განსხვავებით, ბუდიზმის თანახმად არ არსებობს ღმერთი, ადამიანი კი მიისწრაფვის არა მარადიული ცხოვრების დამკვიდრებისაკენ, არამედ მარადიული ციკლური ცხოვრებისაგან თავის დაღწევისაკენ?
2012: 7 აპრილი — 15 აპრილი
- ... ბერლინის შერიგების ეკლესია (სურათზე), რომელიც ბერლინის კედლის მშენებლობის შემდეგ სასაზღვრო ზონაში აღმოჩნდა, ჯერ საგუშაგო კოშკის დანიშნულებას ასრულებდა, შემდეგ კი, 1985 წლის 22 იანვარს გერმანიის გემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ააფეთქა?
- ... შვეიცარიას არ ჰყავს სახელმწიფოს მეთაური, მისი მოვალეობა ფედერალური საბჭოს აკისრია; შვეიცარიის პრეზიდენტი არ ითვლება მეთაურად და მხოლოდ საერთაშორისო სფეროში ასრულებს წარმომადგენლობით ფუნქციას?
- ... ინდოეთის რესპუბლიკაში 100-ზე მეტი ენა და 500-ზე მეტი დიალექტია გავრცელებული, რომელთაგან მხოლოდ რვა ენას აქვს ინდოეთის კონსტიტუციით აღიარებული ოფიციალური სტატუსი სხვადასხვა შტატში?
- ... 1103 წლის რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ აკრძალა მანამდე გავრცელებული წარმომადგენლობითი ქორწინება, რომლის დროსაც, უკიდურეს შემთხვევაში, დაშვებული იყო გვირგვინის კურთხევისას ერთ-ერთი მეუღლის წარმომადგენლით შეცვლა?
- ... მამრი თეთრი დათვები დაახლოებით 680 კილოგრამამდე იწონიან?
- ... გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში საპოლიციო-ადმინისტრაციული აპარატის უფროსს ეშიკაღასბაში ერქვა?
- ... ფარაონ იაჰმეს I-ის პირამიდა ერთადერთია ეგვიპტურ პირამიდებს შორის, რომელიც სამარხი არაა; იგი კენოტაფს წარმოადგენს?
2012: 1 აპრილი — 7 აპრილი
- ... ბოლნისის სიონი (სურათზე) დღეს მთელ კავკასიაში არსებულ ეკლესიებს შორის უძველესია?
- ... დენდერის ძველეგვიპტურ ტაძარში ფრესკებზე გამოსახულია უცნაური ობიექტი, რომელიც წააგავს თანამედროვე ელექტრონათურას; ზოგიერთი პარამეცნიერი მიიჩნევს, რომ ეგვიპტელები ამგვარი ნათურებით ელექტრულ დენს სინათლის წყაროდ იყენებდნენ?
- ... The Beatles-ის უკანასკნელი ალბომი Let It Be, რომელიც ჯგუფის დაშლის შემდეგ გამოიცა, უფრო ადრე ჩაიწერა, ვიდრე მათივე ბოლოს წინა ალბომი Abbey Road?
- ... ავსტრიის დედაქალაქი ვენა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავიდან დაახლოებით 60 კილომეტრითაა დაშორებული. თუ არ ჩავთვლით ვატიკანსა და რომს, ორი დედაქალაქის ამგვარი სიახლოვე ევროპაში უპრეცედენტოა?
- ... პირველი მონეტები ლიდიაში ძვ. წ. 650-600 წლებში გამოიცემოდა?
- ... ბერძენი ფილოსოფოსი სოკრატე ურწმუნოებისა და ათენის ახალგაზრდობის ღმერთთა მოძულე იდეებით გარყვნის ბრალდებით ათენის არეოპაგმა სიკვდილით დასაჯა?
- ... პოლარულ დათვებს 42 კბილი აქვთ, რომლებსაც საჭმლის მოსაპოვებლად ან აგრესიული თავდასხმისათვის იყენებენ?
2012: 25 მარტი — 1 აპრილი
- ... აბუ-სიმბალის ტაძრის განსაკუთრებული მდებარეობისა და არქიტექტურის გამო წელიწადში ორჯერ მზის სხივები ჭიშკრიდან ღრმად იჭრებიან მის საკურთხეველში და იქ მყოფი ოთხი ღვთაების ქანდაკებიდან სამს — ამონს, რამზესსა და რას ანათებენ (სურათზე); სიბნელეში რჩება მხოლოდ პტაჰი, რომელიც მიწასთან და გარდაცვლილთა სამეფოსთანაა დაკავშირებული?
- ... პირველად ქაღალდის ფული ჩინეთში, ქალაქ ჩენდუში სუნის დინასტიის მმართველობის პერიოდში გამოიცემოდა?
- ... ინდოეთის საფოსტო სერვისი, რომელიც 155 333 ოფისს მოიცავს, მსოფლიოში ყველაზე ფართოდ განაწილებული საფოსტო სისტემაა?
- ... 1877 წლის აჯანყების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზებს სანქციის სახით აუკრძალა აფხაზეთის ზღვისპირეთში, მაღალმთიან ზონასა და სოხუმის მიდამოებში 25 კილომეტრის სიახლოვეს ცხოვრება?
- ... კანადაში უფრო მეტი ტბაა, ვიდრე სხვა ნებისმიერ ქვეყანაში; მსოფლიოს მტკნარი წლის უდიდესი ნაწილი კანადას ეკუთვნის?
- ... თბილისის ვახტანგ VI-ის სტამბის ქართული შრიფტები ერთ-ერთი ვერსიით ანთიმოზ ივერიელის შექმნილია?
- ... 1929 წელს ფრანკლინ კლარენ მარსმა შექმნა დღეს მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი შოკოლადი, რომელსაც თავისი საყვარელი ცხენის სახელი — სნიკერსი უწოდა?
2012: 18 მარტი — 25 მარტი
- ... რეპატრიანტ ქართველ ებრაელთა შთამომავალი ციპი ხოტოველი (სურათზე) 2009 წლის 24 თებერვლიდან ისრაელის ქნესეთის ყველაზე ახალგაზრდა წევრია?
- ... ერაყში პირველი სტამბა 1829 წელს წარმოშობით ქართველმა მამლუქმა დაუდ-ფაშა გურჯმა (დავით მანველაშვილი) დააარსა?
- ... საუდის არაბეთს მუდმივი მდინარეები და ტბები არ აქვს, ქვეყანაში ბუნებრივი მტკნარი წყალი მხოლოდ პერიოდული მდინარეების — უადიების სახით არსებობს?
- ... როჯერ უოტერსის 1990 წლის 21 ივლისის კონცერტი ბერლინში „The Wall – Live in Berlin“ დღემდე ერთადერთია, რომელიც ერთ სცენაზე ერთდროულად ორ სახელმწიფოში — გერმანიის დემოკრატიულსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკებში ჩატარდა?
- ... ქაღალდის გამოგონება I საუკუნის ჩინელ მოხელეს ცაი ლუნს მიეწერება, თუმცა დადასტურებულია, რომ ჩინეთში ქაღალდი უკვე ძვ. წ. II საუკუნიდან მზადდებოდა?
- ... თანამედროვე ლონდონის ტერიტორიაზე I-V საუკუნეებში ანტიკური რომაული დასახლება ლონდინიუმი არსებობდა?
2012: 11 მარტი — 18 მარტი
- ... ასომთავრული ჯანის მოხაზულობა წარმოადგენს მონოგრამას, რომელიც იესო ქრისტეს ინიციალების, ინისა — და ქანის — დიაგონალური გადაკვეთითაა მიღებული?
- ... რაგბი და ფეხბურთი მხოლოდ მაშინ გაიმიჯნა ერთმანეთისაგან, როდესაც 1860-იან წლებში ფეხბურთში ხელით თამაში აიკრძალა?
- ... 1998 წელს მიღებულ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მიღებისთანავე გამოტოვებული იყო 666-ე მუხლი?
- ... ინგლისში ქათამმა მაიკმა უთავოდ 18 თვე იცოცხლა?
- ... სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, სადაც ლიტერატურული ენა ძირითადად დედაქალაქში გავრცელებულ მეტყველებას ეფუძნება, გერმანული სამწერლობო ენა შუალედურია ჩრდილოეთისა და სამხრეთის დიალექტებს შორის და ადგილობრივად ითვლება მხოლოდ ჰანოვერში?
- ... 1857 წლის 24 ოქტომბერს დაარსებული ინგლისური საფეხბურთო კლუბი შეფილდი დღეს მოქმედ კლუბებს შორის უძველესია?
- ... ჰაბსბურგების მიერ დაარსებული შენბრუნის ზოოპარკი ვენაში მსოფლიოს დღემდე მოქმედი უძველესი ზოოპარკია?
2012: 3 მარტი — 11 მარტი
- ... ბრიტანელ მომღერალ იენ გილანს თავის მეუღლე ბრონთან ჯვარი რამდენიმეჯერ აქვს დაწერილი; 1990 წელს მათ ჯვარი ქართულ ეროვნულ სამოსში მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში დაიწერეს?
- ... ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში გავრცელებული გომბეშო აგა 25 სანტიმეტრამდე იზრდება?
- ... „სუხიშვილების“ სახელით ცნობილი ანსამბლი „ქართული ეროვნული ბალეტი“ დღემდე მსოფლიოს ერთადერთი ფოლკლორული დასია, რომელმაც ლა სკალას სცენაზე წარმოდგენა გამართა?
- ... საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, სადაც მოქმედი კანონმდებლობით დასჯადი ქმედებებია მოცემული, სიტყვა „აკრძალულია“ მხოლოდ სამჯერაა გამოყენებული?
- ... პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი, ქართულ-იტალიური ლექსიკონი 1629 წელს ქალაქ რომში გამოიცა და მასში პირველადაა მოცემული ანბანურ რიგზე დალაგებული ქართული სიტყვების ჩამონათვალი?
- ... The Beatles-ის სიმღერა Yesterday შეტანილია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე ბევრჯერ შესრულებული სიმღერა?
- ... აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის 120 წევრიდან 21 ეთნიკურად სომეხი იყო?
2012 წლის 3 მარტამდე
- ... ძველად საქართველოში სასამართლო მტკიცებულების ერთ-ერთი სახე ცოდვის მოკიდება იყო?
- ... ესპანელების მიერ სამხრეთ ამერიკაში დაარსებული პირველი ქალაქი იყო ნუევა-კადისი კუნძულ კუბაგუაზე?
- ... იოჰანესბურგი მსოფლიოს უდიდესი ქალაქია, რომელიც მდინარეზე, ტბისა თუ ზღვის ან ოკეანის სანაპიროზე არ მდებარეობს?
- ... ყველაზე ძვირადღირებული თავდაცვითი პროგრამის გეგმა 323 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც გულისხმობს აშშ-ის მიერ 2 443 F-35 Lightning II-ის (სურათზე) შეძენას?
- ... ვეფხისტყაოსნის უკანასკნელი თავები და პოემის ეპილოგი შოთა რუსთაველს არ ეკუთვნის?
- ...ევროპაში სიგარეტის პირველ მწეველად როდრიგო დე ხერესი ითვლება?
- ...სამოასა და ტოკელაუში 2011 წელს კალენდრიდან 30 დეკემბერი გააუქმეს?