ვიკიპედია:ინტერფეისის ადმინისტრატორები
ეს გვერდი ვიკიპედიის პოლიტიკის ნაწილია. ვიკიპედიის რედაქტორები შეთანხმდნენ ამ წესის შესახებ და ეს არის სტანდარტი, რომელიც სავალდებულოა ყველა მომხმარებლისთვის და ყველამ უნდა დაიცვას. ამ გვერდის რედაქტირებისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცვლილებები არ უნდა არღვევდეს კონსენსუსს. მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ განიხილეთ განხილვის გვერდზე. |
ინტერფეისის ადმინისტრატორები (ინტერფეისის-ადმინები) — ვიკიმედიის პროექტების მომხმარებლები, რომლებსაც შეუძლიათ CSS, JS და JSON გვერდებისა და ასევე მედია-ვიკის სახელთა სივრცეში არსებული გვერდების რედაქტირება. ეს ადგილობრივი მომხმარებლთა ერთადერთი ჯგუფია, რომელსაც შეუძლია შეცვალოს (დაარედაქტიროს) ნებისმიერი CSS/JS გვერდები. ამ გვერდებზე არსებულ კოდს ასრულებს ყველა რედაქტორის ბრაუზერი. ამ გვერდების მეშვეობით შესაძლებელია შეიცვალოს შინაარსის სტილი და გაფორმება, შეიცვალოს გვერდების ქცევა ან შეიქმნას სპეციალური ვიკი-ხელსაწყოები რედაქტირებისთვის.
SS/JS გვერდების რედაქტორიების უნარი, რომელიც სხვა მომხმარებლების ბრაუზერებში მუშაობას ასრულებს, ძალიან მძლავრი და უკიდურესად სახიფათო ხელსაწყოა მავნე მომხმარებლის ხელში. ამიტომ, ინტერფეისის ადმინისტრატორები უნდა იყვნენ მაღალკვალიფიციური მომხმარებლები, რომლებსაც გააჩნიათ CSS-სა და JS-ს მცირე ცოდნა მაინც, იცნობენ ვიკიპედიის კონფიდენციალურობის პოლიტიკასა და სათანადოდ იაზრებენ, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ საკუთარი სამომხმარებლო ანგარიშების დაცვა (აირჩიონ ძლიერი და უნიკალური პაროლები, თავიდან აიცილონ მავნე ვირუსები, სასურველია გამოიყენონ ორფაქტორიანი ავტორიზაცია). ფონდი ვიკიმედია მოითხოვს ყველა ინტერფეისის ადმინისტრატორმა გამოიყენოს ორფაქტორიანი ავტორიზაცია.
ამჟამად ქართულ ვიკიპედიაში 5 ინტერფეისის ადმინისტრატორია. თუ ინტერფეისის ადმინისტრატორის დახმარება გჭირდებათ, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ მათ მოთხოვნათა გვერდზე. გაითვალისწინეთ, რომ არსებობს ზუსტად ასეთი გლობალური ჯგუფი, რომლის წევრებსაც შეუძლიათ გამოიყენონ მათი უფლებები გლობალური უფლებების პოლიტიკაზე დაყრდნობით.
მოთხოვნა
[წყაროს რედაქტირება]ინტერფეისის ადმინისტრატორის სტატუსი გაიცემა ვიკიპედიის ბიუროკრატის მიერ. სტატუსის მისაღებად უნდა დატოვოთ მოთხოვნა არჩევნების გვერდზე. ინტერფეისის ადმინისტრატორობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ვიკიპედიაში, ინტერფეისის ადმინისტრატორობის არჩევნების მომენტამდე, ერთი (1) წლით ადრე უნდა იყოს დარეგისტრირებული.
- უნდა იყოს აქტიური, მინიმუმ 5 000 რედაქტირება არჩევნების მომენტამდე.
- არჩევნების მომენტამდე, უნდა ფლობდეს ვიკიპედიის სანდო მომხმარებლის და შემმოწმებლის სტატუსს.
- არჩევნების მომენტამდე არ უნდა ჰქონდეს ვანდალიზმის ისტორია.
- არჩევნების მომენტამდე არ უნდა ჰქონდეს ბლოკირების ისტორია.
- უნდა იცნობდეს, იცოდეს და აღიარებდეს ვიკიპედიის კანონებს.
- უნდა იცოდეს მუშაობა CSS, JS და JSON გვერდებთან.
რაოდენობა მომხმარებლებისა, რომლებიც მხარს უჭერენ, წინააღმდეგი არიან ან თავს იკავებენ, მნიშვნელოვანი ფაქტორია ზოგადი კონსენსუსის დასადგენად, თუმცა კანდიდატს წარმატებისთვის მომხმარებელთა მინიმუმ 75%-ის მხარდაჭერა სჭირდება. არჩევნების პერიოდში გამოთქმულმა მოსაზრებებმა და არგუმენტებმა შესაძლოა მონაწილეებს კანდიდატის შესახებ აზრი შეაცვლევინოს. ბიუროკრატს ასევე დამატებითი უფლება აქვს გადაწყვიტოს, თუ რამდენად მისაღებია ესა თუ ის კანდიდატი ინტერფეისის ადმინისტრატორად.
ინტერფეისის ადმინისტრატორის არჩევნები 7 დღის მანძილზე გრძელდება, არჩევნების გვერდზე.
ჩამორთმევა
[წყაროს რედაქტირება]ინტერფეისის ადმინისტრატორს სტატუსი შეიძლება ჩამოერთვას ბიუროკრატის მიერ შემდეგი შემთხვევების დროს:
- თუ ინტერფეისის ადმინისტრატორმა ბოლო 1 წლის მანძილზე არ განახორციელა მინიმუმ 1 (ერთი) რედაქტირება CSS, JS და JSON გვერდებზე, მას ჩამოერთმევა სტატუსი.
- თუ ინტერფეისის ადმინისტრატორი არამიზნობრივად იყენებს თავის სტატუს, მას ჩამოერთმევა სტატუსი.
- თუ ინტერფეისის ადმინისტრატორი თავისი ქმედებებით იწვევს CSS, JS და JSON გვერდების სტრუქტურის დასახიჩრებას, რითაც ზიანი ადგება ვიკიპედიის იერსახეს, მას ჩამოერთმევა სტატუსი.
- ვიკიპედიის აქტიურ მომხმარებელთა მოთხოვნის საფუძველზე და უმრავლესობის ხმებით, მას ჩამოერთმევა სტატუსი.
- თუ ინტერფეისის ადმინისტრატორმა დაარღვია ვიკიპედიის წესები და დაიბლოკა ვიკიპედიაში, მას ავტომატურად (ბლოკის დროს) ჩამოერთმევა სტატუსი. შენიშვნა: ეს პუნქტი არ ეხება გაფრთხილებას.
შენიშვნა: სხვა ყველა შემთხვევის დროს, მათ შორის კატასტროფულ და ექსტრემალურ სიტუაციებში, ბიუროკრატს აქვს უფლება იმოქმედოს სიტუაციიდან გამომდინარე. თუმცა, საზოგადოებას აქვს უფლება დააყენოს გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნა, კატასტროფული და ექსტრემალური სიტუაციის დარეგულირების შემდეგ.
ბოტები
[წყაროს რედაქტირება]ნებისმიერ ბოტის ოპერატორს, რომელიც ითხოვს თავისი ბოტისთვის რედაქტირების ნებართვას, თვითონ უნდა ჰქონდეს შესაბამისი სტატუსი (ამ შემთხვევაში ინტერფეისის ადმინისტრატორის).
ბოტების ოპერატორებისთვის რეკომენდირებულია ორფაქტორიანი ავტორიზაციის გამოყენება ბოტის ანგარიშებისათვის, თუმცა აუცილებელი არ არის.