შინაარსზე გადასვლა

ერიკ წითური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ერიკ თორვალდსონი (ძვ.-სკანდ. Eirīkr Þōrvaldsson, უფრო მეტად ცნობილი, როგორც ერიკ წითური (ძვ.-სკანდ. Eiríkur rauði) დ. 950 — გ. 1003) — ნორვეგიული წარმოშობის ისლანდიელი ვიკინგი, გრენლანდიის აღმომჩენი. ზედწოდება მიიღო წითური თმისა და წვერის გამო. იგი არის ლეიფ და თორვალდ ერიქსონების ამერიკის აღმომჩენების მამა[1][2].

ერიკ წითური დაიბადა ნორვეგიაში, მაგრამ ჰარალდ I-ის მმართველობის პერიოდში მკვლელობის გამო იძულებული გახდა ნორვეგიიდან გაქცეულიყო და დასახლდა ისლანდიაში. საიდანაც 982 წელს გადასახლდა გრენლანდიაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: