შინაარსზე გადასვლა

ერაყის ეროვნული მუზეუმი (ბაღდადი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ერაყის ეროვნული მუზეუმი მდებარეობს ერაყის დედაქალაქ ბაღდადში. დაფუძნდა ბრიტანელი მოგზაურისა და მკვლევარის გერტრუდ ბელის მიერ და გაიხსნა მისი გარდაცვალების შემდეგ 1926 წელს. თავდაპირველად ეწოდებოდა ბაღდადის არქეოლოგიური მუზეუმი. შუამდინარეთის არქეოლოგიური სიმდიდრის წყალობით მუზეუმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მსოფლიოში. ბრიტანეთის მკვლევარებთან ასოციაციის გამო მუზეუმის გამოფენები ორენოვანია (არაბული და ინგლისური). მუზეუმი მოიცავს 28 გალერეასა და საცავს.

სპარსეთის ყურის ომის დროს, 1991 წელს მუზეუმი დაიხურა აშშ-ის საჰაერო დაბომბვის შიშით. მუზეუმი ხელახლა გაიხსნა 2000 წლის 28 აპრილს ყოფილი პრეზიდენტი სადამ ჰუსეინის დაბადების დღეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]