შინაარსზე გადასვლა

ეი-იჩი ნეგისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეი-იჩი ნეგისი
იაპონ. 根岸 英一
დაბ. თარიღი 14 ივლისი, 1935(1935-07-14)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი Hsinking[6]
გარდ. თარიღი 6 ივნისი, 2021(2021-06-06)[7] (85 წლის)
გარდ. ადგილი ინდიანაპოლისი[7]
მოქალაქეობა  აშშ[8] [9] [10]
 იაპონია
საქმიანობა ქიმიკოსი[11] [12] [13] , პროფესორი[14] [15] და მკვლევარი
მუშაობის ადგილი პერდიუს უნივერსიტეტი, სირაკიუსის უნივერსიტეტი, ჰოკაიდოს უნივერსიტეტი და Teijin
ალმა-მატერი ტოკიოს უნივერსიტეტი და პენსილვანიის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია, კულტურის ორდენი, ნობელის პრემია ქიმიაში[16] [17] , American Chemical Society Award in Organometallic Chemistry[18] და American Chemical Society Award for Creative Work in Synthetic Organic Chemistry
გავლენა მოახდინეს

ეი-იჩი ნეგისი 根岸 英一 (იაპონ. Negishi Eiichi?) (დ. 14 ივლისი, 1935, ჩანჩუნი, მანჯოუ-გო, ახლანდ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, — გ. 6 ივნისი, 2021, ინდიანაპოლისი, აშშ) — იაპონელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიაში (აკირა სუძუკისთან და რიჩარდ ფ. ჰეკთან ერთად, 2010).

ეი-იჩი ნეგისი დაიბადა მანჯოუ-გოს ტერიტორიაზე. 1958 წელს დაამთავრა ტოკიოს უნივერსიტეტი, 1963 წელს კი — პენსილვანიის უნივერსიტეტი ფილადელფიაში (აშშ), სადაც მიიღო დოქტორის ხარისხი. 1958-1966 წლებში, ხანგამოშვებით, მუშაობდა იაპონური ქიმიური კომპანიის, „ტეიძინის“ ლაბორატორიაში, როგორც მეცნიერი-ქიმიკოსი. 1966 წლიდან მუშაობდა აშშ-ში, პურდუის უნივერსიტეტის (ვესტ-ლაფაიეტი, ინდიანა), 1972-1979 წლებში კი იყო სირაკუზის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, შემდეგ — ასოცირებული პროფესორი. 1979 წელს პროფესორად დაბრუნდა პურდუის უნივერსიტეტში.

1977 წელს ეი-იჩი ნეგისიმ განავითარა ამერიკელი ქიმიკოსის, რიჩარდ ჰეკის მიერ შექმნილი ორგანული რეაქციების პალადიუმით კატალიზის მეთოდი. მის მიერ მოდიფიცირებული მეთოდი პალადიუმის ატომზე ნახშირბადის ატომის გადატანას თუთიის ატომის მეშვეობით ახდენდა (ნეგისის რეაქცია). ამ რეაქციას დიდი მნიშვნელობა აქვს ფარმაცევტულ მრეწველობაში. 2010 წელს რიჩარდ ჰეკთან და იაპონელ აკირა სუძუკისთან ერთად ქიმიაში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. ნეგისი გარდაიცვალა 2021 წელს, 85 წლის ასაკში.[19]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. http://www.britannica.com/EBchecked/topic/1715742/Negishi-Ei-ichi
  2. http://www.britannica.com/EBchecked/topic/1719562/Nobel-Prizes-Year-In-Review-2010/296811/Prize-for-Chemistry
  3. http://www.nndb.com/lists/506/000063317/
  4. Encyclopædia Britannica
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. Deutsche Nationalbibliothek Record #172282632 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  7. 7.0 7.1 https://www.purdue.edu/newsroom/releases/2021/Q2/ei-ichi-negishi,-one-of-2-nobel-prize-winners-from-purdue-university,-dies.html
  8. http://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1002/ijch.198400013/abstract
  9. http://www.bloomberg.com/news/2010-10-06/heck-suzuki-negishi-win-nobel-chemistry-prize-for-linking-carbon-atoms.html
  10. PubMed — 1997.
  11. http://www.mofa.go.jp/region/n-america/us/juk_1101/speech1101.html
  12. NNDB — 2002.
  13. http://www.rsc.org/chemistryworld/News/2009/December/08120901.asp
  14. http://www.auburn.edu/~schnest/The_Schneller_Group/Welcome/Entries/2013/4/10_Nobel_Laureate_Dr._Ei-ichi_Negishi_Visits_Schneller_Group_files/Heterocycles-signed.pdf
  15. http://eprints.lib.hokudai.ac.jp/dspace/bitstream/2115/52051/1/Het86-1_735-743.pdf
  16. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/chemistry/laureates/2010/
  17. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  18. https://www.acs.org/funding/awards/acs-award-in-organometallic-chemistry/past-recipients.html
  19. Ei-ichi Negishi, one of 2 Nobel Prize winners from Purdue University, dies დაარქივებული 2021-10-10 საიტზე Wayback Machine. . Purdue University.