შინაარსზე გადასვლა

დუდაურები (დუშეთის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
დუდაურები
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი ჭონქაძე
კოორდინატები 42°07′20″ ჩ. გ. 44°38′51″ ა. გ. / 42.12222° ჩ. გ. 44.64750° ა. გ. / 42.12222; 44.64750
ცენტრის სიმაღლე 1180
მოსახლეობა 19[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
დუდაურები (დუშეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
დუდაურები (დუშეთის მუნიციპალიტეტი)
დუდაურები (დუშეთის მუნიციპალიტეტი) — მცხეთა-მთიანეთის მხარე
დუდაურები (დუშეთის მუნიციპალიტეტი)
დუდაურები (დუშეთის მუნიციპალიტეტი) — დუშეთის მუნიციპალიტეტი
დუდაურები (დუშეთის მუნიციპალიტეტი)

დუდაურებისოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭონქაძის ადმინისტრაციული ერთეული).

მდებარეობს ალევის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1180 მეტრზე. დუშეთიდან დაშორებულია 4 კილომეტრით.

სოფელში გზის პირას, დამრეც ფერდობზე მდებარეობს შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც ამჟამად დანგრეულია. შემორჩენილია მხოლოდ ნატეხი ქვით ნაგები დასავლეთი და ჩრდილოეთი კედლები. ძიბაანების უბნის თავზე, მდგარა აგრეთვე კვირაცხოვლის ეკლესია, რომელიც XX საუკუნის 30-იან წლებში დაუნგრევიათ. დღეისათვის ამ ადგილზე ეკლესიის არსებობას მხოლოდ აქა-იქ მიმობნეული დამუშავებული შირიმის ქვები მიგვანიშნებს.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 19 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა მამაკაცი ქალი
2002[2] 19 11 8
2014[1] 19 8 11
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.