დიმიტრი (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)
დიმიტრი I Πατριάρχης Δημήτριος | |||
| |||
---|---|---|---|
16 ივლისი, 1972 — 2 ოქტომბერი, 1991 | |||
ეკლესია: | კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია | ||
წინამორბედი: | ათენაგორა | ||
მემკვიდრე: | ბართლომე I | ||
დაბადების სახელი: | დიმიტრიოს პაპადოპულოსი | ||
ორიგინალი დაბადების სახელი: |
Δημήτριος Παπαδόπουλος | ||
დაბადება: | 8 სექტემბერი, 1914 კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია | ||
გარდაცვალება: | 2 ოქტომბერი 1991 სტამბოლი, თურქეთი | ||
მღვდლად კურთხევა: | 1942 | ||
ეპისკოპოსად კურთხევა: | 1964 |
მისი ყოვლადუწმინდესობა დიმიტრიოსი (ბერძ. Πατριάρχης Δημήτριος; ერისკაცობაში — დიმიტრიოს პაპადოპულოსი, ბერძ. Δημήτριος Παπαδόπουλος; დ. 8 სექტემბერი, 1914, კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია — გ. 2 ოქტომბერი, 1991, სტამბოლი, თურქეთი) — კონსტანტინოპოლის 231-ე პატრიარქი 1972-1991 წწ. ითვლება ზომიერად ლიბერალ ღვთისმტყველად.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1942 წლიდან ბერად აღიკვეცა. 1964 წლს კი აიყვანეს ეპისკოპოსის ხარისხში. 1972 წლის 16 ივლისს პატრიარქ ათენაგორის გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინოპოლში გამართულმა სინოდმა აირჩია პატრიარქად.
1979 წელს პაპ იოანე-პავლე II-სთან ერთად შექმნა რომაულ და მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო საუბრების შერეული საერთაშორისო კომისია[1].
1987 წელს ვიზიტით იმყოფებოდა საბჭოთა კავშირში მოინახულა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები, იმყოფებოდა ლენინგრადში, ლვოვში, თბილისში. ეს იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქის პირველი ვიზიტი 1589 წლის შემდეგ. 1990 წელს გახდა პირველი კონსტანტინოპოლელი პატრიარქი, რომელიც იმყოფებოდა დასავლეთ ნახევარსფეროში.
გარდაიცვალა 1991 წლის 2 ოქტომბერს ინტენსიური თერაპიის სტამბოლის ამერიკულ საავადმყოფოში, სადაც 30 სექტემბრიდან იმყოფებოდა მიოკარდის ინფარქტის დიაგნოზით.