გუგული მაღრაძე
გუგული მაღრაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 9 აპრილი, 1945 |
დაბადების ადგილი | წყალტუბო, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ |
საქმიანობა | ფილოლოგ-ფსიქოლოგი; საქართველოს პარლამენტის VI, VIII და IX მოწვევების დეპუტატი |
გუგული მაღრაძე (დ. 9 აპრილი, 1945, წყალტუბო) — ქართველი ფსიქოლოგი, პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის სამგზის (2004, 2012, 2016) წევრი.
1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1974 წელს დასავლეთ ევროპის ენების და ლიტერატურის ფაკულტეტი და 1997 წელს სამართლისმცოდნეობის ფაკულტეტი.
1964-1968 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად. 1964-1969 წლებში — დიმიტრი უზნაძის სახელობის სტიპენდიატი. 1978-1981 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტის არასრულწლოვანი დამნაშავეების ფსიქოლოგიის განყოფილების გამგედ. 1992-1998 წლებში — ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის პრესსამსახურის უფროსად. 1994-1997 წლებში იყო თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის გამგე. 1995-1998 წლებში — საქართველოს დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის პრორექტორია. 1981-2001 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. 2000-2001 წლებში — აშშ-ს ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი.ა; 2001-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის კათედრის გამგეა. 2006 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, კონფლიქტოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი. არის 2 მონოგრაფიის — „სოციალური ჯგუფისადმი განწყობა და კონფორმულობა“ (1980), „სოციალური გავლენების ფსიქოლოგია“ (2007) და სახელმძღვანელოს — „კონფლიქტი, გენდერი და მშვიდობის მშენებლობა“ (2005) ავტორი. 1976 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „სოციალური ჯგუფისადმი განწყობა და კონფორმულობა“; სადოქტორო დისერტაციის თემა კი („უმრავლესობის და უმცირესობის ურთიერთობის ფსიქოლოგიური კანონზომიერებები“) დაიცვა 1992 წელს.
2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები “. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გუგული მაღრაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გუგული მაღრაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
|
|
- დაბადებული 9 აპრილი
- დაბადებული 1945
- საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი ქალები
- ქართველი ფსიქოლოგები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- ქართველი ფილოლოგები
- წყალტუბოში დაბადებულები
- მაღრაძეები
- „ქართული ოცნების“ წევრები