გიორგი ჭანტურია (ფეხბურთელი)
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გიორგი ჭანტურია გობრონიძე | ||
დაბადების თარიღი | 11 აპრილი, 1993 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 181 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | გარემარბი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2004–2010 | სკ საბურთალო | ||
2009–2010 | → ბარსელონა (იჯარით) | ||
2010–2011 | ვიტესი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2011-2014 | ვიტესი | 37 | (5) |
2012-2013 | → ალანია (იჯარით) | 6 | (0) |
2014 | ჩფრ კლუჟი | 7 | (1) |
2014-2015 | ელას ვერონა | 0 | (0) |
2014-2015 | → ჩფრ კლუჟი (იჯარით) | 22 | (4) |
2015-2016 | დუისბურგი | 22 | (4) |
2016-2018 | ურალი | 30 | (5) |
2020 | საბურთალო | 0 | (0) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2008-2009 | საქართველო 17 წლ. | 15 | (5) |
2010-2012 | საქართველო 19 წლ. | 6 | (4) |
2011-2014 | საქართველო 21 წლ. | 15 | (5) |
2014-2017 | საქართველო | 15 | (2) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 6 ოქტომბერი, 2015 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 26 სექტემბერი, 2015 |
გიორგი ჭანტურია (დ. 11 აპრილი, 1993, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გიორგიმ კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „საბურთალოში“, 2009 წლის ივნისში იჯარის წესით გადავიდა ბარსელონაში.[1] ის გადაიყვანეს ბარსას ახალგაზრდულ B გუნდში, სადაც გაიტანა 11 გოლი და დაეხმარა კატალონიელებს ლიგის ტიტულის მოპოვებაში.[2]
მას შემდეგ, რაც 2010 წლის აგვისტოში ჭანტურიათი ლონდონური „ჩელსი“ დაინტერესდა,[3] გიორგიმ კონტრაქტი გააფორმა არნემის „ვიტესთან“. 2011 წლის აპრილში მან გააფორმა სამწლიანი ხელშეკრულება კლუბთან.[4]
ჭანტურიას დებიუტი „ვიტესში“ შედგა 2011-12 წლების სეზონის პირველ, „დენ ჰააგთან“ ფრედ (0-0) დასრულებულ გასვლით მატჩში, 7 აგვისტოს.[5] მან პირველი გოლი ვიტესის მაისურით გაიტანა მეორე ოფიციალურ მატჩში, როდესაც მისმა გუნდმა დაამარცხა „ვვვ-ვენლო“, ანგარიშით 4-0. ჭანტურიას ვიტესში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა 2011-12 წლების სეზონში ის გუნდის სათადარიგო ფეხბურთელი იყო, ხოლო შემდგომ სეზონში თითქმის არ ეძლეოდა სათამაშო პრაქტიკა.
2012 წლის დეკემბერში ჭანტურია იჯარის წესით გადავიდა ვლადიკავკაზის „ალანიაში“, სეზონის დასრულებამდე.[6] სეზონის ბოლოს დაბრუნდა არნემულ კლუბში და ადგილი დაიბრუნდა გუნდის მთავარ შემადგენლობაში 2013–14 წლების სეზონისთვის.
2014 წლის 19 თებერვალს გიორგიმ კონტრაქტი გააფორმა რუმინულ კლუბ „ჩფრ კლუჟთან“, ტრანსფერის საფასური არ ხმაურდება.[7]
სანაკრებო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჭანტურია საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად 2008 წელს გამოიძახეს. მისი გამოსვლები 19 წლამდელთა ნაკრებში საკმაოდ წარმატებული იყო. 2012 წლის 25 მაისს მან გაიტანა გოლი ამხანაგურ მატჩში ბოსნიის წინააღმდეგ (მატჩი ქართველთა გამარჯვებით, 4:2 დასრულდა), ბოლო 30 მაისს მან თავისი დუბლით ნაკრებს გამარჯვება მოუტანა ავსტრიის წინააღმდეგ (საბოლოო ანგარიში იყო 2:1).[8]
2011 წლიდან გიორგი ჭანტურია 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრია. 2011 წლის სექტემბერში მან მონაწილეობა მიიღო უეფა-ს ევროპის 21 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის მატჩში ესპანელი თანატოლების წინააღმდეგ, რომელიც ქართულმა გუნდმა 2:7 დათმო, გიორგი 76-ე წუთზე შეცვალეს.[9]
საქართველოს მთავარ ნაკრებში პირველად ჭანტურიამ 2014 წლის 5 მარტს ითამაშა, ლიხტენშტეინის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში (2-0). სადებიუტო შეხვედრა მან გოლით აღნიშნა.[10]
კარიერის სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- განახლდა: 19 იანვარი 2014
კლუბი | სეზონი | ლიგა | თასი | ევროტურნირებზე | ჯამში | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | ||
ვიტესი | 2011-12 | 28 | 4 | 3 | 0 | 0 | 0 | 31 | 4 |
2012-13 | 1 | 0 | 0 | 0 | 3 | 0 | 4 | 0 | |
2013-14 | 8 | 1 | 2 | 1 | 2 | 0 | 12 | 2 | |
ჯამში | 37 | 5 | 5 | 1 | 5 | 0 | 47 | 6 | |
ალანია ვლადიკავკაზი (იჯარით) | 2012-13 | 6 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 6 | 0 |
ჯამში | 6 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 6 | 0 | |
კარიერის ჯამში | 43 | 5 | 5 | 1 | 5 | 0 | 53 | 5 |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- პროფილი ESPN-ზე დაარქივებული 2012-11-02 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- პროფილი უეფა-ს ოფიციალურ საიტზე (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Giorgi Chanturia (15 años) ya es nuevo jugador del FC Barcelona ესპანური. joinFutbol (23 June 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ივნისი 2009. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი 2014.
- ↑ Introducing Giorgi Chanturia - 'The Georgian Lionel Messi' who left Barcelona for Vitesse. Goal.com (20 აგვისტო 2011).
- ↑ Chelsea To Seal Chanturia Deal?; The Chels, 8 აგვისტო 2010
- ↑ Giorgi ‘Gio’ Chanturia eindelijk Vitessenaar ნიდერლანდური. Vitesse (11 აპრილი 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-24. ციტირების თარიღი: 2014-02-21.
- ↑ „ADO Den Haag 0-0 Vitesse“. Voetbal International. Weekbladpers Groep. 7 აგვისტო 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-19. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2011. horizontal tab character არის
|title=
-ში №14 პოზიციაზე (დახმარება) - ↑ Vitesse verhuurt Chanturia aan Alania Vladikavkaz ნიდერლანდური. de Gelderlander (22 დეკემბერი 2012).
- ↑ Giorgi Chanturia la CFR რუმინული. CFR Cluj Official Website (19 თებერვალი 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-19. ციტირების თარიღი: 2014-02-21.
- ↑ Austria U19 — Georgia U19
- ↑ Georgia U21 — Spain U21
- ↑ ქეცბაიამ გიორგი ჭანტურია ნაკრებში გამოიძახა. „მსოფლიო სპორტი“. 7.10.2014