გაღმამხარი (კახეთი)
გაღმამხარი[1][2], გაღმა მხარი[3] — ისტორიული მხარე კახეთში. მოიცავდა ძველი ჰერეთის ტერიტორიის ნაწილს, რომელიც მოქცეული იყო მდინარე ალაზანსა და კავკასიონის ქედს შორის. ეს ტერიტორია შიდა კახეთის მიმართ „გაღმა მხარი“ იყო. ეკონომიურად იგი კახეთის ერთ-ერთ ყველაზე დაწინაურებულ კუთხეს წარმოადგენდა. განსაკუთრებით განვითარებული იყო მევენახეობა და მეაბრეშუმეობა. გაღმა მხარის დაწინაურებაში დიდი როლი ითამაშა მისმა სიახლოვემ გილან - შემახის სავაჭრო გზასთან. ეკონომიურმა განვითარებამ განაპირობა გვიანი ხანის კახეთის სამეფოს პოლიტიკური ცენტრის გაღმამხარში (გრემში) გადანაცვლება. XVII-XVIII საუკუნეებში გაღმა მხარის ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა ირანის შაჰის აბას I-ის ლაშქრობებმა და დაღესტნელ ფეოდალთა თავდასხმებმა. ეს მხარე დიდხანს გაუკაცრიელებული და აოხრებული იყო. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით გაღმა მხარი მოიცავს ლაგოდეხის, ყვარლისა და ნაწილობრივ თელავის რაიონების ტერიტორიას.
ვახუშტი ბაგრატიონი გაღმა მხარის მდებარეობასა და საზღვრების შესახებ აღნიშნავს:
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკიტხები, ტ. 1-3, თბ., 1964-1966;
- გვასალია ჯ., თოდრია თ., გვიანფეოდალური ხანის კახეთის სამეფოს პოლიტიკური საზღვრები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიული კრებული», 1971, ტ. 4;
- გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ტატიშვილი თ., გვასალია ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 21.
- ↑ ტატიშვილი თ., გვასალია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 566.
- ↑ კ. ხარაძე, „კახეთის ისტორიული გეოგრაფია XVIII ს“, თბ., 2010, გვ. 147-156