ბუორ-ხაია (უბე)
იერსახე
ბუორ-ხაია | |
---|---|
რუს. Буор-Хая | |
დაბა ტიქსი ყურის ნაპირზე | |
კოორდინატები | 71°35′ ჩ. გ. 130°48′ ა. გ. / 71.583° ჩ. გ. 130.800° ა. გ. |
აუზი | ლაპტევების ზღვა (ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე) |
ქვეყნები | რუსეთი |
ტიპი | უბე |
მაქსიმალური სიღრმე | 18 მ |
სიგრძე | 120 კმ |
სიგანე | 110 კმ |
მარილიანობა | 5 ‰ |
ბუორ-ხაია,[1] ბორხაია[1] (რუს. Буор-Хая) — ყურე (უბე) ლაპტევების ზღვაში, მდინარე ლენის დელტიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით. სიგრძე 120 კმ, სიგანე შესასვლელში 110 კმ, მაქსიმალური სიღრმე 18 მ. წლის უმეტეს ნაწილში ყინულითაა დაფარული. ზედაპირზე წყლის ტემპერატურა ზაფხულში ჩვეულებრივ 7–9°С-ია; მარილიანობა დაახლ. 5‰. მოქცევები ნახევარდღეღამურია, მათი სიდიდე 0,3 მეტრს შეადგენს. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს პორტი ტიქსი.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 41.
- ↑ Буор-Хая губа // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 4 — М., 1971.