შინაარსზე გადასვლა

ბრმა ჯვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბრმა ჯვარიეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ არგოხში, დგას შუა სოფელში, ერთ-ერთი მოსახლის ეზოში. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, რომელსაც სამხრეთიდან, მთელ სიგრძეზე, თანადროული მინაშენი ეკვრის (9,2 X 8,6 მ). ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. ამჟამად ეკლესიის კედლები მხოლოდ 2-2,5 მეტრის სიმაღლეზეღა დგანან. შენობა ძირითადად რიყის ქვითაა ნაგები, კონსტრუქციულ ნაწილებში და გარეთა კუთხეებში შირიმის ნათალი ქვაა გამოყენებული.

ერთადერთი შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან, მინაშენიდან ჰქონია (შემორჩენილია წირთხლების მცირე ნაწილი). აღმოსავლეთით, ორსაფეხურიანი მხრებით გამოყოფილი ნახევარწრიული აფსიდაა, რომელიც ღერძზე განგრეულია და სარკმლის კვალი აღარ ჩანს. დარბაზის გრძივი კედლების შუაში და დასავლეთ კუთხეებში თითო ორსაფეხურიანი პილასტრია.

მინაშენი ნახევარწრიული აფსიდით დასრულებული ვიწრო და გრძელი სივრცეა. შესასვლელი მას დასავლეთიდან აქვს, რომელიც კედლის მთელ სიგანეს მოიცავს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]