ბერძნული დამწერლობა
ბერძნული დამწერლობა | ||
---|---|---|
ტიპი: | ანბანი | |
ენები: | ბერძნული ენა | |
დროის პერიოდი: | ძვ. წ. 800 - დღემდე | |
წინამორბედი დამწერლობები: | ქანაანური დამწერლობა ფინიკიური დამწერლობა ბერძნული დამწერლობა | |
წარმოებული დამწერლობები: | გოტიკური, გლაგოლიცა, კირილიცა, ძველი იტალიკური დამწერლობა, ლათინური დამწერლობა, კოპტური დამწერლობა, სომხური დამწერლობა (სადავოა) | |
ISO 15924 კოდი: | Grek | |
ბერძნული დამწერლობა — ანბანური დამწერლობა, რომელსაც იყენებს ბერძნული ენა. პირველი წარწერები გვხვდება ქრისტეს შობამდე მე-9 საუკუნეში. იგი წარმოიშვა ძველი ფინიკიური დამწერლობისაგან. ფინიკიურიდან ბერძნულში გადმოსვლისას ყველა ასომ სახე შეიცვალა, ბერძნებმა ანბანში პირველებმა შემოიტანეს ხმოვნები. ბერძნულ ანბანში 24 ასოა, მათგან შვიდი ხმოვანია. ისევე როგორც ლათინურსა და კირილიცაში, ბერძნულშიც არის დიდი და პატარა ასოები.
ასოთა სახელწოდებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასოთა სახელწოდებები, ისევე როგორც მოხაზულობები, ბერძნებმა ფინიკიურისგან გადმოიღეს. მაგალითად ფინიკიურში პირველი ორი ასოს სახელწოდებაა „ალეფ“ და „ბეთ“, ბერძნულშიც იმავე ასოებს „ალფა“ და „ბეტა“ ჰქვია.
ზოგიერთი ხმოვნის სახელი დამკვიდრდა ბიზანტიურ ხანაში. მაგალითად „ომიკრონ“ (ο) და „ომეგა“ (ω). ამ ასოთა სახელი მომდინარეობს სითყვებიდან მიკრონ (პატარა) და მეგა (დიდი), ხოლო თუ ამ ასოებს მივუწერთ „ო“-ს მივიღებთ: ო-პატარა (ო-მიკრონ) და ო-დიდი (ო-მეგა). ასევე „იფსილონ“ და „ეფსილონ“, ნიშნავს ი-მოკლე და ი-გრძელი.
ასოთა კომბინაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არსებობს ასევე ასოთა ზოგიერთი კომბინაცია, რომლებიც ერთი ნიშნით გამოისახება. ბერძნულში ეს ნიშნებიც ბიზანტიურ ხანაში დამკვიდრდა. მათი ნაწილი კი დღესაც გამოიყენება:
ასო | სახელწოდება | ლათინური ტრანსკრიფცია |
ფონეტიკური მნიშვნ. |
რიცხვითი მნიშვნ. | ||
---|---|---|---|---|---|---|
ქართული | ბაქტრიული | ბერძნული | ||||
სტიგმა | στίγμα | st | [st] | 6 |
- სტიგმა, სიგმა და ტაუ ერთად.
- ამოტრიალებული ომიკრონი (Ȣ ȣ, ან Ʊ ʊ). იშვიათად გამოიყენება „ου“ კომბინაციის ნაცვლად.
- კავშირი καὶ „და“ იწერება ხოლმე როგორც ϗ (კაი) (ლათინური „&“-ის მსგავსად).
ანბანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასო | ფინიკიური შესატყვისი |
ქართული სახელწოდება |
ბერძნული სახელწოდება |
ლათინური ტრანსკრიფცია |
ფონეტიკური მნიშვნ. |
რიცხვითი მნიშვნ. | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ძვ. | საშუალო | ახ. | ძვ. | ახ. | ძვ. | ახ. | ||||
Α α | ალფა | ἄλφα | άλφα | a | [a] [aː] | [a] | 1 | |||
Β β | ბეტა | βῆτα | βήτα | b | v | [b] | [v] | 2 | ||
Γ γ | გამა | γάμμα | γάμμα γάμα |
g | gh, g, j | [g] | [ɣ], [ʝ] | 3 | ||
Δ δ | დელტა | δέλτα | δέλτα | d | d, dh | [d] | [ð] | 4 | ||
Ε ε | ეფსილონი | εἶ | ἒ ψιλόν | έψιλον | e | [e] | 5 | |||
Ζ ζ | ძეტა | ζήτα | ζήτα | z | [zd] (ან [dz]) მერე [zː] |
[z] | 7 | |||
Η η | ეტა | ἦτα | ήτα | e, ē | i | [ɛː] | [i] | 8 | ||
Θ θ | თეტა | θῆτα | θήτα | th | [tʰ] | [θ] | 9 | |||
Ι ι | იოტა | ἰῶτα | ιώτα γιώτα |
i | [i] [iː] | [i], [ʝ] | 10 | |||
Κ κ | კაპა | κάππα | κάππα κάπα |
k | [k] | [k], [c] | 20 | |||
Λ λ | ლამბდა | λάβδα | λάμβδα | λάμδα λάμβδα |
l | [l] | 30 | |||
Μ μ | მიუ | μῦ | μι μυ |
m | [m] | 40 | ||||
Ν ν | ნიუ | νῦ | νι νυ |
n | [n] | 50 | ||||
Ξ ξ | ქსი | ξεῖ | ξῖ | ξι | x | x, ks | [ks] | 60 | ||
Ο ο | ომიკრონი | οὖ | ὂ μικρόν | όμικρον | o | [o] | 70 | |||
Π π | პი | πεῖ | πῖ | πι | p | [p] | 80 | |||
Ρ ρ | რო | ῥῶ | ρω | r ( ῥ: rh) | r | [r], [r̥] | [r] | 100 | ||
Σ σ ς | სიგმა | σῖγμα | σίγμα | s | [s] | 200 | ||||
Τ τ | ტაუ | ταῦ | ταυ | t | [t] | 300 | ||||
Υ υ | იფსილონი | ὗ | ὓ ψιλόν | ύψιλον | u, y | y, v, f | [y] [yː] (ძველად [ʉ] [ʉː]) |
[i] | 400 | |
Φ φ | (სადაოა) | ფი | φεῖ | φῖ | φι | ph | f | [pʰ] | [f] | 500 |
Χ χ | ხი | χεῖ | χῖ | χι | ch | ch, kh | [kʰ] | [x], [ç] | 600 | |
Ψ ψ | ფსი | ψεῖ | ψῖ | ψι | ps | [ps] | 700 | |||
Ω ω | ომეგა | ὦ | ὦ μέγα | ωμέγα | o, ō | o | [ɔː] | [o] | 800 | |
ასო | შესაბამისი ფინიკიური ანბანი |
ქართული სახელწოდება |
ძვ. | საშუალო | ახ. | ძვ. | ახ. | ძვ. | ახ. | რიცხვითი მნიშვნ. |
ბერძნული სახელწოდება |
ლათინური ტრანსკრიფცია |
ფონეტიკური მნიშვნ. |
არქაული ასოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასო | ალტერნატიული | ფინიკიური შესატყვისი |
სახელწოდება | ბერძნული სახელწოდება |
ლათინური ტრანსკრიფცია |
ფონეტიკური მნიშვნ. |
რიცხვითი მნიშვნ. | |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
არქაური | გვიანდელი | |||||||
დიგამა | ϝαῦ | δίγαμμα | w | [w] | 6 | |||
ჰეტა | ἧτα | – | h | [h] | ||||
, | სანი | ϻάν | σάν | s | [s] | – | ||
ქოპა | ϙόππα | κόππα | q | [q] | 90 | |||
() | სამპი | – | σαμπῖ | ss | სადაოა ([sː], [ks], [ts]) |
900 |
სხვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასო | სახელწოდება | ლათინური ტრანსკრიფცია |
ფონეტიკური მნიშვნ. |
რიცხვითი მნიშვნ. | ||
---|---|---|---|---|---|---|
ქართული | ბაქტრიული | ბერძნული | ||||
შო | (უცნობია) | – | sh | [ʃ] |
- ასო Ϸ ϸ (შო) ბაქტრიული ენის წერაში გამოიყენებოდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Greek Unicode Issues Nick Nicholas.
|