ბაჰრეინის ეკონომიკა
ბაჰრეინის ეკონომიკა ძალიანაა დამოკიდებულები ნავთობსა და ბუნებრივ აირზე.[1] ბაჰრეინული დინარი მეორე ყველაზე მყარი ვალუტაა მსოფლიოში.[2] XX საუკუნიდან მოყოლებული ბაჰრეინში აქცენტი საბანკო სფეროსა და ტურიზმის სექტორზე გაკეთდა.[3] ქვეყნის დედაქალაქი მანამა მრავადი დიდი საფინანსო სტრუქტურის ცენტრია. 2008 წელს ლონდონის გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსის მიხედვით ბაჰრეინი მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდ ფინანსურ ცენტრად დასახელდა.[4][5] ბაჰრეინის საბანკო და საფინანსო სექტორმა, განსაკუთრებით ისლამურმა საბანკო სფერომ, ნავთობზე მოთხოვნის რეგიონული ბუმის შედეგად ისარგებლა.[6] ქვეყნის მასშტაბით ექსპორტის უდიდესი წილი ნავთობზე მოდის, რომელიც ექსპორტის 60%-ს მოიცავს, სამთავრობო შემოსავლების 70%-ს შეადგენს და მთლიანი შიდა პროდუქტის 11%-ია.[7] ბაჰრეინის საექსპორტო საქონელს შორის მეორე ადგილზე ალუმინია, რომელსაც საფინანსო და სამშენებლო მასალები მოსდევს.[7]
2020 წელის ეკონომიკური თავსუფლების ინდექსის მიხედვით ბაჰრეინი ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მეოთხე ყველაზე თავისუფალი ეკონომიკა, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით მე-40 ყველაზე თავისუფალი ეკონომიკაა.[8] ფრეიზერის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ალტერნატიული ინდექსის მიხედვით ბაჰრეინი 70-ე ადგილზეა.[9] მსოფლიო ბანკის კატეგორიზაციით ბაჰრეინი მაღალშემოსავლიანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება.[10]
ეკონომიკური მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაჰრეინის ეკონომიკაში დომინანტურ როლს ნავთობი და ბუნებრივი აირი თამაშობს. ეკონომიკის დივერსიფიკაციისკენ მიმართული ძალისხმევის მიუხედავად, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მსოფლიო ფაქტების წიგნის მიხედვით, ნავთობი ბაჰრეინის საბიუჯეტო შემოსავლების 85%-ს შეადგენს. შესაბამისად, ნავთობზე ფასების კლების შედეგად ბიუჯეტი სერიოზულ დეფიციტს განიცდის. 2017 წელს ამ მაჩვენებლმა მთლიანი შიდა პროდუქტის 10% შეადგინა.[11] ბაჰრეინი ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის მდიდარი სახელმწიფოა. მის ეკონომიკაში ნავთობისა და გაზის შემდეგ წამყვანი ადგილი საერთაშორისო საბანკო საქმიანობასა და ტურიზმს უკავია.[3]
2003 და 2004 წლებში ნავთობზე ფასების ზრდისა და მომსახურების სექტორიდან შემოსავლების ზრდის შედეგად მიმდინარე ანგარიშების ბალანსი გაიზარდა. 2003 წლისთვის მიმდინარე ანგარიშების ბალანსზე 2019 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი ნამატი, ხოლო 2004 წელს 442 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი ნამატი იყო. შედარებისთვის, 2002 წელს მიმდინარე ანგარიშების ბალანსზე 35 მილიონი დოლარის ღირებულების დეფიციტი იყო. 2004 წელს ბაჰრეინის საერთაშორისო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2001-2003 წლებში საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 1.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2004 წელს მან 1.6 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მაკროეკონომიკური ტრენდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვემოთ მოცემულ ცხრილში ბაჰრეინის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლებია მოცემული საბაზრო ფასების მიხედვით, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერა დადგენილი ბაჰრეინულ დინარებში.
წელი | მთლიანი შიდა პროდუქტი | აშშ დოლარის გაცვლითი კურსი | ინფლაციის ინდექსი (2000=100) |
---|---|---|---|
1980 | 1,354 | 0.377 ბაჰრეინული დინარი | 74 |
1985 | 1,609 | 0.377 ბაჰრეინული დინარი | 90 |
1990 | 1,867 | 0.377 ბაჰრეინული დინარი | 89 |
1995 | 2,552 | 0.377 ბაჰრეინული დინარი | 98 |
2000 | 3,408 | 0.377 ბაჰრეინული დინარი | 100 |
2005 | 6,004 | 0.377 ბაჰრეინული დინარი | 105 |
2010 | 9,668 | 0.377 ბაჰრეინული დინარი | 120 |
2015 | 11,675 | 0.377 ბაჰრეინული დინარი | 133 |
2020 | 13,058 | 0.377 ბაჰრეინული დინარი | 139 |
მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით ამერიკული დოლარი 0.3 ბაჰრეინულ დინარს უტოლდება. 2009 წლისთვის საშუალო საათობრივი ანაზღაურება 19.91$-ს უტოლდებოდა.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში ბაჰრეინის მთავარი ეკონომიკური ინდიკატორებია მოცემული 1980–2021 წლებში.[12]
წელი | 1980 | 1985 | 1990 | 1995 | 2000 | 2005 | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 | 2018 | 2019 | 2020 | 2021 |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მშპ, $ (მუპ) |
7.33 მლრდ. | 11.42 მლრდ. | 14.65 მლრდ. | 20.51 მლრდ. | 28.00 მლრდ. | 40.39 მლრდ. | 58.17 მლრდ. | 60.56 მლრდ. | 65.88 მლრდ. | 67.72 მლრდ. | 68.28 მლრდ. | 62.52 მლრდ. | 63.83 მლრდ. | 71.28 მლრდ. | 74.24 მლრდ. | 77.50 მლრდ.. | 74.45 მლრდ. | 79.10 მლრდ. |
მშპ ერთ სულ მოსახლეზე, $ (მუპ) |
20,779 | 27,186 | 30,044 | 36,705 | 43,920 | 45,440 | 47,117 | 50,673 | 54,489 | 54,035 | 51,938 | 45,627 | 44,834 | 47,486 | 49,392 | 52,234 | 50,567 | 53,128 |
მშპ-ის ზრდა (რეალური) |
7.5 % | −0.9 % | 3.5 % | 1.9 % | 7.0 % | 6.8 % | 4.3 % | 2.0 % | 3.7 % | 5.4 % | 4.4 % | 2.5 % | 3.6 % | 4.3 % | 1.7 % | 2.6 % | −5.1 % | 2.4 % |
ინფლაცია (%) |
3.8 % | −2.4 % | 1.3 % | 3.1 % | −0.7 % | 2.6 % | 2.0 % | −0.3 % | 2.8 % | 3.3 % | 2.6 % | 1.8 % | 2.8 % | 1.4 % | 2.1 % | 1.0 % | −2.3 % | 1.0 % |
სამთავრობო ვალი (მშპ-ის %) |
... | ... | 8 % | 14 % | 26 % | 24 % | 30 % | 33 % | 36 % | 44 % | 44 % | 66 % | 81 % | 88 % | 95 % | 102 % | 130 % | 123 % |
ნავთობქიმიური მრეწველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაჰრეინის მთავარი ბუნებრივი რესურსები ნავთობი და ბუნებრივი აირია. შეზღუდული რეზერვების გამო, 2004 წლამდე ბაჰრეინი ეკონომიკის დივერსიფიცირებაზე მუშაობდა. ბაჰრეინმა ერთ დღეზე ნავთობის წარმოების მაჩვენებელი 40 000 ბარელზე (6 400 მ³) შეაჩერა. ბაჰრეინის ნავთობის გადამამუშავებელი კომპანია 1935 წელს დაარსდა და ყოველდღიურად 250 000 ბარელის მიღება შეუძლია. 1980 წელს გადამუშავების 60% სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ ბაჰრეინის ნავთობის ეროვნულ კომპანიას გადაეცა, ხოლო 40%-ს ამეირკული კომპანია Caltex ფლობს. ბაჰრეინს გადამუშავებისთვის ნედლი ნავთობის უდიდეს წილს მილსადენების მეშვეობით საუდის არაბეთი აწვდის.
სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ბაჰრეინს მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის 50-ე ადგილი ეკავა, ხოლო 2019 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 45-ე ადგილი უკავია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 25 850 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ქვეყნის მშპ მსოფლიოს მშპ-ის 0.06%-ია. ათწლიანი საშუალო წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 3.1%-ს უდრის. უმუშევრობის დონე 1.0%-ია, გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი - 0.6.
ინსტიტუტების მაჩვენებლებით, ბაჰრეინი 38-ე ადგილზეა: უსაფრთხოების დონით ქვეყანას მე-4 ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― მე-19, ჩეკებისა და ბალანსების დონით ― 70-ე, საჯარო სექტორის საქმიანობით ― 22-ე, გამჭვირვალობით ― 85-ე, საკუთრების უფლებებით ― 32-ე, კორპორატიული მმართველობით ― 28-ე, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― 66-ე.
ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით, ბაჰრეინს მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 31-ე ადგილი უკავია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― 35-ე, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― 36-ე. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით ბაჰრეინი 46-ე ადგილზეა. ქვეყანა მაკროეკონომიკურად სტაბილური არ არის, 117-ე ადგილზეა: ინფლაციის დონე 1.7%-ია, ხოლო ვალების დინამიკის ინდექსი 36.6-ს უტოლდება.
სასაქონლო ბაზრის მიხედვით ბაჰრეინი მე-18 ადგილზეა: შიდა კონკურენციით მე-19 ადგილს იკავებს, ხოლო ვაჭრობის ღიაობით ― მე-20-ს; შრომის ბაზრის მიხედვით ― 33-ე ადგილზე: მოქნილობის ინდექსით მე-7 ადგილს იკავებს, ხოლო მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― 70-ს.
ბაჰრეინში კარგადაა განვითარებული საფინანსო სისტემა (37-ე ადგილი): სიღრმით მე-40, ხოლო სტაბილურობით 38-ე ადგილზეა. ბაზრის ზომით ქვეყანა 90-ე ადგილს იკავებს. ბაჰრეინში კარგადაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (48-ე ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით 70-ე ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― 30-ს.[13]
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Kingdom of Bahrain, Ministry of Labour Unemployment Insurance System. Accessed November 6, 2007.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Daily Star (Beirut), 6 January 2006, Bahrain's 'honesty' keeps its economy freest in region დაარქივებული 30 July 2009[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- Gulf News, 7 January 2006, Bahrain ranked freest Arab economy
- Bahrain Economic Development საიტზე Curlie
- University of Bahrain დაარქივებული 2014-02-26 საიტზე Wayback Machine.
- map of oil and gas infrastructure in Bahrain [1] დაარქივებული 2021-12-05 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The World Factbook. ციტირების თარიღი: 29 October 2019
- ↑ 10 Most Expensive Currency In The World - Latest News Online, News, Fresh News, Online News. ციტირების თარიღი: 3 March 2015
- ↑ 3.0 3.1 Bahrain's economy praised for diversity and sustainability. Bahrain Economic Development Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 დეკემბერი 2010. ციტირების თარიღი: 24 June 2012
- ↑ Hedge Funds Review 18 March 2008
- ↑ Gulf Daily News 18 March 2008
- ↑ Bahrain calling – Banking & Finance. ArabianBusiness.com (25 April 2008). ციტირების თარიღი: 27 June 2010
- ↑ 7.0 7.1 CIA World Factbook, "Bahrain". Cia.gov. ციტირების თარიღი: 25 January 2011
- ↑ Bahrain Economy: Population, GDP, Inflation, Business, Trade, FDI, Corruption en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-30. ციტირების თარიღი: 2020-09-18
- ↑ Gwartney, James; Lawson, Robert; Hall, Joshua; Murphy, Ryan; Berggren, Niclas; McMahon, Fred; Nilsson, Therese. (2020)Economic Freedom of the World Annual Report.
- ↑ Bahrain | Data. ციტირების თარიღი: 2020-09-18
- ↑ Middle East :: Bahrain — The World Factbook - Central Intelligence Agency. ციტირების თარიღი: 2019-09-23
- ↑ Report for Selected Countries and Subjects en-US. ციტირების თარიღი: 2018-08-27
- ↑ Schwab, K. (ed.) (2019). The Global Competitiveness Report 2019. World Economic Forum. Retrieved August 1, 2022. pp. 78-81.
|