ბაჰამის კუნძულების გერბი
იერსახე
ბაჰამის კუნძულების ეროვნული გერბი შეიცავს სახელმწიფო სიმბოლოებს და მათ ფოკუსში მოთავსებულ ფარს. ფარი უკავია ეკალფარფლიან თევზსა და ფლამინგოს, რომლებიც ქვეყნის ეროვნული ცხოველები არიან. ფლამინგო მიწაზე დგას, ეკალფარფლიანი თევზი კი ზღვაში, რაც კუნძულების გეოგრაფიაზე მიუთითებს.
ფარის წვერზე მოთავსებულია ნიჟარა, რაც კუნძულთა ჯგუფის მრავალფეროვან წყალქვეშა სიცოცხლეზე მიუთითებს. ნიჟარა დაყრდნობილია ჩაფხუტზე. მის ქვემოთ მდებარეობს უშუალოდ ფარი, რომლის მთავარი სიმბოლოა გემი, რომელიც წარმოადგენს ქრისტეფორე კოლუმბის ხომალდ სანტა-მარიას, მის ზემოთ კი გამოსახულია მზე. ფსკერის გასწვრივ, ფარს დაბლა ჩნდება ლენტი, რომელზეც წაწერილია ეროვნული დევიზი: [1]
"წინ, ზევით, ერთად პროგრესისკენ."
კუნძულების გერბები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აკლინის | აბაკო | ანდროსი | ბერის კუნძულები | |||||
ბიმინი | კეტი | კრუკედ-აილენდი | ელიუთერა | |||||
დიდი ბაჰამა | ინაგუა | ლონგ-აილენდი | მაიაგუანა | |||||
ნიუ-პროვიდენსი | რეგიდ-აილენდი | რამ-კი | სან-სალვადორი |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Coat of arms of Bahamas In The World All Countries Coat of arms დაარქივებული 2006-11-25 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ASJ-Bahamas National Coat of Arms. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-22. ციტირების თარიღი: 2013-07-22.