ბატასინი (ლათ.Mergus) — ფრინველების გვარი ბატისნაირთა რიგისა. აქვთ გრძელი, დაკბილულკიდებიანი ნისკარტი. ფეხის წინა თითები აპკითაა შეერთებული, უკანაზე ფარფლი აქვთ, კარგად ცურავენ და ყვინთავენ. ბატასინის გვარი აერთიანებს 7 სახეობას (მათგან სამი ამომწყდარია). საქართველოში ბატასინი ყველგან გვხვდება, განსაკუთრებით მიმოფრენის დროს, მტკნარ, გამდინარე წყალსატევებთან. ბუდობენ მიწაზე, კლდის ნაპრალებში, ქვებს შორის და ფუღუროში. იკვებებიან თევზით, იშვიათად წყლის მწერებითა და მოლუსკებით. აქვთ მცირე სარეწაო მნიშვნელობა — იყენებენ მათ ღინღლს და ბუმბულგაცლილ ტყავს.