ბადრი შოშიტაიშვილი
იერსახე
ბადრი შოშიტაიშვილი | |
თბილისის მერი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 დეკემბერი, 1995 – 8 აგვისტო, 1998 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
წინამორბედი | ნიკოლოზ ლეკიშვილი |
მემკვიდრე | ივანე ზოდელავა |
დაბადებული | 28 ოქტომბერი, 1946 თბილისი, საქართველოს სსრ |
გარდაცვლილი | 2 ნოემბერი, 2004 (58 წლის) თბილისი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | საქართველოს მოქალაქეთა კავშირი |
რელიგია | მართლმადიდებლობა |
ბადრი შოშიტაიშვილი (დ. 28 ოქტომბერი, 1946, თბილისი — გ. 2 ნოემბერი, 2004, იქვე) — ქართველი პოლიტიკოსი, სპეციალობით ინჟინერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვადასხვა დროს მუშაობდა მეტროპოლიტენის მშენებლობაზე, საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ „კავგიპროტანსში“, იყო თბილისის პარტიის საქალაქო კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორი, განყოფილების გამგის მოადგილე, თბილისის საქარხნო რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე, რაიკომის I მდივანი, ტრესტ „კავკაზელექტროქსელმშენის“ მმართველის მოადგილე, 1994—1995 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის ვიცე-პრემიერი; 1995 წელს თბილისის ვიცე-მერი და მუნიციპალიტეტის პრემიერი; 1995—1998 წლებში თბილისის მერი.
გარდაიცვალა 2004 წლის ნოემბერში. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში[1].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. თბილისი, 1998—1999. გვერდი 66.