შინაარსზე გადასვლა

აჰმედ ალ-მირგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აჰმედ ალ-მირგანი
სუდანის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 მაისი, 1986 – 30 ივნისი, 1989
წინამორბედიაბდელ რაჰმან სვარ ალ-დაჰაბი
მემკვიდრეომარ ალ-ბაშირი

დაბადებული16 აგვისტო, 1941
ჩრდილოეთი ხარტუმი, სუდანი
გარდაცვლილი2 ნოემბერი, 2008
ალექსანდრია, ეგვიპტე
რელიგიაისლამი

აჰმედ ალ-მირგანი (არაბ. أحمد الميرغني; დ. 16 აგვისტო, 1941, ჩრდილოეთი ხარტუმი, სუდანი — გ. 2 ნოემბერი, 2008, ალექსანდრია, ეგვიპტე) — სუდანის პოლიტიკური მოღვაწე. სუდანის პრეზიდენტი 1986-1989 წწ.

დაიბადა 1941 წელს. 1986 წელს აირჩიეს სუდანის პრეზიდენტად. 1989 წლის 18 ივნისს გამოცხადდა ანტისახელისუფლებო შეთქმულების შესახებ. მალევე ათობით მაღალი და საშუალო კლასის ოფიცერი დააპატიმრეს. 30 ივნისს ქვეყანაში მოხდა მორიგი სამხედრო გადატრიალება, რომელსაც ბრიგადის გენერალი ომარ ალ-ბაშირი ედგა სათავეში.

აჰმედ ალ-მირგანი გარდაიცვალა 2008 წლის 2 ნოემბერს ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]