შინაარსზე გადასვლა

აქაბი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აქაბი

აქაბი (ივრ. אחאב) — ისრაელის მეფე ძვ. წ. 869 - ძვ. წ. 850 წლებში. ომრის ვაჟი.

იოსებ ფლავიუსის თანახმად აქაბი, ისევე, როგორც მისი წუნამორბედნი უწმინდური კაცი იყო. იგი არ ცნობდა იერუსალიმის ტაძარს და თაყვანს ოქროს ვერძს სცემდა. მისი მეუღლე იყო ტირის მეფის, იეოვალის ასული იეზაბელი, რომლისგანაც მან ფინიკუი ღმერთების თაყვანისცემა ისწავლა. იეზაბელი ჭკვიანი და ენერგიული ქალი იყო, მას ქმარზე დიდი გავლენა ჰქონდა. მისი მოთხოვნით მეფემ ააგო ვაალის ტაძარი და გარს ბაღი შემოარტყა. აქაბის მმართველობისას ისრაელში თითქმის სრულებით შეწყვიტეს ისრაელის ღმერთის თაყვანისცემა, რამაც ბევრი უბედურება გამოიწვია. დაიწყო გვალვა, შემდეგ კი ისრაელს სირიის მეფე ბენ-ხადად II შემოესია და მეფეს სამარიაში შეუტია. აქაბმა მოახერხა სირიელებისთვის უეცრად შეტევა, როდესაც ისინი ბანაკში ქეიფობდნენ და დაამარცხა ისინი. ფლავიუსის გადმოცემით ამ შეტევაში მეფეს წინასწარმეტყველი მიქეა დაეხმარა. ბენ ხადადი ტყვედ ჩაბარდა და აქაბმა იგი გაუშვა. ებრაული წყაროების თანახმად ღმერთი განარისხა ამ საქციელმა და მიქეამ მეფეს უთხრა, რომ მისი სიკვდილის მიზეზი ბენ ხადადი გახდება. მალე აქაბი შეხვდა იუდეის მეფეს იოსაფატს და შესთავაზა ბენ ხადადის წინააღმდეგ ერთად ომის დაწყება. ვაალის წინასწარმეტყველები ებრაელებს გამარჯვებას პირდებოდნენ, მიქეამ კი იწანასწარმეტყველა, რომ ებრაელები ბრძოლის ველიდან გაიქცევიან და მხოლოდ აქაბი დაიღუპება. მართლაც ასე მოხდა, როდესაც ორივე მხარე შეხვდა ერთმანეთს არამათასთან, სირიელების მიერ ნასროლი ისარი მოხვდა მეფეს და სასიკვდილოდ დაჭრა.

  • Рыжов, K. (2001). Энциклопедия - Все монархи мира - Древний Восток. Вече, Москва. ISBN 5-7838-0829-6
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აქაბი“-დან