არისტობულე (სამოცდაათთაგანი)
იერსახე
მოციქული არისტობულე (ლათ. Aristobulus) - ქრისტეს მოციქული, ბრიტანეთის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 16 მარტი და 31 ოქტომბერი, ახალი სტილით -29 მარტი და 13 ნოემბერი. კათოლიკური ეკლესია - 16 მარტი
დაიბადა კვიპროსზე. იგი თავის ძმასთან, წმინდა მოციქულ ბარნაბასთან ერთად წმინდა პავლე მოციქულს მოხსენიებული ჰყავს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (რომ. 16,10). მოციქულმა პავლემ არისტობულეს ეპისკოპოსად დაასხა ხელი და ბრიტანეთში გაგზავნა, სადაც მან ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე და უფლისთვის სათნო ღვაწლში მშვიდობით მიიცვალა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წმიდანთა ცხოვრება, ტომი I, თბილისი, 2001 წ.