ართვინის პროვინცია
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
ართვინის პროვინცია თურქ. Artvin ili | ||
ქვეყანა | თურქეთი | |
რეგიონი | შავი ზღვის რეგიონი | |
ადმ. ცენტრი | ართვინი | |
შიდა დაყოფა | არტანუჯი, არჰავი, ართვინი, ბორჩხა, ხოფა, მურგული, შავშეთი, იუსუფელი და ქემალფაშა | |
კოორდინატები | 41°08′00″ ჩ. გ. 41°51′00″ ა. გ. / 41.13333° ჩ. გ. 41.85000° ა. გ. | |
მმართველი | მუსტაფა იემლიჰალიოღლუ | |
ფართობი | 7436 კმ² | |
მოსახლეობა | 174 010 (2018)[1] | |
სატელეფონო კოდი | 466 | |
საფოსტო ინდექსი | 08000–08999 | |
საავტომობილო კოდი | 08 | |
ოფიციალური საიტი | http://www.artvin.gov.tr | |
| ||
ართვინის პროვინცია (თურქ. Artvin ili) — პროვინცია (ილი) ჩრდილო–აღმოსავლეთ თურქეთში, შავი ზღვის რეგიონში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ართვინი. მოიცავს 9 რაიონს.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინციას ჩრდილოეთით ესაზღვრება საქართველო (აჭარა), აღმოსავლეთით არტაანის, სამხრეთით – ერზურუმის და დასავლეთით რიზეს პროვინციები, აქვს 35 კილომეტრიანი საზღვაო საზღვარი შავ ზღვაზე (ნავსადგური ხოფა). პროვინციის დიდი ნაწილი მდებარეობს მდინარე ჭოროხის აუზში.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსახლეობა შეადგენს 164 ათას ადამიანს (2012), უდიდესი ქალაქებია: ართვინი (25 ათასი ადამიანი, 2012), ხოფა (18 ათასი ადამიანი, 2012). თურქების გარდა ცხოვრობენ ლაზები და აჭარლები (ქართველი მუსლიმები), აგრეთვე ხემშილები (სომეხი მუსლიმები).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინციის ტერიტორია წლების მანძილზე გადადიოდა ხელიდან ხელში. ეკუთვნოდა საქართველოს, ოსმალეთის იმპერიას, რუსეთს (1828 წლიდან; პროვინციის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ქუთაისის გუბერნიის, ბათუმის ოლქის ართვინის ოკრუგი).
1921 წელს ყარსის ხელშეკრულების შემდეგ არტაანის, ყარსისა და იგდირის პროვინციებთან ერთად გადაეცა თურქეთს.
რაიონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ართვინის პროვინცია იყოფა 8 რაიონად (ცენტრალური რაიონი მოცემულია მსხვილი ასოებით):
- არტანუჯი (Ardanuç)
- არჰავი (Arhavi)
- ართვინი (Artvin)
- ბორჩხა (Borçka)
- ხოფა (Hopa)
- მურგული (Murgul)
- შავშათი (Şavşat)
- იუსუფელი (Yusufeli)
- ქემალფაშა (Kemalpaşa)
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|