შინაარსზე გადასვლა

არამ-ხუტუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არამ-ხუტუამირანის ორეული ამირანიანის მეგრული ვერსიით. ზოგიერთი მეცნიერის (ივ. ჯავახიშვილი) აზრით, „ამირანი“ „არამიდან“ მომდინარეობს. არამ-ხუტუს ხური-ურარტულ ონომასტიკასთან უნდა ჰქონდეს კავშირი (გ. ჟორდანია). მამაკაცის მეგრულ საკუთარ სახელს ხუტუ (ხუტა)-ხუთას-ს მოეპოვება შესატყვისი ხური-ურარტულ ტექსტებში) (ნუზის არქივი) და დასაშვებად არის მიჩნეული, რომ სახელი „ხუტუ“ ურარტელთა დედამიწის ღვთაება - ხუტუინისაგან წარმოდგება. რაც შეეხება „არამს“, იგი უკავშირდება ურარტელთა პირველი მეფის - არამეს სახელს. დასაშვებია იცის, რომ ურარტელმა ხალხმა თავისი გმირი მეფის სახელს დაუმატა „ხუტუ“ და ამით ღვთაებრივ სამყაროს დაუკავშირა.

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 538.
  • კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 27-28, ISBN 978-99940-27-10-1.
  • ჟორდანია გ., მეხურელთა და არამ ხუტუს ვინაობის შესახებ, თბ., 1956;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 1, თბ., 1951;
  • ჩიქოვანი მ., მიჯაჭვული ამირანი, თბ., 1947;