ალექსანდრე ბასილაია
ალექსანდრე ბასილაია | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 11 მარტი, 1942 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ |
გარდ. თარიღი | 3 ოქტომბერი, 2009 (67 წლის) |
გარდ. ადგილი | გერმანია |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | კომპოზიტორი |
აქტიური | 1963—2009 |
ალექსანდრე „ბუთხუზი“ ალექსანდრეს ძე ბასილაია (დ. 11 მარტი, 1942, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 3 ოქტომბერი, 2009, გერმანია) — ქართველი კომპოზიტორი, ანსამბლ „ივერიის“ სამხატვრო ხელმძღვანელი. საქართველოს სახალხო არტისტი (1987).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (კონტრაბასის კლასი, ხელმძღვანელი ნ. სავჩენკო). 1963 წლიდან მუშაობდა მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში ჯერ პიანისტ-აკომპანიატორად, 1968 წლიდან კი - ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლის „ივერიის“ ხელმძღვანელად და სოლისტად. ბასილაია ძირითადად საესტრადო ჟანრში მუშაობდა. იგი ავტორია მრავალი საესტრადო სიმღერისა, რომელთაგან აღსანიშნავია „თეთრი ფიფქები“ (ჯ. ჩარკვიანის ლექსზე), „მოგონებანი“ (კ. კვეიძის ლექსზე), „სიყვარულის ზღაპარი“, „გულო, ჩადექ საგულესა“, „ახალგაზრდული“ (მ. ფოცხიშვილის ლექსებზე), „სიმღერა საქართველოზე“ (ლექსი ნ. მალაზონიასი) და სხვა.[1] ანსამბლ „ივერიისათვის“ დაწერა მიუზიკლები: „ჩხიკვთა ქორწილი“ (1979), „არგონავტები“ (1980), „შლაგერი, შლაგერი“ (1985), „თოვლის ბებოს ზღაპარი“ (1986), „ფიროსმანი“ და სხვა.[2] ამავე ანსამბლისათვის მან არაერთი ქართული ხალხური სიმღერა დაამუშავა. ანსამბლთან ერთად კონცერტები გამართა ყოფილი სსრკ და საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებში (პოლონეთი, ბოლივია, ჩეხოსლოვაკია, გერმანია, კუბა, მექსიკა, პორტუგალია).
მას ეკუთვნის არაერთი ცნობილი ქართული საესტრადო სიმღერა, ქართული კინოსა და მულტიპლიკაციური ფილმებისთვის შექმნილი მუსიკა. ალექსანდრე ბასილაის ბოლო ნამუშევარია მუსიკალური კომპოზიცია სახელწოდებით - „რაღაც დასრულდა“, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე ხნის წინ გაიმართა.[1]
მომღერალ ლუიზა კობალაძის მეუღლე.
გარდაიცვალა გერმანიაში, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა. დაავადებული იყო ფილტვის კიბოთი. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კომპოზიტორი ფილმებისა
- სიყვარული, ივერია და... (1975)
- უმცროსი და (1977)
- ჩიორა (1984)
- ჩხიკვთა ქორწილი (1984)
- არგონავტები (1986)
- სუვენირი (1986)
- ქვეყნის მაშენებლები (1997)
- გადაღებულია ფილმებში
- სიყვარული, ივერია და... (1975)
- არგონავტები (1986)[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 [1]
- ↑ 3 ოქტომბერს ალექსანდრე ბასილაიას გარდაცვალების დღეა. reportiori.ge (2014-10-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-27. ციტირების თარიღი: 28 ოქტომბერი, 2020.
- ↑ ალექსანდრე ბასილაია, ეროვნული ფილმოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-19. ციტირების თარიღი: 2009-10-03.