ალგებრა
ალგებრა (არაბ.: الجبر, al-jabr) — მათემატიკის ერთ-ერთი დარგი, რომელიც სწავლობს სიდიდეებზე მოქმედებათა ზოგად კანონებს ამ სიდიდეების რიცხობრივი მნიშვნელობისაგან დამოუკიდებლად. ელემენტარული ალგებრა ხშირად საშუალო სკოლაში ისწავლება და იძლევა ალგებრაზე ზედაპირულ წარმოდგენას: რა ხდება როდესაც რიცხვები ერთმანეთს ემატება ან მრავლდება, როგორ ვიპოვოთ პოლინომიალები და მათი ფესვები.
ალგებრა გაცილებით ვრცელია ვიდრე ელემენტარული ალგებრა. ერთმნიშვნელოვნად რიცხვებზე მუშაობის ნაცვლად, შესაძლებელია მათი ჩანაცვლება სიმბოლოებითა და კრებითი ელემენტებით. გეომეტრიასა და ანალიზთან ერთად ალგებრა მათემატიკის სამი ძირითადი შტოდან ერთ-ერთია.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიტყვა ალგებრა წარმოიშვა ხორეზმელი მათემატიკოსისა და ასტრონომის მუჰამედ ბენ მურა ალ–ხორეზმის (787—850) ტრაქტატის — „კიტაბ ალ–ჯაბრ ვალ მუკაბალას“ გამოჩენის შემდეგ. ამ წიგნის სათაურიდან აღებულია ალ–ჯაბრ ტერმინი რომელიც შემდგომში იხმარება როგორც „ალგებრა“.
ალგებრული ნიშნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XVI ს–მდე ალგებრას სიტყვიერად გადმოსცემდნენ. ასოითი აღნიშვნები და მათემატიკური ნიშნები თანდათან შემოიღეს. + და - ნიშნებს პირველად XVI–ში ვხვდებით. გერმანელ ალგებრაისტთა შრომებში, ცოტა მოგვიანებით, შემოდის გამრავლების x ნიშანი. გაყოფის ნიშანი (:) მხოლოდ XVII ს–ში იყო შემოღებული. XVI ს–ში ფრანგმა მეცნიერმა ფრანსუა ვიეტმა და მისმა თანამედროვეებმა დაიწყეს ასოების გამოყენება არა მარტო უცნობებისთვის, არამედ ნებისმიეპი რიცხვისთვისაც. ალგებრისთვის განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო XX საუკუნე, როდესაც შეიქმნა აბსტრაქტრული ალგებრა. თანამედროვე მათემატიკაში ალგებრის დომინატურ როლზე მიუთითებს ისეთი დარგების არსებობა როგორებიცაა ალგებრული გეომეტრია, ალგებრული ტოპოლოგია, ალგებრულ რიცხვთა თეორია.