აზიის მეფე
იერსახე
აზიის მეფე (ბერძ. Κύριος της Ασίας) — წოდება, რომელიც ალექსანდრე დიდმა მიიღო გავგამელის ბრძოლის შემდეგ, ძვ. წ. 331 წელს.[1] ვინაიდან, ალექსანდრეს დროს ბერძნები მხოლოდ აზიის გარკვეულ ნაწილზე ფლობდნენ ინფორმაციას, ხოლო ალექსანდრემ იმდროინდელი ცნობილი აზიის უდიდესი ნაწილი დაიპყრო, მართებულად ჩათვალეს რომ ალექსანდრე გამოეცხადებინათ მთლიანი აზიის მეფედ. ალექსანდრეს გარდაცვალების შემდგომ (ძვ. წ. 323), ტიტული გადაეცა მის მემკვიდრეებს: ფილიპე III-ს (ძვ. წ. 323–317), შემდგომ კი ალექსანდრე IV-ს (ძვ. წ. 317–309). თუმცა არცერთ მათგანს არ ჰქონია ძალაუფლება აზიის ტერიტორიებზე, ეს ტიტული მხოლოდ წოდებრივი იყო. ალექსანდრე IV-ის სიკვდილის შემდგომ სრულად გაქრა.
აზიის მეფეების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალექსანდრე დიდი — ძვ. წ. 331-323
- ფილიპე III — ძვ. წ. 323-317
- ალექსანდრე IV — ძვ. წ. 317-309