ავსტრია არის ფედერალური რესპუბლიკა, რომელიც დაყოფილია 9 ფედერალურ მხარედ. მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდია ვენა 1,6 მლნ კაციანი მოსახლეობით, ხოლო ფართობით უდიდესია ქვემო ავსტრია - 19,178 კმ².
რუკაზე ნაჩვენებია ავსტრიის 84 პოლიტიკური ოლქი და 15 სტატუტური ქალაქი
ავსტრიის ფედერაციული მხარეები თავის მხრივ იყოფა 84 პოლიტიკურ ოლქად (Politische Bezirke) და 15 დაკანონებულ ქალაქად, რომლებსაც თავიანთი ოლქები გააჩნიათ, ხოლო თითოეული ოლქი იყოფა მუნიციპალიტეტებად.
1 ქვეყნები, რომლებიც მდებარეობს ევროპის საზღვრებთან, 2 ქვეყნები, რომლებიც მდებარეობს დასავლეთ აზიაში, 3 ქვეყნები, რომლებიც მდებარეობს ევროპა აზიის საზღვრებთან.