შინაარსზე გადასვლა

აბდ ალ-რაჰმან I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბდ ალ-რაჰმან I-ის ძეგლი ალმუნეკარში.

აბდ ალ-რაჰმან იბნ მუავია იბნ ჰიშამი (არაბ. عبد الرحمن الداخل; მეტსახელად „ალ-დახილი“, თარგმანში „ახალმოსული, უცხო“; დ. 731 — გ. 788) — კორდოვის ომაიანთა დინასტიისა და საამიროს ფუძემდებელი, ამირა 756–788 წლებში. დამასკოს ომაიანთა სახალიფოს დამხობის შემდეგ (750) აბასიანთაგან დევნილ ჩრდილოეთ აფრიკაში გაიქცა. 755 წელს გადავიდა ანდალუსიაში, ისარგებლა კაისიტების, ქელბიტებისა და ბერბერების შინაომით, 756 წელს აიღო სევილია, კორდოვა და თავი ანდალუსიის ამირად გამოაცხადა. ებრძოდა არაბულ-ბერბერული ტომების სეპარატისტულ ტენდენციებს, მოიგერია ჩრდილოეთ ესპანეთის ქრისტიანი მმართველებისა და კარლოს დიდის თავდასხმები.