დონეცკის სახალხო რესპუბლიკა
აღნიშნული სტატია აღწერს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ დონეცკის ოლქში არსებულ მოვლენას. ტექსტში შესაძლოა გამოყენებული იყოს ტერმინები, რომლებიც გამოიყენება საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ქართული ვიკიპედიის მიდგომა ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკასთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მოვლენების აღწერა საჭიროა აკადემიური/სამეცნიერო მიზნებიდან და ვიკიპედიის მისიიდან - შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი ენციკლოპედია - გამომდინარე. უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით დონეცკის ოლქი უკრაინის შემადგენლობაში შემავალი ტერიტორიული ერთეულია, რასაც იზიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც. ნებისმიერი პოლიტიკურ-სამართლებრივი სისტემა, რომელიც დონეცკის ოლქის ოკუპირებული ზონის ტერიტორიაზეა ფორმირებული, არის არალეგიტიმური და არაღიარებული უკრაინის ხელისუფლებისა და სუვერენული სახელმწიფოების სრული უმრავლესობის მიერ. |
დონეცკის სახალხო რესპუბლიკა |
|||||
---|---|---|---|---|---|
დედაქალაქი | დონეცკი | ||||
ოფიციალური ენა | [1] | ||||
მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | ||||
- | პრეზიდენტი | დენის პუშილინი | |||
დამოუკიდებლობა უკრაინისგან | |||||
- | გამოაცხადა | 2014 წლის 12 მაისი | |||
მოსახლეობა | |||||
- | შეფასება | 2 318 721 [2] | |||
ვალუტა | რუსული რუბლი [3] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +380 62 |
დონეცკის სახალხო რესპუბლიკა (უკრ. Донецька Народна Республіка; რუს. Донецкая Народная Республика) — რუსეთის ფედერაციის არაღიარებული სუბიექტი, ჩამოყალიბებულია უკრაინის დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. 2014–2022 წლებში არსებობდა როგორც თვითგამოცხადებული რესპუბლიკა, სანამ არ მოხდა მისი ანექსია რუსეთის მიერ.
უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, მთელ ტერირტორიაზე, რომელზეც დსრ-ს აქვს პრეტენზია, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტი ვრცელდება. ასევე, ტერიტორია (დონეცკის ოლქის 1/3), რომელიც 2014-2015 წლების საბრძოლო მოქმედებების შედეგად სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მოექცა, რუსეთის საოკუპაციო ძალების და ტერორისტული დაჯგუფებების საბოლოო გაყვანამდე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიად ითვლება.[4]
უკრაინის ხელისუფლება დსრ-ს მიიჩნევს ტერორისტულ ორგანიზაციად, ხოლო ადამიანებს, რომლებიც ჩართულნი არიან ორგანიზაციის სამხედრო ან პოლიტიკურ ცხოვრებაში — ტერორისტებად და სეპარატისტებად.[5][6][7][8] მეორე მხრივ, დსრ-ის ხელისუფლება უკრაინის ხელისუფლებას მიიჩნევს როგორც „სისხლიან რეჟიმს“, რომელიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩადის „სამხედრო დანაშაულებს“, რასაც ეწირება მშვიდობიანი მოსახლეობა.[9][10]
უკრაინის და სხვა ქვეყნების ხელისუფლებები, და ასევე ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია თვლიდა, რომ 2014–2022 წლებში დსრ სამხედრო მხარდაჭერას რუსეთისგან იღებდა, მაგრამ კრემლი ამას კატეგორიულად უარყოფდა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დონეცკში რესპუბლიკის შექმნა 2014 წლის 7 აპრილს გამოცხადდა, ხოლო იმავე წლის 12 მაისს ჩატარდა რეფერენდუმი, რის შედეგადაც რესპუბლიკამ უკრაინისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.[11]
2022 წლის სექტემბერს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩატარდა უკანონო რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების თაობაზე, რეფერენდუმის შედეგად მოხდა ე. წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ანექსია რუსეთის მიერ.[12]
მხარმდამჭერი ქვეყნები და დეფაქტო რესპუბლიკები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2022 წლის სექტემბრისთვის დსრ-ის დამოუკიდებლობას აღიარებდა მხოლოდ რუსეთის ფედერაცია (21 თებერვალი, 2022),[13] სირია (29 ივნისი, 2022) და ჩრდილოეთი კორეა (13 ივლისი, 2022), ასევე ნაწილობრივ-აღიარებული/არაღიარებული ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა (27 ივნისი, 2014)[14][15] და აფხაზეთის რესპუბლიკა (25 თებერვალი, 2022)[16].
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ე. წ. რესპუბლიკის მოსახლეობა, ხელისუფლების მონაცემებით, შეადგენს 2,3 მილიონ ადამიანს,[17] რომელთა უმრავლესობაც მართლმადიდებელი ქრისტიანია.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დსრ-ის მთავრობის და სახალხო კრების ოფიციალური საიტი დაარქივებული 2015-11-17 საიტზე Wayback Machine.
- დსრ-ის სახალხო კრების ოფიციალური საიტი დაარქივებული 2016-05-28 საიტზე Wayback Machine.
- დსრ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური საიტი დაარქივებული 2016-08-02 საიტზე Wayback Machine.
- დსრ-ის უზენაესი სასამართლოს ოფიციალური საიტი დაარქივებული 2015-01-04 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Конституция Донецкой Народной Республики. დაარქივებულია ორიგინალიდან — 08.01.2018. ციტირების თარიღი: 01.01.2021.
- ↑ Численность населения Донецкой Народной Республики на 1 мая 2016 года (рус.). Главное управление статистики Донецкой Народной Республики.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-16. ციტირების თარიღი: 2016-07-24.
- ↑ http://dan-news.info/ekonomika/dnr-pereshla-na-plavayushhij-kurs-rublya.html
- ↑ Постановление о признании отдельных районов, городов, поселков и сел Донецкой и Луганской областей временно оккупированными территориями
- ↑ Турчинов ответит антитеррористической операцией на волнения востока Украины (рус.). ინტერფაქსი(7 აპრილი, 2014).
- ↑ Яценюк назвал митинги на востоке Украины осуществлением плана по дестабилизации ситуации (рус.). იტარ-ტასსი (7 აპრილი, 2014).
- ↑ Самопроголошені республіки у Донецькій та Луганській областях кваліфіковано як терористичні організації. დაარქივებული 2015-07-14 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links (укр.)უკრაინის პროკურატურის ოფიციალური საიტი
- ↑ ГПУ признала террористическими организациями самопровозглашенные ДНР и ЛНР. (рус.) УНИАН (16 მაისი, 2014)
- ↑ МИД ДНР осудил участие Зурабова в инаугурации Порошенко — Новости дня — РосБизнесКонсалтинг. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-09. ციტირების თარიღი: 2016-07-24.
- ↑ ОФИЦИАЛЬНОЕ ЗАЯВЛЕНИЕ Министерства Иностранных Дел Донецкой Народной Республики О недопустимости действий по легитимации киевского режима
- ↑ ДНР провозгласила себя суверенным государством (рус.). რია-ნოვოსტი (12 მაისი, 2014).
- ↑ Ukraine: UN General Assembly demands Russia reverse course on ‘attempted illegal annexation’
- ↑ პუტინმა სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა“ აღიარა
- ↑ Указ Президента Южной Осетии «О признании Донецкой Народной Республики»
- ↑ Южная Осетия признала независимость Донецкой народной республики (рус.). RT (27 ივნისი, 2014).
- ↑ Президент Абхазии Аслан Бжания подписал указы о признании независимости Донецкой Народной Республики и независимости Луганской Народной Республики. Администрация Президента Республики Абхазия (2022-02-25). ციტირების თარიღი: 2022-02-25
- ↑ Численность населения Донецкой Народной Республики на 1 мая 2016 года დაარქივებული 2016-08-16 საიტზე Wayback Machine. (рус.). Главное управление статистики Донецкой Народной Республики დაარქივებული 2015-12-14 საიტზე Wayback Machine. .