მსოფლიოს შვიდი საოცრება
მსოფლიოს შვიდი საოცრება ზოგადად მიუთითებს მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობათა რამდენიმე სიაზე. ყველაზე ძველი და განთქმული მათგან არის ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება, მეგზური ძველი მსოფლიოს მოგზაურთათვის, რომელთაც სურდათ ეხილათ ყველაზე განთქმული, მასშტაბური და კარგად ცნობილი ხუროთმოძღვრული ქმნილებები.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ სიის უძველესი ვერსია ძვ. წ. II საუკუნეში შექმნა ანტიპატე სიდონელმა. როგორც ჩანს, ეს სია ემყარება ელინისტ მოგზაურთა შორის პოპულარულ მეგზურებს და მხოლოდ მიუთითებს ქმნილებებზე ხმელთაშუა ზღვის გარშემო მიწებზე, სადაც იმდროინდელ მოგზაურებს მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ შეეძლოთ ემგზავრათ. ამ სიაში შესული ობიექტები საოცრებები იყო იმ კრიტერიუმით, რომ ისინი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობები იყო იმ პერიოდში. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მხოლოდ ადამიანის მიერ აგებული ქმნილებები იყო შეტანილი, ვინაიდან ბუნებრივი საოცრებები იმ პერიოდში პოპულარული არ იყო.
ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვემოთ მოყვანილია ანტიპატეს ვერსია:
ანტიპატეს თავდაპირველ სიაში ალექსანდრიის შუქურა შეცვლილი იყო ბაბილონის კედლით. ზემოთ მოყვანილი სია უკვე მე-6 საუკუნის დროინდელი ვარიანტია. ამ საოცრებათაგან დღემდეგ მხოლოდ ერთადერთი - ხეოფსის პირამიდა შემორჩა გიზაში, ეგვიპტე. დაკიდული ბაღების არსებობის დამკიცება ვერ მოხერხდა. უძველესი დოკუმენტური მასალის მიხედვით დანარჩენი ხუთი საოცრება ბუნებრივმა კატაკლიზმებმა იმსხვერპლა. ეფესოს ტაძარი და ზევსის ქანდაკება ხანძარმა გაანადგურა, დანარჩენები კი მიწისძვრამ.
ბოლოდროინდელი საოცრებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრების ტრადიციით მრავალი სხვა სიაც შექმნილა, რომლებიც ადამიანთა მიერ საინჟინრო მიღწევათა გარდა ბუნებრივ საოცრებებსაც შეიცავს. თუმცა ეს სიები უფრო არაფორმალურია და მათზე რაიმე კონსენსუსი არ არსებობს.
იხ. ასევე შუა საუკუნეების სამყაროს შვიდი საოცრება
თანამედროვე საოცრებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამოქალაქო ინჟინერთა ამერიკის საზოგადოებამ ჩამოაყალიბა თანამედროვე მსოფლიოს შვიდ საოცრებათა სია [1]:
- ლა-მანშის გვირაბი
- ტორონტოს ტელეანძა
- ემპაირ სტეიტ ბილდინგი
- გოლდენ გეიტ ბრიჯი
- იტაიპუს კაშხალი
- დელტაპროექტი
- პანამის არხი
ტურისტული მსოფლიოს საოცრებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შემდეგი სია შექმნილია ჰილმან უონდერსის მიერ როგორც ყველაზე პოპულარული შვიდი ტურისტული ღირსშესანიშნაობა-საოცრება:[2]
ბუნებრივი საოცრებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა სიათა მსგავსად, არ არსებობს კონსენსუსი მსოფლიოს შვიდ ბუნებრივ საოცრებაზე, ვინაიდან არ არის შეთანხმება იმაზე თუ რამხელა უნდა იყოს ეს სია. ამგვარ სიათაგან ერთ-ერთი შექმნილი CNN-ის მიერ [3]:
- დიდი კანიონი
- დიდი ბარიერული რიფი
- რიო-დე-ჟანეიროს ყურე
- მთა ევერესტი
- ჩრდილოეთის ციალი
- პარიკუტინის ვულკანი
- ვიქტორიის ჩანჩქერი
წყალქვეშა საოცრებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ სიის წარმოშობის წყარო გაურკვეველია, თუმცა ის საკმაოდ ხშირად ფიგურირებს მასმედიაში და აღნიშვნის ღირსია:[4] [5]
- პალაუ
- ბელიზი ბარიერული რიფი
- დიდი ბარიერული რიფი
- ჰიდროთერმული მთები
- გალაპაგოსის კუნძულები
- ბაიკალის ტბა
- წითელი ზღვა
ახალი შვიდი საოცრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2006 წელს იუნესკომ გამოაქვეყნა მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრების სია.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სამოქალაქო ინჟინერთა ამერიკის საზოგადოების შვიდი საოცრება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-02. ციტირების თარიღი: 2009-05-09.
- ↑ Hillman Wonders
- ↑ CNN-ის ბუნებრივი საოცრებები
- ↑ Underwater Wonders of the World. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-21. ციტირების თარიღი: 2006-10-18.
- ↑ წყალქვეშა საოცრებების მეორე სია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-28. ციტირების თარიღი: 2006-10-18.